გლოვა

საზოგადოება 1751614983

ცნობილი მეან-გინეკოლოგი გარდაიცვალა

სამტრედიაში ცნობილი ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მაია ცანავა გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. „თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ… გასკდა გული… ჩვენი მაიკო გარდაიცვალა…“,,საუკეთესო უძლიერესი მეან-გინეკოლოგი გამოაკლდა თანამშრომლებს და აღარ ჰყავთ კარგი მეზობელი",-წერენ სოცქსელში. 

გლოვა

საზოგადოება 1750969303

ცნობილი ექიმი გარდაიცვალა

სამტრედიაში ცნობილი ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მაია ცანავა გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ:„თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ... გასკდა გული... ჩვენი მაიკო გარდაიცვალა...“, - წერენ გარდაცვლილის ახლობლები.ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

მედიჰელფი

საზოგადოება 1750937585

„დავკარგეთ გამორჩეულად კეთილი ადამიანი ...“ - კლინიკა „მედიჰელფი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

სამტრედიაში ცნობილი ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მაია ცანავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ:კლინიკა „მედიჰელფი“ ექიმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილს აქვეყნებს:„25 ივნისი ჩვენი გუნდისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა. დავკარგეთ ერთგული მეგობარი, ჩვენი ოჯახის წევრი, პროფესიონალი ექიმი ჩვენი მაიკო… გამორჩეულად კეთილი ადამიანი … ვუსამძიმრებთ ოჯახს, ნათესავებს, კოლეგებს და ჩვენს კოლექტივის ყველა წევრს.  მაიკო, მუდამ ჩვენს გულებში იქნები… სიტყვებით წარმოუდგენელია ტკივილის გადმოცემა“,-წერია კლინიკის ოფიციალურ გვერდზე.

გოგა მანია

საზოგადოება 1750076547

„ცხოველი გადამიხტა წინ...“ - გოგა მანია ავარიაში მოჰყვა

ეზოთერიკოსი გოგა მანია, ავარიაში მოჰყვა. როგორც გოგა „პრაიმტაიმთან“ ამბობს, მას სამტრედიის გზაზე, ცხოველმა გადაუჭრა გზა.„სამტრედიაში, რკინის და ბეტონის კონსტუქციას შეევეჯახე. ცხოველი გადმომიხტა წინ. მადლობა სამყაროს არაფერი დამიზიანდა, მხოლოდ წნევა მაქვს“,- ამბობს გოგა მანია. მან „პრაიმტაიმთან“ 2 კვირის წინ ინტერვიუში თქვა, რომ მას განსაცდელი ელოდა. „უახლოეს მომავალში მელოდება…“ - რა იწინასწარმეტყველა საკუთარ თავზე გოგა მანიამ 

ბჯ

საზოგადოება 1749201664

“გლოვის ზარია... ” - სამტრედიაში, 4 წლის ლილეს ემშვიდობებიან

 სამტრედიაში, 4 წლის ლილე დგვეფაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ უმძიმეს ფაქტზე ადგილობრივები ემოციურად წერენ."ანგელოზი გოგო""ეს საოცარი გოგონა, ვერ ვიჯერებ.„გლოვის ზარია სამტრედიაში, დიდი მწუხარებაა ქალაქისთვის და ქვეყნისთვის. ჩვენი პატარა თანაქალაქელი, 4 წლის ლილე დგვეფაძე მოულოდნელად გარდაიცვალა... სიტყვები უძლურია ამ მწუხარების გამოსახატავად და აღსაწერად, კიდევ უფრო რთულია ოჯახის განცდის გაგება... თანავუგრძნობთ ოჯახს, ქალაქს ამ დიდ მწუხარებასა და ტკივილს,“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.

4 წლის ბავშვი

შემთხვევა 1749123641

სამტრედიაში, 4 წლის ბავშვი მოულოდნელად გარდაიცვალა

სამტრედიაში, 4 წლის ბავშვი მოულოდნელად გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ჯგუფ „სამტრედიელებში“ გავრცელდა.„გლოვის ზარია სამტრედიაში, დიდი მწუხარებაა ქალაქისთვის და ქვეყნისთვის. ჩვენი პატარა თანაქალაქელი, 4 წლის ლილე დგვეფაძე მოულოდნელად გარდაიცვალა... სიტყვები უძლურია ამ მწუხარების გამოსახატავად და აღსაწერად, კიდევ უფრო რთულია ოჯახის განცდის გაგება... თანავუგრძნობთ ოჯახს, ქალაქს ამ დიდ მწუხარებასა და ტკივილს,“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.

ზაზა კვანტალიანი

საზოგადოება 1748855503

„დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა...“ - ცნობილია, სამტრედიაში მოულოდნელად გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა

სამტრედიაში, მოულოდნელად გარდაცვლილი ზაზა კვანტალიანია.„გლოვობს ჩემი სამტრედია - გარდაიცვალა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ზაზა კვანტალიანი. საცოდაობა ტრიალებს სამტრედიაში...ძალიან დაგვწყვიტა გული მისმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ, დაიძინა და ვეღარ გააღვიძეს. მთელი უბანი ტირის, ისეთი კეთილი იყო. მშობელი აღვიძებდა, თურმე უკვე გარდაცვლილი იყო...“ - წერს შოთო სიხარულიძე.

პოლიცია

საზოგადოება 1748807558

„საშინელი ტრაგედია ტრიალებს... მშობლებს უნახავთ გარდაცვლილი“ - ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

სამტრედიაში ახალგაზრდა კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.„საშინელი ტრაგედია ტრიალებს... მშობლებს უნახავთ, საწოლში გარდაცვლილი. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბი გახდა“, - უთხრა „გურია ნიუსს“ წყარომ.

კობა კობალაძე

პოლიტიკა 1748270406

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობა.700-მდე წვევამდელმა, დღეს, სამხედრო ფიცი დადო. თბილისში, თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელებმა, ქვეყნის მასშტაბით, ფიცი დადეს კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილზე – ნოქალაქევში, გეგუთის სასახლესთან, სამთავისის ტაძართან, ვეჯინის ამაღლების მონასტერთან და ხევში, ელიას მთაზე.ამასთან, ღონისძიების მსვლელობისას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასა და საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაღუპულ მეომართა ხსოვნას. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც, თავის გამოსვლაში, ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის დამოუკიდებლოსათვის ბრძოლაში ვეტერანების მიერ გაწეული ღვაწლი და დამსახურება. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, თბილისის მერი, კახა კალაძე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე შიო (მუჯირი) წმინდა სინოდისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება. გამოფენები გაიმართება თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ამბროლაურში, ხონში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში. ინფორმაციისთვის, 1918 წლის 26 მაისს, გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის ) გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიეკავკასიის სეიმმა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3 %-მა, რომელთაგან 98,9 %-მა კითხვას დადებითად უპასუხა.ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1991 წლიდან, მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა იმავე წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად, მაინც 1918 წლის 26 მაისი აღინიშნება.      

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

პოლიტიკა 1748263677

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე რეკრუტების მიერ საზეიმო ფიცის დადებით აღინიშნა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ქვეყნის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.რეკრუტებმა ღვთისა და ერის წინაშე საზეიმოდ დადეს ფიცი და საქართველოს თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. თავისუფლების მოედნის პარალელურად, რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს ისტორიულ ადგილებში: ნოქალაქევში - ციხეგოჯთან, გეგუთში - საქართველოს დიდებულ მეფეთა სასახლეში, ვეჯინის ამაღლების კომპლექსში, სამთავისის კათედრალთან და დარიალის ხეობაში.საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა უმაღლეს მთავარსარდალს რეკრუტების ფიცის დადებასთან დაკავშირებით სამხედრო პატაკი ჩააბარა. რეკრუტებს ფიცის დადება მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. რეკრუტებმა ჯარისკაცის მრწამსიც წარმოთქვეს. თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებსა და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, ეს დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სიმბოლოა.„მხოლოდ მტკიცე და გაუტეხელ ერს შესწევს უნარი და ძალა საუკუნეებით გამოატაროს თავისუფლების იდეა, შეინარჩუნოს ეროვნული იდენტობა, ღირებულებები და ამავე დროს გახდეს თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვართა თანაზიარი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.მან განსაკუთრებით აღნიშნა ქართული ჯარის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსების და სამშობლოსადმი ერთგულების სიმბოლოა.„დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებისა და ჩვენი ლიდერების ძალისხმევის შედეგად, საქართველო თავისი ისტორიული ფესვებიდან აღმოცენებული მრავალსაუკუნოვანი უნიკალური კულტურითა და იდენტობით ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საერთო ევროპულ ოჯახში და ამ ოჯახში, იქნება სუვერენული და თანასწორუფლებიანი სახელმწიფო, როგორც კულტურული და ისტორიული, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით“,- აღნიშნა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი, მათ შორის: დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია, ასევე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების ქვედანაყოფები, ეროვნული გვარდიის, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის კოლოფები. ღონისძიებას აფორმებდა ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი.სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშა ეროვნული გვარდიის სარიტუალო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებმა აღმართეს.მოედანზე მოწყობილმა პირადმა შემადგენლობამ და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას.დამოუკიდებლობის დღეს ექვსივე ადგილზე ფიცი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 700-მდე წვევამდელმა დადო, რომელთაგან 50% სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ სადემონსტრაციო გადაფრენით დაასრულა.თავისუფლების მოედანზე, ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების თავმჯდომარეები, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებმა მოსახლეობისთვის, ტრადიციულად მოაწყო სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენები საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში: თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ხონში, ამბროლაურში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, აბაშაში, მარტვილსა და ჩხოროწყუში. მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებულ, როგორც ქართული, ისე უცხოური წარმოების ტექნიკასა და აღჭურვილობას. აგრეთვე, თავისუფლების მოედანზე სსსტც „დელტამ“ დამთვალიერებლებს, სამეთაურო-საშტაბო მანქანა, სადაზვერვო მანქანა და მოდიფიცირებული ვარიანტის „დიდგორი - მეომარი“ შესთავაზა.

თავდაცვა

საზოგადოება 1748179468

დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება გრძელდება. თავისუფლების მოედანზე დღეს გენერალური რეპეტიცია გაიმართა. რეპეტიციის მიმდინარეობას საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.სამხედროების საზეიმო ღონისძიებისთვის მზადებას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი ხელმძღვანელობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის ხელმძღვანელები, რომლებმაც რეჟისორთან ერთად საბოლოო დეტალები შეაჯამეს.თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელები ქვეყნის მასშტაბით ფიცს კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილას დადებენ.26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება. გამოფენები თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ხონში, ამბროლაურში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში,სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში გაიმართება.თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების და საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ.

დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს

პოლიტიკა 1747998924

დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება გრძელდება. თავისუფლების მოედანზე რეპეტიციის მიმდინარეობას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან ერთად დაესწრო. სამხედროების საზეიმო ღონისძიებისთვის მზადებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი ხელმძღვანელობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და სხვადასხვა სარდლობის ხელმძღვანელები.თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან.თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელები ქვეყნის მასშტაბით ფიცს კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილას დადებენ.26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება. გამოფენები თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ამბროლაურში, ხონში,ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში გაიმართება.ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.