ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე - არიან დაშავებულები

ავარია ავტობანზე

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულები რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კადრებს და ინფორმაციას შემთხვევის ადგილიდან „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობითვე, მომხდარის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო გზა გადაკეტილი იყო. 

„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.