კალაე

პოლიტიკა 1714824851

„ხვიჩას განცხადება მკაფიოა – ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა!...“ - კახა კალაძე

„ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად – ხვიჩას განცხადება მკაფიოა, ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა!“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძემ სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, „სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანიის უწყვეტი ნაკადი მიმდინარეობს და თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს“ და „აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას“.„ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა.სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია.აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას. დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის მოსმენისა და კამათის სურვილი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტი- მტრის ხატის შექმნა.გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს. ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად. ხვიჩას განცხადება მკაფიოა – ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა!ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!“- წერს კალაძე.

თორნიკე ნაროზაული

საზოგადოება 1714817502

ჯანსაღ პროტესტს ყოველთვის მივესალმები და ვუერთდები კიდეც, მაგრამ ეს რადიკალური, ფანატიკური, შეპყრობილი ბღავილი - თქვი, რასაც ჩვენ ვამბობთ, თორემ გადაგივლით და მიწასთან გაგასწორებთო, არის ამაზრზენი - თორნიკე ნაროზაული

პოეტი თორნიკე ნაროზაული აქციის მონაწილეების მხრიდან საზოგადოების წევრების და მათ შორის, ცნობადი სახეების მიმართ ბულინგის და ზეწოლის შემთხვევებს ეხმიანება.პოეტი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ დარბევაა, როცა პიროვნულად ეხები და ლანძღავ ადამიანებს... საერთო ჯგუფებსა და ჩათებში ითხოვ მათ მიმართ ბულინგს... მათი გვერდების „დარეპორტებას“ და პიროვნულ დამცირებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩუმად არიან ან სიტყვა-სიტყვით თქვენს ლოზუნგებს არ იმეორებენ.მისივე თქმით, ძალით პატრიოტებს, რომლებსაც საკუთარი თავის გარდა ცხოვრებაში არაფერზე უდარდიათ, რომლებიც გამუდმებით იქ დგანან, სადაც ხალხის უმრავლესობა დგას, იმას აკეთებენ, რაც ტრენდულია და იმას იმეორებენ, რასაც სხვები ამბობენ, საერთოდ რაზე გაქვთ პრეტენზია? თუ გგონიათ, რომ თქვენს ყველა პოსტს, სთორის და კომენტარს არ ეტყობა, რომ ყალბია... რომ ზოგი შიშითაა დაწერილი, ზოგი სხვისი წამბაძველობით, ზოგი თავის გამოსაჩენად... რომ იქ ნამდვილი არაფერია?!„წავიკითხე, ხვიჩა კვარაცხელიას სამარცხვინო განცხადება მეთქი, გინდოდათ, ალბათ, დამეწერა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ამ ბიჭს გონებაც ისეთივე აქვს მიმადლებული, როგორც ფეხბურთის თამაშის ნიჭი.„გული მწყდება, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანისპატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით“. - სხვაგვარად ამ სიტყვებს ვერ დაწერდა. ეს ის კაცია, რომელმაც მთელ მსოფლიოს გააგებინა ჩვენი ქვეყნის შესახებ, რომელმაც შეცვალა ქართველი ემიგრანტებისადმი დამოკიდებულება, არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.რომელმაც ქართულ ფეხბურთს იმედი და რწმენა დაუბრუნა.რომელმაც თავდაჯერება შემატა ქართველ ფეხბურთელებს.რომელმაც, ლამის, მარტომ გაიყვანა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე და ერთი ღამით მაინც შეძლო მთელი ერის გაერთიანება.რომელმაც იმაზე მეტი საქმე გააკეთა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ვიდრე ერთად აღებულმა, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და იმ ხალხმა, რომლებიც დღეს ხვიჩას ლანძღავენ.აკა მორჩილაძის წერილის შემდეგ მივხვდი, რომ ამ ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, როცა ამას ითხოვდნენ, არამედ მხოლოდ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები, თან ზუსტად იმ სიტყვებით, რითაც თვითონ საუბრობენ.ამას ფანატიზმი ჰქვია. როგორც უკვე ვთქვი, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ.ჯანსაღ პროტესტს ყოველთვის მივესალმები და ვუერთდები კიდეც, მაგრამ ეს რადიკალური, ფანატიკური, შეპყრობილი ბღავილი - თქვი, რასაც ჩვენ ვამბობთ, თორემ გადაგივლით და მიწასთან გაგასწორებთო - არის ამაზრზენი!რა თავისუფალი სიტყვა, რა განსხვავებული აზრის პატივისცემა, რა კულტურა, რა ერთობა და სიყვარული - ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთს ჭამენ, როგორ თუ შენ სხვა აზრზე დგახარო! ისინი, ვინც მთელი ცხოვრება ერთად მოდიოდნენ, ერთად უძლებდნენ უამრავ გასაჭირს, ტრაგედიას, ტკივილს... ერთმანეთს ლანძღავენ და მიწასთან ასწორებენ...როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებ იმის გამო, რომ შენი აზრის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, როცა აქციებს სპეცრაზმით არბევს...შენ რომელი მართლმსაჯულებით და უფლებით არბევ მორალურად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს? გინდა სოციალურ სივრცეში და გინდა რეალურ ცხოვრებაში?რით განსხვავდები, მათგან, ვისაც ებრძვი?იმით, რომ არ შეგიძლია სპეცრაზმი მიუქსიო მათ, ვინც არ გეთანხმება? ან უარესი - გეთანხმება, მაგრამ შენი სიტყვებით არ საუბრობს?!(ჰო, დარბევაა, როცა პიროვნულად ეხები და ლანძღავ ადამიანებს... საერთო ჯგუფებსა და ჩათებში ითხოვ მათ მიმართ ბულინგს... მათი გვერდების „დარეპორტებას“ და პიროვნულ დამცირებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩუმად არიან ან სიტყვა-სიტყვით თქვენს ლოზუნგებს არ იმეორებენ.)მით უმეტეს, ამ ძალით პატრიოტებს, რომლებსაც საკუთარი თავის გარდა ცხოვრებაში არაფერზე უდარდიათ, რომლებიც გამუდმებით იქ დგანან, სადაც ხალხის უმრავლესობა დგას (არა იმიტომ, რომ იქ სიმართლეა, უბრალოდ იმიტომ, რომ იქ უმრავლესობაა...), იმას აკეთებენ, რაც ტრენდულია და იმას იმეორებენ, რასაც სხვები ამბობენ, (და დარწმუნებული ვარ, დღეს, ამ განცხადების გამო, უმრავლესობა, ხვიჩას რომ აქებდეს, თავადაც შეაქებდნენ...) საერთოდ რაზე გაქვთ პრეტენზია? თუ გგონიათ, რომ თქვენს ყველა პოსტს, სთორის და კომენტარს არ ეტყობა, რომ ყალბია... რომ ზოგი შიშითაა დაწერილი, ზოგი სხვისი წამბაძველობით, ზოგი თავის გამოსაჩენად... რომ იქ ნამდვილი არაფერია?!ყველაფერს ითამაშებთ და ყველაფერს მოიტყუებით, მაგრამ სამშობლოს სიყვარულს ვერა!ჰოდა, ნუ აჰყვებით ამ ძალით პატრიოტ, ბრმა წინამძღოლებს, თითებს რომ ილესავენ კლავიატურაზე. პირადად ვიცნობ ბევრ მათგანს და ისიც ვიცი, რაცაა მათი პატრიოტიზმი... საკუთარი თავის გარდა, რომ არავინ ადარდებთ ქვეყნად და მხოლოდ პოპულარობაზე, პირად ანგარიშსწორებასა და კეთილდღეობაზე ფიქრობენ.ასეთი რადიკალიზმით, ზეწოლით, დამცირებით და ბულინგით, ბევრი ადამიანის თვალში, იმ ჯანსაღ ნაწილსაც ჩრდილს აყენებთ, რომელიც მთელი სულით და გულით საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვის.ანთხიეთ ეგ თქვენი სიძულვილი, ბოღმა და გესლი, საქართველოს მტრებს, მაგრამ ერთმანეთს - არა!ასე ვერაფერში გავიმარჯვებთ.დედა გვეტირება ასე. არ მაქვს იმის ილუზია, რომ ამ ნაწერიდან სწორ აზრს გამოიტანთ, მაგრამ სულ ერთია. რაც დავწერე, დავწერე“, - წერს თორნიკე ნაროზაული.

კალაძე

პოლიტიკა 1714809180

„ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა - კახა კალაძე

„ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა, - ამის შესახებ Facebook-ზე თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე წერს.მისივე თქმით, სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება - თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია.„აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას.დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის მოსმენისა და კამათის სურვილი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტი- მტრის ხატის შექმნა.გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს.ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად.ხვიჩას განცხადება მკაფიოა- ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა!ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!“ - წერს კახა კალაძე.

კვარაა

საზოგადოება 1714774829

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა! ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა, ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს!არ მინდა, ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის. ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება. გული მწყდება, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით. არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი, საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო,“ - წერს კვარაცხელია.

შარანგია კვარაცხელია

საზოგადოება 1714756913

„არ მგონია აუცილებელი, ყოველდღე რადიკალური სტატუსები წეროს...“ - რას წერს თათია შარანგია, ხვიჩა კვარაცხელიაზე

სოციალურ ქსელში, ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო აგორებულ კამპანიას, ტელეწამყვანი და პიანისტი, თათია შარანგია ეხმაურება:„ჩემი აზრით, არასწორია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აგორებული ბულინგი. 23 წლის ფეხბურთელის მიმართ, რომელმაც მრავალჯერ გვასახელა ქართველები და ასეც გააგრძელებს. მან დააფიქსირა თავისი პოზიცია და არ მგონია აუცილებელი, ყოველდღე რადიკალური სტატუსები წეროს. ის მეტად ევროპელია, ვიდრე ბევრი „კლავიატურის ლომი“, - ვკითხულობთ შარანგიას პოსტში.

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა 1714721951

სხვებს ეძახიან ტროლებს და ბოტებს ეს ვირთხები, თავად კი გაუგებარი ფეისბუქ გვერდებიდან აბულინგებენ საამაყო ბიჭებს - ნინო ფოჩხუა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მოწოდებებზე

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით წარმოებულ კამპანიას ეხმიანება, რომლითაც სხვადასხვა ფეისბუქ-გვერდი მას მოუწოდებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაუროს და პროტესტი გამოხატოს.ფოჩხუას თქმით, სხვას უწოდებენ ტროლებს და ბოტებს, თავად კი საამაყო სპორტსმენებს აბულინგებენ."სხვებს ეძახიან ტროლებს და ბოტებს ეს ვირთხები, თავად კი ასეთი გაუგებარი ფეისბუქ გვერდებიდან აბულინგებენ საამაყო ბიჭებს. ყველას მოგეკითხებათ და თან ძალიან მალე!" - წერს ფოჩხუა.

„ნაპოლის“ მწვრთნელი

სპორტი 1714381422

კვარაცხელიას ვუფრთხილდებით და ამიტომ შევცვალეთ - „ნაპოლის“ მწვრთნელი განაწყენებულ გულშემატკივრებს პასუხობს

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ „რომასთან“ იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურის შეხვედრა (2:2) შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის მიზეზებზე ისაუბრა.კვარაცხელია ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, საგოლე მომენტებიც შექმნა და ბოლოს პენალტიც მოიპოვა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში (86-ე წუთზე) კალცონამ ქართველი თავდამსხმელი შეცვალა.„ვიცოდით, რომ „რომა“ სტანდარტულ მდგომარეობებს კარგად იყენებს. ამაზე ვიმუშავეთ, მაგრამ ორჯერ დავუშვით შეცდომა და ორივე გოლი სტანდარტულების გათამაშების შემდეგ გავუშვით. სეზონის ბოლოა და ბიჭები გადაღლილები არიან, მაგრამ ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ კარგად ვავარჯიშო და ვათამაშო.„რომასთან“ დაცვაში ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ასევე მომეწონა, რომ შეტევის დროსაც ვაქტიურობდით. აურელიო დე ლაურენტისს ჩემგან რჩევის მიცემა არ სჭირდება, ვინ დანიშნოს მწვრთნელად, ის, 20 წელია, ფეხბურთშია და სამწვრთნელო სტაფსა და ფეხბურთელებს თავად ირჩევს.რატომ შევცვალე კვარაცხელია? იმიტომ, რომ მას ვუფრთხილდებით. ბოლო წუთებზე ეტყობოდა, რომ დაიღალა და საჭიროდ ჩავთვალეთ, შეგვეცვალა. ასეთ დროს ტრავმის თავიდან ასაცილებლად ეს აუცილებელი იყო“, – განაცხადა კალცონამ.

კვარაა

სპორტი 1713966480

კვარაცხელიას აგენტს ნეაპოლში ელიან - მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე გადადის

„ნაპოლისთან“ დაახლოებული ტელევიზია Calcionapoli24 ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში, ქართველი შემტევის აგენტი, მამუკა ჯუღელი ნეაპოლში ჩავა და კლუბის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპს გამართავს.Calcionapoli24-ის ინფორმაციით, მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, ხვიჩას ანაზღაურება 4 მილიონ ევრომდე გაეზრდება და ხელშეკრულება 2028 წლის მაისის ბოლომდე გახანგრძლივდება.ნეაპოლური გუნდისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტი ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება იქნება და კლუბი მზადაა, რომ გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, ქართველ ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის მაისის ბოლომდე აკავშირებს და ანაზღაურების სახით 1.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.წყარო: CrystalSport

xvicha kvaracxelia

სპორტი 1713648838

„ჩემი კერპი მარადონა იყო, „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაფორმებას ამიტომაც დავთანხმდით“ - ხვიჩა კვარაცხელიას მამა

„ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა „ინტერს“, „იუვენტუსს“, „სამპდორიასა“ და „რომას“ სურდათ, მაგრამ „ნაპოლიში“ მას თამაშის მეტი შანსი ექნებოდა და მასზე არჩევანი ამიტომ შეაჩერა“ – ამის შესახებ  წიგნში, „კვარადონა, ქართული სასწაული“, ფეხბურთელის მამა, ბადრი კვარაცხელია საუბრობს.„ხვიჩას ბევრი გუნდი აკვირდებოდა – „ინტერი“, „იუვენტუსი“, „სამპდორია“, „რომა“ და „ნაპოლი“, მაგრამ ნეპოლელთა თამაშის სტილიდან, ტაქტიკიდან და რეალობიდან გამომდინარე ჩანდა, რომ თამაშის შესაძლებლობა უფრო მეტად „ნაპოლიში“ ექნებოდა. ის რომ „იუვენტუსში“ წასულიყო, ანხელ დი მარიასთან მოუწევდა კონკურენცია და, შესაძლოა, ნაკლები სათამაშო დრო ჰქონოდა.ამიტომ თავიდანვე „ნაპოლიზე“ ვფიქრობდით. ამას გარდა ჩემი საფეხბურთო კერპი დიეგო მარადონა იყო და იდეა, რომ ჩემი შვილი მისი გუნდის მაისურით ითამაშებდა, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა და „ნაპოლის“ შეთავაზებას დავთანხმდით“, – ამბობს ბადრი კვარაცხელია.ამასობაში, იტალირი გამოცემა Corriere dello Sport-ი წერს, რომ მხარეებს ახალი კონტრაქტის თაობაზე ჯერ მოლაპარაკება არ დაუსრულებიათ. აქედან გამომდინარე, ნეაპოლში კვარაცხელიას მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.„ზაფხულში „ნაპოლის“ ბევრი ფეხბურთელი დატოვებს და შემადგენლობა განახლდება. თუმცა წამსვლელთა შორის კვარაცხელია, სავარაუდოდ, არ იქნება. კლუბის მენეჯმენტის სურვილია, რომ ხვიჩას ხელფასი გაუზარდოს და ახალი გუნდი მის გარშემო ჩამოაყალიბოს. კვარაცხელია ორი წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს და მისთვის პირობების გაუმჯობესება დამსახურებული იქნება“, – წერს იტალიური გამოცემა.

კვარა

საზოგადოება 1713470935

როგორია კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გასტროენტერიტის დიაგნოზის დასმის შემდეგ - „ნაპოლის“ განცხადება

„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა.„ნაპოლიმ პირველ მოედანზე ივარჯიშა. პარტენოპეი ემპოლისთან გასამართი მატჩისთვის ემზადება, რომელიც შაბათს არის ჩანიშნული. ფეხბურთელებმა პატარა მოედანზე მატჩი გამართეს და ვარჯიში ტაქტიკურ საკითხებზე მუშაობით დახურეს.ხვიჩა კვარაცხელიამ და ჟუან ჟეზუსმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს“, - წერია „ნაპოლის“ განცხადებაში.ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ვირუსული ინფექცია, კერძოდ,  გასტროენტერიტი დაუდგინდა, რის გამოც, ვარჯიში გამოტოვა. ვირუსული გასტროენტერიტი არის ნაწლავების ინფექცია, რომელსაც ახასიათებს წყლიანი ხასიათის ფაღარათი, მუცლის კრუნჩხვები, გულისრევა, პირღებინება და ხანდახან ტემპერატურის მომატება.ავტორი: ირაკლი გოგვაძე

კვარა

საზოგადოება 1713442080

რისი დიაგნოზი დაუსვეს ხვიჩა კვარაცხელიას

ხვიჩა კვარაცხელიამ  გუნდთან ერთად ოთხშაბათის ვარჯიში გამოტოვა.იტალიური მედია წერს, რომ ქართველ ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მას გასტროენტერიტის დიაგნოზი დაუსვეს.რა არის  გასტროენტერიტი: გასტროენტერიტი ხშირი მდგომარეობაა, როდესაც კუჭი და ნაწლავები ხდება ანთებითი. ეს ძირითადად გამოწვეულია ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციებით.მისი ყველაზე ხშირი სიმპტომია ღებინება.გამოტოვებს თუ არა კვარაცხელია 20 აპრილს, ემოპლისთან მატჩს, ჯერჯერობით, გაურკვეველია.

კვარაცხელია

სპორტი 1713425099

კვარაცხელიას გასტროენტერიტის დიაგნოზი დაუსვეს - როგორია ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობა

ხვიჩა კვარაცხელიამ  გუნდთან ერთად ოთხშაბათის ვარჯიში გამოტოვა. იტალიური მედია წერს, რომ ქართველ ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მას გასტროენტერიტის დიაგნოზი დაუსვეს.გამოტოვებს თუ არა კვარაცხელია 20 აპრილს, ემოპლისთან მატჩს, ჯერჯერობით, გაურკვეველია.