1753387731
რა ახალი დეტალები ვრცელდება სურამთან მომხდარ ავარიაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სურამთან. თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო დაგორდა და მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. ინფორმაცია და ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.