„აივნიდან უცნობი პირი შეიჭრა...“ - იტალიაში ქართველი მომვლელი გაქურდეს

ქურდობა

იტალიაში ქართველი მომვლელი გაქურდეს.

მომხდარის შესახებ იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე წერს.

„ფრთხილად იყავით - ქურდობის შემთხვევა ბარიში!!!

დასაწყისშივე მსურს აღვნიშნო, რომ ამ ინფორმაციის საჯაროდ გაზიარების მიზანი არ არის ემიგრანტულ საზოგადოებაში პანიკის გამოწვევა, არამედ პრევენცია, ინფორმირებულობა და გაფრთხილება.
გუშინ ქალაქ ბარიდან დამიკავშირდა ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი, ნ.დ., რომელმაც მთხოვა, მისი შემთხვევა გამეზიარებინა თანამემამულეებისთვის, რათა სხვებიც იყვნენ ფრთხილად.

ნ.დ.-ს ინფორმაციით (რაც დადასტურებულია მის მიერ მოწოდებული ფოტო-ვიდეო მასალით), 5 ოქტომბერს, ღამის 01:30 საათზე, ბინაში, სადაც ის მოხუცის მომვლელად მუშაობს, მესამე სართულზე აივნიდან შეიჭრა უცნობი პირი და მოიპარა მხოლოდ ქართველი მომვლელის, რომელშიც მხოლოდ საბუთები ინახებოდა.

ნ.დ.-მ გაიგო ბინაში შეჭრის ხმა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით არ განუხორციელებია თვითმოქმედება.
შეტყობინება მომხდარის შესახებ მეორე დღეს გაკეთდა შესაბამის ორგანოებში, თუმცა მომხდარის შესახებ ნ.დ.-მ შვილის დაუყოვნებლივ აცნობა, რომელიც მალევე მივიდა მშობლის ბინაში. რაც შეეხება მოპარულ ხელჩანთას, ის მოხუცის შვილმა ეზოში დაგდებული იპოვა და ნ.დ.-ს დაუბრუნა. აღსანიშნავია, რომ კორპუსს აქვს დახურული, კერძო ეზო, სადაც არაერთი ვიდეო სათვალთვალო კამერა არის დამონტაჟებული.

ნ.დ.-ს თხოვნაა, ყველა ვიყოთ ფრთხილად და დავიცვათ საკუთარი უსაფრთხოება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხშირად ვტოვებთ აივნის კარს ღიას და იმ შემთხვევაშიც კი თუ საცხოვრებელი ადგილები მეტად დაცულია.გისურვებთ სიმშვიდეს და დაცულ გარემოს“ , - წერს ხათუნა შარაძე.