სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1749822073
დიდ ბრიტანეთში, კორნუოლში, მამაკაცი დაიღუპა, რომელიც ზღვაში ჩავარდნილი ძაღლის გადარჩენას ცდილობდა.
64 წლის გარი კონლონი ოჯახთან ერთად კორნუოლში ისვენებდა, როდესაც უბედური შემთხვევა, კრანტოკის მახლობლად, პოლი ჯოკის სანაპიროზე მოხდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ მამაკაცი, დილით საკუთარი ძაღლის, "მონტის" გასასეირნებლად იყო წასული, რა დროსაც მისი შინაური ცხოველი კლდიდან ზღვაში გადავარდა. მოწმის თქმით, მამაკაცი ძაღლის გადასარჩენად კლდიდან დაბლა ჩასვლას შეეცადა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და ჩავარდა.
მოწმის თქმითვე, მამაკაცი წყალში ჩავარდნამდე კლდის კიდეს შეეჯახა, წყალში ჩავარდნის შემდეგ კი, ტალღამ გაიტაცა.