დაწესდება მაღალი ჯარიმები! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1749498140
ავსტრიის ქალაქ გრაცის ერთ-ერთ სკოლაში სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
მომხდარი უკვე დაადასტურა ავსტრიის პოლიციამ. სპეციალური ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლაში დაახლოებით 10 გასროლის ხმა გაისმა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ პოლიცია სკოლაში სამძებრო ოპერაციას ატარებს. გარდაცვლილების გარდა არიან დაშავებულებიც. რამდენიმე მათგანს სერიოზული ჭრილობები აღენიშნება.
წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებული მოსწავლეა, რომელმაც მომხდარის შემდეგ თავი მოიკლა.