ავარია ბათუმში - არიან დაშავებულები

პოლიციის ლენტი

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.

დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.