„გეგის რა ვუთხრა... წავიდა ანგელოზებთან ჩემი სიფრიფანა!“ - ავარიას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა

ლენტა

ავარიას ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა თბილისში ორი დღის წინ მოხდა. 

„წავიდა ანგელოზებთან ჩემი სიფრიფანა. გეგის რა ვუთხრა? რა პასუხი გავცე, რომ გაიღვიძებს! სიყვარული რომელიც ისტორიას დარჩება. და ვერც სიკვდილი დააშორებთ! ნინი მაქედან დაიფარე შენი გეგი“,- წერს ავარიის დროს დაშავებული ბიჭის და სოციალურ ქსელში.