საპატრიარქო

საზოგადოება 1779174960

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს დღეს საპატრიარქოში შეხვდებიან

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს დღეს საპატრიარქოში შეხვდებიან. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ საპატრიარქოში დაუდასტურეს.მშობლებთან შეხვედრა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ამინდი

საზოგადოება 1779099529

როდემდე გასტანს არამდგრადი ამინდები

როდემდე გასტანს არამდგრადი ამინდები -  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.„მაისის თვის ტემპერატურა, წინა წლებთან შედარებით ნორმაზე, 1 გრადუსით დაბალია. დასავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, +16, +19 გრადუსი იქნება.  დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში, +15, +17 გრადუსი.ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია ტემპერატურის მომატება +29, +32 გრადუსამდე. მთიან რაიონებში, 27 გრადუსამდე.კვირის ბოლოსკენ, პარასკევი, შაბათი და კვირა იქნება უნალექო ამინდი, ტემპერატურა + 29 გრადუსამდე მოიმატებს.შავი ზღვის სანაპიროზე კი +27 გრადუსი. ნალექს რაც შეეხება, მთლიანად საქართველოში ნორმის ფარგლებში იქნება.აღმოსავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, ქართლში, +16 +17 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში +16 +17 გრადუსი. მთიან რაიონებში +13, +14 გრადუსი და მაღალმთაში +9, +11 გრადუსი. რაც ნორმის ფარგლებშია და 1 გრადუსით დაბალია.“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე. 

გოგა მანია

საზოგადოება 1778948937

„კორონავირუსის ახალი ვერსიაა“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე გოგა მანია, „პრაიმტაიმს“ ახალ წინასწარმეტყველებაზე ექსკლუზიურად ესაუბრება.„პირველ რიგში ვიტყვი, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ამიტომ ის ყოველთვის იქნება დაცული, რადგან ენერგეტიკულად არის მაღალ ველზე. თუმცა არის რაღაცები, რასაც ვერ გავექცევით და უნდა გავუფრთხილდეთ.იქნება პატარ-პატარა ნგრევები, მსოფლიო მასშტაბით ომი, რუსეთ-უკრაინამ რა შეთანხმებასაც არ უნდა მიაღწიოს, ეს ომი მაინც გაგრძელდება.საქართველოს ბევრი რამ ნაკლებად შეეხება, თუმცა არის ახალი ვირუსი, რომელიც აუცილებლად გავრცელდება, ეს კორონავირუსის ახალი ვერსიაა, საკმაოდ ძლიერი და მძიმე.სამწუხაროა, მაგრამ ქართველ მსახიობს დავკარგავთ, რომელიც ხალხს ძალიან უყვარს, ის სერიალ ცხელ ძაღლში თამაშობდა. საქართველოში ჩამოვარდება მფრინავი აპარატი“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია. 

policiis lenti

შემთხვევა 1778934116

ხულოს მუნიციპალიტეტში ხრამში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხულოს მუნიციპალიტეტში ხრამში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.

შენგელია

საზოგადოება 1778874991

ვინ არის და რას საქმიანობს მარიამ შენგელიას რჩეული

მომღერალ, მარიამ შენგელიას თავის დაბადების დღეზე რჩეულმა ხელი სთხოვა. მარიამის საქმრო მორაგბე გიორგი მჭედლიშვილია. გიორგი სპორტით ბავშვობიდან არის გატაცებული და მორაგბეთა ნაკრების წევრია.მარიამი „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ პირადზე ღიად საუბარი არ სურდა. 

metro

შემთხვევა 1778790858

„ახალგაზრდა გოგოა გარდაცვლილი...“ - რა ხდება ამ წუთებში მეტროსადგურ „სამგორში“

ამ წუთებში მეტროსადგურ სამგორთან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.როგორც „პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა აცნობა, მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. „ახალგაზრდა გოგოა გარდაცვლილი, მოულოდნელად გახდა ცუდად, სამწუხაროდ, სასწრაფომ ვეღარ შეძლო მისი გადარჩენა...“, - გვითხრა თვითმხილველმა.მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.

ავარია

შემთხვევა 1778759953

მძიმე ავარია ასპინძა-ახალციხის გზაზე - არის მსხვერპლი

ასპინძა-ახალციხის გზაზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა.ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შსს-ში დაუდასტურეს.გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.ფოტო: TOK2Region

ხააური

რეგიონი 1778759577

ხაშურში თხრილში ადამიანი ჩავარდა და დაიღუპა

ხაშურში თხრილში ადამიანი ჩავარდა და დაიღუპა. როგორც "პრაიმ ტაიმს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავარია

შემთხვევა 1778752063

გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია

გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.  ერთი  დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის კი კლინიკაშია გადაყვანილი.  როგორც გამოცემა „პრაიმტაიმს" ადგილობრივი უყვება, ავარიის შედეგად დაიღუპნენ ძმები -  ჯალილ და საჰილ მასიმოვები. „ავარია ჩემ სახლთან მოხდა. ჩემი მეზობლები იყვნენ. ყველა მათგანი კარგი, მოწესრიგებული ახალგაზრდა იყო. დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ და მაგიტომ მოხდა ასე.  ყველა თითქმის ტოლები - 18 წლისები.  ერთად ვარჯიშობდნენ. ერთი ბოქსს ასწავლიდა ჩემ შვილს.  გარდაცვლილიდან 2 ძმანი იყვნენ",- უყვება „პრაიმტაიმს" ადგილობრივი.  @primetime.ge გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია ♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ოჯახის წევრებიც.მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).  @primetime.ge უმძიმესი ავარია გარდაბანში - გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა ♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი

გარდაბანი

რეგიონი 1778746962

„18 წლისები იყვნენ... მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა..." - რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი

გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.  ერთი  დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის კი კლინიკაშია გადაყვანილი.  გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ოჯახის წევრებიც.მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).„ავარია ჩემ სახლთან მოხდა. ჩემი მეზობლები იყვნენ. ყველა მათგანი კარგი, მოწესრიგებული ახალგაზრდა იყო. დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ და მაგიტომ მოხდა ასე.  ყველა თითქმის ტოლები - 18 წლისები.  ერთად ვარჯიშობდნენ. ერთი ბოქსს ასწავლიდა ჩემ შვილს.  გარდაცვლილიდან 2 ძმანი იყვნენ",- უყვება „პრაიმტაიმს" ადგილობრივი.       

გარდაბანი

რეგიონი 1778744155

გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.  ერთი  დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის კი კლინიკაშია გადაყვანილი.  გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. კადრები ადგილიდან ↓ @primetime.ge უმძიმესი ავარია გარდაბანში - გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა ♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ოჯახის წევრებიც. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა). „პრაიმტაიმი" დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.  

ნი

სამართალი 1778743657

„ერთად მუშაობდნენ...“ - რა არის ცნობილი ავარიის შედეგად დაღუპულებზე

გარდაბანში ავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი.მათივე ცნობით, ისინი ერთ სამსახურში მუშაობდნენ და დილით ერთად მგზავრობდნენ.კადრები ადგილიდან ↓  @primetime.ge უმძიმესი ავარია გარდაბანში - გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა ♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი „პრაიმტაიმი" დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.