ქუთაისის გასასვლელთან მძიმე ავარია მოხდა

პოლიცია ლენტა

ქუთაისის გასასვლელთან, სამტრედიის გზაზე, ოთხი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

რეგიონალური მედიის,  „ინფო იმერეთს“ ცნობით, მსუბუქად დაშავდა ოთხი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.