1762328442
მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა - ტრაგედია ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩრდილოეთით მოხდა
ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩრდილოეთით, მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა. მომხდარის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20-მდე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„ჩატარდება გამოძიება, რათა დადგინდეს, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი“, – განაცხადეს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში.
როგორც ცნობილია, ხანძარი შენობის ზედა სართულზე გაჩნდა.










