1749469094
მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი იპოვეს

თბილისში, მეტეხის ხიდთან მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილი იპოვეს. ამ წუთებში, ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს.
საათზე მეტია, მყვინთავები ავტომობილის პოვნას ცდილობდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში, ან არის თუ არა მსხვერპლი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.