ახალგაზრდა კაცი თვითმფრინავის ძრავამ ჩაითრია და დაიღუპა - ტრაგედია იტალიაში

ახალგაზრდა კაცი თვითმფრინავის ძრავამ ჩაითრი

იტალიაში, მილან-ბერგამოს საერთაშორისო აეროპორტში, 35 წლის მამაკაცი თვითმფრინავის ძრავამ ჩაითრია და დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, მამაკაცი არც აეროპორტის თანამშრომელი ყოფილა და არც მგზავრი. ვარაუდობენ, რომ მან ბარგის მიღების ზონაში ერთ-ერთი კარი ძალის გამოყენებით გააღო, შემდეგ ასაფრენ ბილიკზე გავიდა და ასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავს შეუვარდა, რის შემდეგაც ის ძრავამ შეითრია.

Flightradar24-ის მონაცემები აჩვენებს, რომ თვითმფრინავი, რომელიც მილანიდან ესპანეთში მიემართებოდა, ავარიამდე მხოლოდ 1 წუთი და 55 წამი იმყოფებოდა მოძრაობაში.

შემთხვევის შედეგად, იტალიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ აეროპორტში 19 რეისი გაუქმდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.