მიხეილ ყაველაშვილი

საზოგადოება 1786726800

მიხეილ ყაველაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო. მისმა გამორჩეულმა ხედვამ ქართული საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი შემოგვინახა და ჩვენი დროის ვიზუალური მეხსიერების ნაწილად აქცია.ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. ნათელი მის ხსოვნას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

მიხეილ ყაველაშვილი

საზოგადოება 1786512180

მიხეილ ყაველაშვილი: საფეხბურთო კლუბ „იბერიას“ გამარჯვებას ვულოცავ!

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საფეხბურთო კლუბ „იბერია 1999-ს“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში „ლარნესთან“ გამარჯვებას ულოცავს.„საფეხბურთო კლუბ „იბერიას“ გამარჯვებას ვულოცავ! წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს! წინ ახალი გამარჯვებებისკენ!“, - აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.ცნობისთვის, გუშინ „იბერიამ” ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში საკუთარ სტადიონზე ჩრდილოეთ ირლანდიის “ლარნე” დამატებით დროში 2-1 დაამარცხა და მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა მოიპოვა. მასპინძლების შემადგენლობაში თითო ბურთი ვახტანგ ბედოშვილის და ნიკოლოზ სიხარულაშვილის ანგარიშზეა.

მიხეილ ყაველაშვილი

პოლიტიკა 1786359485

მიხეილ ყაველაშვილი ლატვიაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა აბულაძეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა აბულაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ლატვიის ურთიერთობებს, ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და დიპლომატიური მისიის ფარგლებში საქართველოს ინტერესების ეფექტიანად წარმოდგენის მნიშვნელობას.საქართველოს პრეზიდენტმა ახლად დანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ლატვიასთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ყაველაშვილი

პოლიტიკა 1786191916

საქართველოს პრეზიდენტი: აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცები თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი. დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას!

„არ არსებობს რეალობა, სადაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე იარსებებს საქართველო. ამ აზრის შეგუება გამორიცხულია, ყველამ მსოფლიოში უნდა გაიაზროს ეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რომელმაც პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ 18 წლის წინ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული სამხედროების თავდადება ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ღირსეული ნაწილია და მათი მაგალითი დღესაც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის ძალების სულისკვეთებას.„აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცები თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი. დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო ომის დროს დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს და მიუსამძიმრა მათ ოჯახებს.მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ომის მძიმე შედეგების მიუხედავად, დღეს საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით, ეროვნული ინტერესების დაცვითა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკით საკუთარ მომავალს თავად განსაზღვრავს.პრეზიდენტის თქმით, საქართველოს უმთავრეს სახელმწიფოებრივ მიზნად რჩება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის გაერთიანება, რომლის მიღწევასაც საქართველო მშვიდობიანი გზით, შერიგებითა და ნდობის აღდგენით ესწრაფვის.

ჯინჭარაძე

პოლიტიკა 1786190966

გიორგი ჯინჭარაძემ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრაგედიაა. პატივს მივაგებთ ყველა იმ გმირის, სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობისთვის სიცოცხლე გაწირეს.დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეროვნული ერთობა, გავაძლიეროთ სახელმწიფო და მშვიდობიანი, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული პოლიტიკით განვაგრძოთ ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზეთის და სამაჩაბლოს დეოკუპაციისთვის.გვჯერა, რომ დევნილთა ღირსეული დაბრუნება საკუთარ სახლებში და ქვეყნის გამთლიანება არის მიზანი, რომელსაც თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 2 234 ადამიანი დაიჭრა, ხოლო 26 000 კი დევნილად იქცა.რუსული აგრესიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 8 აგვისტოს, მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ყაველაშვილი

პოლიტიკა 1786188524

საქართველოს პრეზიდენტი: ჩვენ ძლიერი საზოგადოება ვართ. სამწუხაროდ, მძიმე გამოცდილება გავიარეთ და მივიღეთ აგვისტოს ომის ტრაგედია, თუმცა დღეს საქართველო გაძლიერებულია

„ჩვენ ძლიერი საზოგადოება ვართ. სამწუხაროდ, მძიმე გამოცდილება გავიარეთ და მივიღეთ აგვისტოს ომის ტრაგედია, თუმცა დღეს საქართველო გაძლიერებულია. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს საქართველოში მსგავსი დღეების განმეორებას“, - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით მედიასთან საუბრისას ომის შედეგები და იმ პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.პრეზიდენტის განცხადებით, ასეულობით ადამიანის სიცოცხლე, დაკარგული სოფლები, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და კოდორის ხეობის დაკარგვა ის ტრაგიკული მოვლენებია, რომელთა წინაშეც მაშინდელ ხელისუფლებას სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა არ გამოუჩენია.მიხეილ ყაველაშვილმა გაიხსენა ომში დაღუპული ქართველი სამხედროების გადმოსვენებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ფასდაუდებელი წვლილი და ხაზი გაუსვა იმ კონტრასტს, რომელიც ომის შემდგომ პერიოდში საზოგადოების გლოვასა და მაშინდელი ხელისუფლების საზეიმო მოქმედებებს შორის არსებობდა.პრეზიდენტის შეფასებით, წინააღმდეგობრივი იყო ომის შემდეგ წინა ხელისუფლების მიერ რუსეთის მიმართ გატარებული პოლიტიკაც. მისი თქმით, აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები რუსეთთან ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების გასაფართოებლად, მოგვიანებით კი რუსეთისადმი ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა.„როცა აწამებდნენ ანწუხელიძეს და ჩვენი გმირები ქუჩაში ეყარნენ, ამაზე ხმა არ ამოუღიათ. დღეს, როცა უკრაინაში შეიჭრა რუსეთი, მაშინ გახდა თურმე რუსეთი ოკუპანტი და მაშინ გაგვახსენდა ანწუხელიძე? ამას ქართველი საზოგადოება არ მიიღებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აგვისტოს ომი ქვეყნისთვის უმძიმესი ისტორიული გამოცდილებაა, რომლის სიღრმისეული გააზრებაც სახელმწიფოს დღევანდელი პოლიტიკისთვის პრინციპულ მნიშვნელობას ატარებს.

ყაველაშვილი

პოლიტიკა 1786176060

მიხეილ ყაველაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მიუღებელი და პოლიტიკოსს ამის გამო პასუხის გაცემა მოუწევს.„ძალებმა, რომლებმაც ასეთი დანაშაული ჩაიდინეს ჩვენი სამშობლოს წინაშე, დღეს კიდევ ბედავენ და სურვილი აქვთ, რომ საჯარო სივრცეში ასე ისაუბრონ და თავი გაიმართლონ. რა თქმა უნდა ეს მიუღებელია... ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო. ეს ეხება ბარამიძეს. ბარამიძე არ განსხვავდებოდა იმ ხელისუფლებისგან. ის იყო ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ყაველაშვილმა.აგვისტოს ომზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა წინა ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა.„500-მდე ადამიანი გარდაცვლილი, 120-მდე ჩვენი სოფელი დაკარგული, აღიარებული ტერიტორიები, უბრძოლველად დათმობილი კოდორის ხეობა, ქაოსი. ამ ადამიანებმა პირდაპირი მნიშვნელობით ასეთი დანაშაული ჩაიდინეს“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.როგორც ყაველაშვილმა თქვა, ჯერ კიდევ ომის დღეებში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ტაშ-ფანდური ჰქონდათ გამართული“.საქართველოს პრეზიდენტმა ომის შემდგომ პერიოდში და კონფლიქტის ზონიდან ქართველი ჯარისკაცების ცხედრების გამოყვანის საქმეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის როლიც გაიხსენა.„მე არ მახსოვს ჩვენი პატრიარქი ასეთი მომტირალი, როცა მან ჩვენი გარდაცვლილი გმირების ცხედრები შეძლო და გადმოასვენა და მისცა საშუალება, რომ ისინი დაეკრძალათ“, - დასძინა მან.საქართველოს პრეზიდენტმა აგრეთვე გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება იმის გამო, რომ ომიდან ცოტა ხანში მათ რუსეთთან დათბობის პოლიტიკის წარმოება გადაწყვიტეს, სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიჰყიდეს, ვიზები ცალმხრივად გააუქმეს და რუს ტურისტებს საზღვარზე ხვდებოდნენ.

ყაველაშვილი

პოლიტიკა 1786175640

მე მინდა ქედი მოვიხარო და მადლობა ვუთხრა ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ ასეთი ღირსეული პიროვნებები გაუზარდეს სამშობლოს. სამწუხაროდ, ეს ოკუპაცია დღემდე გრძელება - საქართველოს პრეზიდენტი

მე მინდა ქედი მოვიხარო და მადლობა ვუთხრა ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ ასეთი ღირსეული პიროვნებები გაუზარდეს სამშობლოს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.პრეზიდენტი უსამძიმრებს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახებსაც.„მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ამ ტრაგიკული მოვლენების დროს, ამ უთანასწორო ბრძოლაში, ჩვენ მშვიდობიანი მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილია გარდაცვლილი და მათი მოგონებაც ვთქვა და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ეს დიდი დანაკლისია. ამ მძიმე დღეებში ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, მტერმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, დავკარგეთ სოფლები, ადამიანები. სამწუხაროდ, ეს ოკუპაცია დღემდე გრძელდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ფოტო

საზოგადოება 1786133914

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.ომიდან 18 წლის თავზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

საქართველოს პრეზიდენტი

პოლიტიკა 1785932571

საქართველოს პრეზიდენტი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნატალია კორძაიას შეხვდა.პრეზიდენტმა მას დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და მექსიკის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ელჩის საქმიანობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.მიხეილ ყაველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღირსეულად წარმოდგენა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ეფექტიანი განხორციელება უსურვა.ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ყაველაშვილი

პოლიტიკა 1785667100

მიხეილ ყაველაშვილი: შუამთობა ის დღესასწაულია, სადაც ნათლად ჩანს ქართველი ადამიანის ხასიათი, კულტურა და ის ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ეროვნული იდენტობა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა

„შუამთობა ის დღესასწაულია, სადაც ნათლად ჩანს ქართველი ადამიანის ხასიათი, კულტურა და ის ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ეროვნული იდენტობა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა“, - საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ბეშუმში შუამთობის სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა შუამთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი სახალხო დღესასწაულები ქართული კულტურის, ფოლკლორისა და ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელოვანი ნაწილია.მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შუამთობა სხვადასხვა თაობის ადამიანებს აერთიანებს და არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, უკეთ გაეცნონ კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს, რომლებზეც ქართული საზოგადოება საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა.პრეზიდენტმა მადლიერება გამოთქვა წინაპრებისა და უხუცესების მიმართ, ვისი დამსახურებაცაა ამ უნიკალური დღესასწაულის დღემდე შემონახვა და აღნიშნა, რომ ეროვნული ტრადიციების დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა ქვეყნის კულტურული განვითარების მყარი საფუძველია.მისი თქმით, სწორედ ასეთი სახალხო დღესასწაულები აძლიერებს საზოგადოების ერთიანობას, ისტორიულ მეხსიერებას და ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას.

ყაველაშვილი

პოლიტიკა 1785576397

საქართველოს პრეზიდენტი: ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზეც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას

ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზეც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას, - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 11 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.პრეზიდენტის განცხადებით, თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული უსაფრთხოება გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე ოდესმე და ტრადიციული გამოწვევების გარდა მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებთან, საინფორმაციო ომთან, კიბერშეტევებსა და ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან ბრძოლას, რომელთა მიზანიც საზოგადოების დაყოფა და სახელმწიფოს დასუსტებაა.მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან საქმიანობას, რადგან ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პირდაპირ უკავშირდება კონსტიტუციური წესრიგის, შიდა სტაბილურობისა და საზოგადოების ნდობის განმტკიცებას.პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლზე ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმსა და კორუფციასთან ბრძოლაში, ასევე, ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების პრევენციის მიმართულებით.სიტყვით გამოსვლის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო იმ თანამშრომლების ხსოვნას, რომლებმაც ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სამსახურში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.