foto

საზოგადოება • 1791561125

სუსი: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

2026 წლის 3 სექტემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს."საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში.ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ ინსტრუმენტი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური საშუალება.მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

ნიკოლოზ სამხარაძე

პოლიტიკა • 1791531280

ნიკოლოზ სამხარაძე: დღეს, მსოფლიო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება, ეს მნიშვნელოვანია პროცესია, რადგან კავშირის აქტივობებში აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას

დღეს, მსოფლიო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება, რომლებიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება. სამი კანდიდატია წარმოდგენილი – ავსტრალიის პარლამენტის თავმჯდომარე, აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე და ჩილელი სენატორი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.მისი თქმით, არჩევნების პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო საპარლამენტო კავშირის აქტივობებში საქართველო საკმაოდ აქტიურად იღებს მონაწილეობას.„ჩვენ სამივე კანდიდატთან საკმაოდ ახლო, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. წინასწარ ვერ ვიტყვით, არჩევნები როგორ დასრულდება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, როგორ არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები, ჩვენ სამივე მათგანთან საკმაოდ ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.რაც შეეხება საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეას, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდით, როგორიც აფრიკის, ასევე აზიის და ევროპის წარმომადგენლებს.„კულუარებში ასევე შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა დელეგაციების წარმომადგენლებთან. როგორც იცით, ამ ასამბლეას ვიყენებთ ძირითადად იმ ქვეყნებთან ურთიერთობებისთვის, რომლებიც საქართველოსგან გეოგრაფიულად შორს არიან და ძირითადად ვიყენებთ არაღიარების პოლიტიკის წარმატებისთვის. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ საუბარი გქონდა აფრიკის პარლამენტის წარმომადგენლებთან და ვესაუბრეთ ოკუპაციაზე, არაღიარების მნიშვნელობაზე. ასევე შეხვედრა გქონდა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარესთან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს იყო პირველი შეხვედრა პარლამენტების დონეზე. იცით, რომ ნაურუმ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღო. მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც ორმხრივ ურთიერთობებზე ვისაუბრეთ, მათ შორის იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში გვაქვს. საკმაოდ მეგობრული ტონი და ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარისგან კონსტრუქციული ტონი იგრძნობოდა და შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება ორმხრივ ფორმატში, სადაც კიდევ უფრო მეტად წინ წავსწევთ საპარლამენტო ურთიერთობებს. ეს იყო ძირითადი მიზნები, რისთვისაც ჩვენი დელეგაცია მსოფლიო საპარლამენტო კავშირის 153-ე ასამბლეაზე ჩამოვიდა. იმედია, რომ ეს ჩვენი შეხვედრები მომავალში ნაყოფს გამოიღებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.მისი თქმით, ხშირად, ოპონენტებისგან ისმის ქილიკი, როდესაც საქართველოს დელეგაცია სხვადასხვა ქვეყანაში მსოფლიო საპარლამენტო კავშირის შეხვედრებს ესწრება.„დამცინავი, რაღაც ქედმაღლური ტონითაც, თუნდაც აფრიკული ქვეყნების მიმართ. ეს ყველაფერი შემდეგ ითარგმნება გაერო-ს რეზოლუციებში. ვნახეთ, რომ წელს, რეკორდულად მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციას გაერო-ში. ასევე, უკვე მეორედ, კონსენსუსით გავიდა ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუცია. რა თქმა უნდა, ამას შედეგი მოაქვს, რადგან დიპლომატიაში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ელაპარაკო, ესაუბრო და სიმართლე გააგებინო. მაშინ, როდესაც ჩვენ მოკლებული ვართ იმ სიამოვნებას, რომ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში საელჩო გქონდეს, რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები და ასამბლეები ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ესაუბრო წყნარი ოკეანის, ლათინური ამერიკის, აზიის, აფრიკის წარმომადგენლებს და შენი სიმართლე გააგებინო. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი ფორმატია. ჩვენი უვიცი ოპონენტებისთვის ვიტყვი, რომ დიპლომატია არის მნიშვნელოვანი და ნებისმიერ ქვეყანასთან ტოლსწორად უნდა ვისაუბროთ და დამცინავი ტონი მიუღებელია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა • 1791412320

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის არის ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარეობა, საქართველომ აღნიშნულ საკითხზე განაცხადი მდინარე წლის იანვარში გააკეთა

დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის არის ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარეობა, საქართველომ გააკეთა განაცხადი მიმდინარე წლის იანვარში, მომავალ წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.„საქართველოც არის ისეთივე სრულფასოვანი მონაწილე ქვეყანა, როგორც სხვები და მასაც აქვს უფლება ჰქონდეს სურვილი, რომ იყოს ეუთო-ს თავმჯდომარე. ჩვენ ასეთი სურვილი არასდროს გაგვიჟღერებია მას შემდეგ, რაც საქართველო არის ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა. პირველად ხდება, როდესაც საქართველოს გარშემო მსგავსი დისკუსია არის ორგანიზაციის ფარგლებში. ამჟამად ორგანიზაციას ხელმძღვანელობს შვეიცარია. სულ ცოტა ხანში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, როგორც მოქმედ თავმჯდომარეს და კიდევ ერთხელ განვიხილოთ საქართველოს მომავალი თავმჯდომარეობის საკითხი,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.მინისტრის განცხადებით, აღნიშნული არ არის მარტივი საკითხი, ვინაიდან გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან მუშაობა იმისათვის, რომ საქართველოს კანდიდატურა იყოს მხარდაჭერილი.საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეეხო კვიპროსის კანდიდატურის საკითხს და აღნიშნა, რომ საქართველომ კვიპროსის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, თუმცა გასულ წელს ეუთო-ს მინისტერიალზე კვიპროსის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.„ჩვენ კვიპროსის კანდიდატურას, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერდით თავის დროზე, როდესაც კვიპროსმა წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა. სამწუხაროდ, გასულ წელს მინისტერიალზე, როდესაც გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული კვიპროსთან დაკავშირებით, რომ ის ყოფილიყო 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა, ვერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუშალა თურქეთის პოზიციამ. თურქეთის პოზიცია არ შეცვლილა ამ დრომდე. ჩვენ შეგნებულად საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით აქტიური კამპანია არ გვიწარმოებია ამ დრომდე. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მხოლოდ სექტემბერში გავაკეთეთ რეალურად ჩვენი კანდიდატურის ოფიციალურად პრეზენტაცია, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ დარწმუნებულები ვყოფილიყავით, რომ კვიპროსი აღარ არის ის კანდიდატი, რომლის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევის რაიმე შანსიც არსებობდეს. ევროკავშირს, რა თქმა უნდა, შეუძლია დაუჭიროს მხარი კვიპროსს, თუმცა კვიპროსთან დაკავშირებით ყველამ კარგად ვიცით, რომ კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. შესაბამისად, მეორე კანდიდატურა, რომელიც არის მაგიდაზე, ეს არის საქართველო და ყველას მოუწევს პოზიციის დაფიქსირება საქართველოსთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს კანდიდატურას უკვე ღიად დაუჭირა მხარი სლოვაკეთმა, ხოლო არაერთი სხვა ქვეყნის პოზიცია საქართველოსთვის დახურულ კარს მიღმა ცნობილია.„სლოვაკეთს ხმამაღლა აქვს გაცხადებული, რომ ის დაუჭერს საქართველოს კანდიდატურას მხარს 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე. ეს, რაც ხმამაღლა ითქვა და გაჟღერდა, დახურულ კარს მიღმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიცია არის ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას. რა თქმა უნდა, შეუძლიათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეთანხმდნენ, რომ ერთი პოზიციით იპოზიციონირონ, მაგრამ ეუთო-ში ფიქსირდება კონკრეტული წევრი ქვეყნის, მონაწილე ქვეყნის პოზიცია. შესაბამისად, ყველა მონაწილე ქვეყანას მოუწევს, რომ ჰქონდეთ ეროვნული, საკუთარი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, იქ შეიძლება მოხდეს გარკვეული კოორდინაცია ქვეყნებს შორის, თუმცა ამის საჭიროებაც არ არის, ერთ ქვეყანასაც შეუძლია დაბლოკოს გადაწყვეტილება. ასე რომ, შეუძლია ერთმა ქვეყანამ გააკეთოს ეს საქმე, თუკი ასეთი სურვილი იქნება. თუმცა არ არის ეს მარტივი. ამისთვის სერიოზული საფუძველიც უნდა არსებობდეს,“ – განაცხადა მან.საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო ეუთო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურის მხარდასაჭერად პარტნიორებთან მუშაობას აგრძელებს და იმედოვნებს, რომ ორგანიზაციის ფარგლებში კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი გახდება.„მე, რა თქმა უნდა, მაქვს იმედი, სწორედ ამიტომაც გავაკეთეთ განაცხადი თავმჯდომარეობაზე და არც ისე შორს არის ეუთოს მინისტერიალი. ის დეკემბერში გაიმართება და მანამდე წესით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. საქართველო აგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან. საქართველო გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენ ვეცადოთ კონსენსუსის მიღწევა, რაც ისედაც არ არის მარტივი ეუთო-ს ფარგლებში. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება. დღეს საქართველო არის ერთადერთი ის კანდიდატი, რომლის შესახებაც არ ვიცით, არსებობს თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება. ვიცით, რომ კვიპროსთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული,“ – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.კითხვაზე, არის თუ არა რომელიმე ქვეყანა, რომელიც საქართველოს კანდიდატურას ბლოკავს, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული ქვეყნის დასახელება არ შეუძლია.„ასეთი მსჯელობა ჯერჯერობით არ შემდგარა ეუთო-ს ფარგლებში. ეს ჩვენ წინ გვაქვს. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. მე დღეს, ამ ეტაპზე არ შემიძლია არც ერთი ქვეყნის კონკრეტულად დასახელება. არის ქვეყნები თავისი პოზიციებით, მაგრამ ერთია პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და მეორეა ევროპაში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის თავმჯდომარეობა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.მისივე თქმით, საქართველოს თავმჯდომარეობა ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ვინაიდან რეგიონის არც ერთი ქვეყანა აქამდე ეუთო-ს თავმჯდომარე არ ყოფილა.„ერთი რამ არის კიდევ მნიშვნელოვანი: არცერთი ქვეყანა ჩვენი რეგიონიდან. მხოლოდ ერთხელ, 2011 წელს იყო ყაზახეთი, ცენტრალური აზიიდან. ორგანიზაცია ფართო რეგიონს ფარავს. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის რეგიონი. ის არის ფართო რეგიონის დამფარავი ორგანიზაცია. მნიშვნელოვანი განვითარებები ხდება. საქართველო ერთგვარად შუაგულშია ამ ორგანიზაციის, ტერიტორიულად თუ შევხედავთ და ბევრი მიმართულებით შეიძლება იყოს საქართველო საინტერესო იმისათვის, რომ იყოს ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე, თავის გამოწვევებით და თავის შესაძლებლობებით, რაც შეუძლია საქართველომ რომ გააკეთოს და წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის არსებობაში,“ – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 ტედროს ადანომ გებრეისუსი

მსოფლიო • 1791403474

ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადება რუსეთში, „შავი ჭირის“ შემთხვევასთან დაკავშირებით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ ჯანმო ყურადღებით აკვირდება რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ცნობებს.მისივე თქმით, რისკების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ინფორმაციის დროული, სრული და გამჭვირვალე გაზიარება.გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია კონტაქტს ინარჩუნებს რუსეთის ჯანდაცვის ორგანოებთან და მზად არის მათ ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს.„მედიაში გავრცელებული პირველი ინფორმაციის შემდეგ, ჯანმო აქტიურად აკვირდება რუსეთის ფედერაციაში, ირკუტსკის ოლქში შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას. პირი გარდაიცვალა 2026 წლის 2 ოქტომბერს, მძიმე პნევმონიით ჰოსპიტალიზაციის შემდეგ. მედიაში თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, შემთხვევითი ლაბორატორიული კონტაქტის შედეგად პნევმონიური შავი ჭირი იყო. ჯანმო-ს მიერ ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად დადასტურების მოთხოვნის საპასუხოდ, რუსეთის ჯანდაცვის ორგანოებმა განაცხადეს, რომ ირკუტსკის ოლქში ბოლო დროს შავი ჭირის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მათ აცნობეს ჯანმო-ს, რომ ჩატარდა ეპიდემიოლოგიური გამოძიება, განხორციელდა პრევენციული და კონტროლის ზომები და იდენტიფიცირებული იქნა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი და ტესტირებული კონტაქტები. მათ განაცხადეს, რომ კონტაქტებს შორის არ გამოვლენილა მაღალი საფრთხის პათოგენები და ყველა იდენტიფიცირებული კონტაქტის სამედიცინო დაკვირვება დასრულდა. ჯანმო კონტაქტს ინარჩუნებს რუსეთის ჯანდაცვის ორგანოებთან და მათ ტექნიკური მხარდაჭერა შესთავაზა. ჯანმო-მ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მძიმე პნევმონიის მიზეზის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების მიღების მიზეზის პათოგენის და გაურკვეველი მიზეზით მეორე თანამშრომლის პნევმონიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების შესაბამისად, ინფორმაციის დროული, სრული და გამჭვირვალე გაზიარება აუცილებელია წინააღმდეგობრივი ანგარიშების გასარკვევად და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოტენციური რისკების ზუსტი შეფასების უზრუნველსაყოფად“, – წერს ის.ცნობისთვის, 2 ოქტომბერს ირკუტსკის ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში მომუშავე ლაბორანტი დარია შიპილოვა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ლაბორატორიაში მუშაობისას შავი ჭირის პათოგენის შემცველი საცდელი მილი დაუზიანდა. ამ ვერსიას რუსეთის ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა • 1791402540

მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადზე: დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას

სლოვაკეთს ხმამაღლა აქვს გაცხადებული, რომ ის მხარს დაუჭერს საქართველოს კანდიდატურას 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადზე საუბრისას.მინისტრის თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ შეთანხმდნენ და ერთი პოზიციით იპოზიციონირონ, მაგრამ ეუთოში ფიქსირდება კონკრეტული მონაწილე ქვეყნის პოზიცია, შესაბამისად, ყველა მონაწილე ქვეყანას მოუწევს, რომ ევროვნული, საკუთარი პოზიცია ჰქონდეს."სერიოზული საფუძველი უნდა არსებობდეს, როდესაც ბლოკავ ქვეყანას. ვნახოთ რა მოხდება, მე მაქვს იმედი და სწორედ ამიტომაც გავაკეთეთ თავმჯდომარეობაზე განაცხადი. წინ გავქვს განხილვა, ის დეკემბერში გაიმართება და მანამდე გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. საქართველო აგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან, რათა ვეცადოთ კონსენსუსის მიღწევას, რაც ისედაც არ არის მარტივი ეუთოს ფარგლებში, თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება, საქართველო არის ერთადერთი კანდიდატი, რომლის შესახებაც არ ვიცით არსებობს თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შავი ჭირი

საზოგადოება • 1791397120

ემუქრება თუ არა მსოფლიოს შავი ჭირის ეპიდემია - შესაძლო ეპიდემიური საფრთხის გამო, ვაშინგტონი საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

შავი ჭირის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალების გარემოებების შესახებ რუსული მხარისგან ინფორმაცია გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიიღო. ტედროს გებრეიესუსის უწყებამ ირკუტსკის ოლქში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთთან კომუნიკაცია დაიწყო და, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონისთვის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენის მზადყოფნაც გამოთქვა.კრემლისგან დამატებით მონაცემებს ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია. უკვე ცნობილია, რომ საკითხზე სასაუბროდ დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს დაუკავშირდება. შესაძლო ეპიდემიური საფრთხის გამო, ვაშინგტონი საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ტრამპის ადმინისტრაციასთან საკითხზე კომუნიკაციის დაწყებას ადასტურებს კრემლი. ინფორმაციას უშუალოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან იღებს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო. უწყებები პროცესს აქტიურად აკვირდებიან. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან მონაცემები საქართველოსგან ძალიან შორს მდებარე ტერიტორიებს ეხება. ამასთან, სახელმწიფო სრულ მზადყოფნაშია, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ იმოქმედოს და მოსახლეობა მსგავსი რისკებისგან დაიცვას.მედიის ცნობით, ირკუტსკის შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტმა, დარია შიპილოვამ, მუშაობისას, პათოგენის შემცველი სინჯარა შემთხვევით გატეხა. ინციდენტის შედეგად, მას მძიმე პნევმონია განუვითარდა და გარდაიცვალა. ვერსიას რუსეთის ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ.

სუსი სპეცოპერაციის კადრებს აქვეყნებს

სამართალი • 1791354881

სუსი სპეცოპერაციის კადრებს აქვეყნებს - ვინ დააკავა უწყებამ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბირთვული მასალისადმი, კერძოდ, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს.უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის ხელთ არსებული ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გეგმავდა. 

მარკო რუბიო

მსოფლიო • 1791285994

მარკო რუბიო: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას.რუბიოს განცხადებით, ამ ეტაპზე, უკრაინასთან მიმართებით, ყურადღება ძირითადად მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას ეთმობა.„ამ კითხვაზე მარტივი „დიახ“ ან „არა“ პასუხი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. მოგეხსენებათ, ამისთვის საჭიროა კონსენსუსი და ყველა წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობა. ამ ეტაპზე, უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენი ყურადღება ძირითადად ამ კონფლიქტის დასრულებაზეა გამახვილებული - თუკი ეს შესაძლებელია. სამწუხაროა ამდენად მაღალი ადამიანური მსხვერპლი, თუმცა ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ: თუკი შეგვიძლია რაიმე წვლილი შევიტანოთ ომის დასრულებაში, გვსურს, ეს კონსტრუქციულად გავაკეთოთ," - განაცხადა მარკო რუბიომ. 

რიკარდ იოზვიაკი

მსოფლიო • 1790788776

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე, საქართველოს შესახებ მოკლე დებატებს გამართავენ - შეხვედრაზე მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღება არ იგეგმება და არ არსებობს კონსენსუსი რაიმე სახის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე, საქართველოს შესახებ მოკლე დებატებს გამართავენ.როგორც „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი იტყობინება, შეხვედრაზე მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღება არ იგეგმება და არ არსებობს კონსენსუსი რაიმე სახის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.მისივე ინფორმაციით, მომავალში, სავარაუდოდ, კიდევ 12 თვით გაგრძელდება საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ვადა, რაც მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება.  🇪🇺 foreign ministers will have a short debate on 🇬🇪 when they meet in Luxembourg on 12 oct. no big decisions, no consensus on any sanctions. Going forward there is likely to be an extension of visa lib suspension on 🇬🇪 diplo passports by another 12 months early next year — Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) September 30, 2026

გიორგი ჩაკვეტაძე

პოლიტიკა • 1790611920

გიორგი ჩაკვეტაძე: ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულმა მიმდინარე სირთულეებმა არ უნდა გააუქმოს დიალოგის სივრცე, პირიქით - ეს პოლიტიკური გარემოებები საპარლამენტო დიალოგს კიდევ უფრო აუცილებელს ხდის, აზრთა სხვადასხვაობის მოგვარება შესაძლებელია

ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ტირანაში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სიტყვით გამოვიდა.ჩაკვეტაძემ ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის აუცილებლობაზე და ამ პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების როლზე გაამახვილა ყურადღება.მისივე თქმით, საკითხი უკვე ეხება იმას, თუ როგორ შეუძლია გაფართოებას ევროპის გაძლიერება, ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში კი, პარლამენტებს გადამწყვეტი როლი ენიჭებათ.“ძვირფასო კოლეგებო, პარლამენტები აღარ წარმოადგენენ მხოლოდ კანონშემოქმედებით ინსტიტუტებს. ისინი არიან მოსახლეობასთან დამაკავშირებელი ხიდები, სადაც ევროპული ინტეგრაცია ხვდება დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას, ეროვნულ პრიორიტეტებსა და ჩვენი საზოგადოებების საჭიროებებს.პარლამენტების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა დიალოგის, კონსენსუსის მიღწევისა და ურთიერთგაგების სივრცის შექმნა.ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც პოლიტიკური შეხედულებები განსხვავდება. ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულმა მიმდინარე სირთულეებმა არ უნდა გააუქმოს დიალოგის სივრცე ჩვენს პარლამენტებს შორის. პირიქით, ეს პოლიტიკური გარემოებები საპარლამენტო დიალოგს კიდევ უფრო აუცილებელს ხდის. აზრთა სხვადასხვაობის მოგვარება შესაძლებელია, ხოლო ინტერპრეტაციების განსხვავება - განხილვას ექვემდებარება.ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობა არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის. შესაბამისად, ნდობის აღდგენა და დიალოგის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია.საქართველო აგრძელებს ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 80%-ზე მეტი უკვე შესრულებულია და ჩვენი ქვეყანა აგრძელებს წვლილის შეტანას გაფართოების ანგარიშგების პროცესში. ჩვენ განვაცხადეთ, რომ 2028 წლისთვის ვალდებულებების 90%-ს შევასრულებთ.ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია რჩება სტრატეგიულ და კონსტიტუციურ მიზნად. შესაბამისად, ჩვენი ერთგულება არ მოიცავს მხოლოდ ინსტიტუციურ დაახლოებას; ის ასევე გულისხმობს წვლილის შეტანას საერთო მიზანში - რეგიონთაშორისი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადობის უზრუნველყოფაში, შავი ზღვის ფართო რეგიონში დაკავშირებადობის განვითარებასთან ერთად.პარლამენტებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ იმას, რომ გაფართოება აღქმული იყოს არა უბრალოდ რეფორმების ტექნიკურ ჩამონათვალად, არამედ საერთო პოლიტიკურ პროექტად, რომელიც გააზრებული და მხარდაჭერილია მოქალაქეების მიერ.მათ ასევე შეუძლიათ უზრუნველყონ, რომ ეროვნული პერსპექტივები ისმოდეს უფრო ფართო ევროპულ დებატებში, იმ დროს, როდესაც ცენტრალურ ადგილს ინარჩუნებს სტრატეგიული მიზანი - უფრო ძლიერი და ერთიანი ევროპა.ქალბატონებო და ბატონებო, საკითხი უკვე აღარ დგას მხოლოდ იმაზე, უნდა გაფართოვდეს თუ არა ევროკავშირი, არამედ იმაზე, თუ როგორ შეუძლია გაფართოებას ევროპის გაძლიერება. ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში პარლამენტებს გადამწყვეტი როლი ენიჭებათ,” - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

სუსი

სამართალი • 1790318605

„თავზე ხელები! დაწექი დაბლა!“ - ვინ არიან სუსის მიერ დაკავებულები (სპეცოპერაციის დეტალები)

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.სუს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები გაერთიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ორგანიზაციის ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და მის მიმართ გამოხატეს უპირობო მორჩილება.„დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ერთგულების ფიცის – „ბაიათის“ ხელნაწერი ტექსტი, ბეჭედი ისლამური წარწერით, სხვადასხვა სახის ვაზნები, ხელყუმბარა, კაფსულ/დეტონატორი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავრცელებს. 

სპეცოპერაცია გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში

სამართალი • 1790318401

VIDEO: სპეცოპერაცია გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში - რა ინფორმაციას ავრცელებს სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები გაერთიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ორგანიზაციის ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და მის მიმართ გამოხატეს უპირობო მორჩილება.დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ერთგულების ფიცის - ,,ბაიათის” ხელნაწერი ტექსტი, ბეჭედი ისლამური წარწერით, სხვადასხვა სახის ვაზნები, ხელყუმბარა, კაფსულ/დეტონატორი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

✕