ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1754670830

ლევან ნიკოლეიშვილი: ნაცობაზე არანაკლები სირცხვილია, მათ პროპაგანდისტულ ტელევიზიებში მუშაობა, ნაც-პროპაგანდისტებმა დღევანდელი დღეც წააგეს, წააგეს არამარტო დღევანდელ ხელისუფლებასთან, არამედ სიმართლესთან და ფაქტებთან

“ნაცობაზე” არანაკლები სირცხვილია, მათ პროპაგანდისტულ ტელევიზიებში მუშაობა, ამის დასტური კი ის გახლავთ, რომ რაც არ უნდა არგუმენტი გითხრან, რაც არ უნდა ფაქტები მოგიყვანონ მაგალითად, დადგები გაშტერებული და თუთიყუშივით იმეორებ იმას, რაზედაც შენ არ გაქვს წარმოდგენა, მაგრამ დაგავალეს და ამას ასე აკეთებ, თან იცი ამ ყველაფრის გამო სოლიდური ანაზღაურება გელოდება, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, “ნაცმოძრაობის” პროპაგანდისტები არათუ დაშორებული არიან ნამდვილი მედიის დანიშნულებას, არამედ ჩაფლული არიან სიცრუისა და დეზინფორმაციის ტირაჟირებაში.“ნაცობაზე არანაკლები სირცხვილია, მათ პროპაგანდისტულ ტელევიზიებში მუშაობა, ამის დასტური კი ის გახლავთ, რომ რაც არ უნდა არგუმენტი გითხრან, რაც არ უნდა ფაქტები მოგიყვანონ მაგალითად, დადგები გაშტერებული და თუთიყუშივით იმეორებ იმას, რაზედაც შენ არ გაქვს წარმოდგენა, მაგრამ დაგავალეს და ამას ასე აკეთებ, თან იცი ამ ყველაფრის გამო სოლიდური ანაზღაურება გელოდება. მათი უბედურების არსი იმაში მდგომარეობს, რომ არათუ დაშორებული არიან ნამდვილი მედიის დანიშნულებას, რომლის მიზანი საზოგადოებისათვის მოვლენების გაშუქება-აღწერა და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაა, არამედ თავიდან ბოლომდე ჩაფლული არიან სიცრუისა და დეზინფორმაციის ტირაჟირებაში. მთელ დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებს უსვამდნენ ერთსა და იმავე შეკითხვებს, არგუმენტირებული პასუხების მიღებისას, კი ტუჩებ აბზუებული ისევ კითხულობდნენ არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი? რუსეთი ნამდვილად ოკუპანტია, მაგრამ მას ამაში ხელშემწყობი და დამხარეც ჰყავდა, რომელმაც ხელგაშლილმა შემოუშვა ისინი საქართველოში, რომელსაც ბრძოლის ველიდან გაექცა, მათთან საბრძველად ჯარისკაცები და დაუცველი სამოქალაქო პირები დატოვა, თავად კი რუსებს მძღოლებად და ოფიცანტებად ემსახურებოდა, მერე კი ომის დაწყებაც აღიარა, ისკანდერის ნაწილებიც გადამალა, ლარსის საბაჟო პუნქტზე კი რუსეთიდან შემოსულებს სააკაშვილი პირზე კოცნის გარეშე არ ატარებდა. განა არ იციან ეს რომ ასეა, მაგრამ დღეს, რომელიც ერთს მხრივ ჩვენი სამშობლოსათვის გმირულად შეწირული სამხედროების მაგალითია, არანაირად არ სურთ იმის გაგონება, რომ სწორედ ამ დღეს სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა უპრეცედენტო ღალატი, როდესაც რუსების ჯარი შემოდიოდა ურცხვად აცხადებდნენ, რომ რუსეთი საომარ მოქმედებებში არ ერეოდა, მოსახლეობის არათუ ევაკუაცია არ მოახდინეს მუხანათურად შეატოვეს მტერს ხელში.ნაცპროპაგანდისტებმა დღევანდელი დღეც წააგეს, წააგეს არამარტო დღევანდელ ხელისუფლებასთან, არამედ სიმართლესთან და ფაქტებთან. სამაგიეროდ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზას შეახტნენ სიხარულით, რომ თურმე მამუკა მდინარაძე რიჟვაძის მეგობარი არ ყოფილა, მაგრამ ის რომ მის ამბავს და ჯანმრთელობას რომ კითხულობს ეს არაფრად მიაჩნიათ. ეს რა არის, თურმე ზახაროვას სიტყვები სააკაშვილზე და ომზე მათთვის მიუღებელია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის იდენტური შეფასებები მისაღები. აი ეს არის მათი ნაცისტური პროპაგანდის სახეც და სიბრიყვეც, უბედურება კი ის გახლავთ თავიანთ აგენტურას და მხარდამჭერებს ეს ფლიდობა დღეს ლამის ახალი გამარჯვების ლოზუნგად სამარცხვინოდ ამეორებინეს. ამიტომაცაა აუცილებელი ყველაფერს დროულად მიეცეს სამართლებრივი შეფასება, ნაცების მიერ ჩადენილი ღალატი კი არ არის მხოლოდ დანაშაული, არამედ არანაკლები დანაშაულია მათი მხარდამჭერების დღევანდელი ქმედებაც, რაც პირდაპირ დადასტურებაა იმისა, რომ ისინიც იმავეს გააკეთებდნენ საშულება, რომ ჰქონოდათ, ახლა კი სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ უსამშობლოთა რიგებში ადგილის დასამკვიდრებლად.” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

agvistos omi

მიმოხილვა 1754555567

აგვისტოს ომის ქრონოლოგია და გზა სტრასბურგამდე – 17 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან

17 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან.17 წლის წინ საქართველოში სროლის ხმა ისმოდა… 14 წლის წინ სამაჩაბლოში ახალი ომის კერა ღვივდებოდა, ისტორიული მტერი ქართულ მიწაზე ქართველების დასაღვრელ სისხლს ითხოვდა…2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ყოველ ამ თვეს ემოციები იმდენად ძლიერდება, რომ არაერთხელ მოსმენილის კიდევ ერთხელ მოსმენის სურვილი ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაკარგულ ადამიანზე, გმირებზე ფიქრით მოვდივართ, აგვისტოს თვეში თითქოს სხვანაირად იწყება გულისცემა.სისხლის დუღილი და შეიძლება ითქვას, ერთიანად გვახრჩობს ცრემლი და ბრაზი ოკუპანტი ქვეყნის და მათი წარმომადგენლების მიმართ.ძნელია ემოციის კონტროლი, როცა იცი, რომ რამდენიმე წლის წინ ეს თვე ჯოჯოხეთად გიქცია რუსმა აგრესორმა და დღესაც ეპოტინება გმირების სისხლით მორწყული, ახალი სიცოცხლის სამოსახლო ტერიტორიებს...აგვისტოს ომის ქრონოლოგია2008 წელს, სიტუაციის ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვალში კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დასავლეთის სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა ამ ფაქტს მხარი დაუჭირა.მალევე, 6 მარტს რუსეთი გამოვიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) 1996 წლის შეთანხმებიდან, რომლის თანახმადაც, თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს ეკრძალებოდათ ეკონომიკური და სამხედრო კავშირები აფხაზ სეპარატისტებთან.21 მარტს, რუსეთის დუმამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მთავრობას მოუწოდებდა, რომ მხარი დაეჭირა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის, 3 აპრილს სეპარატისტებთან გაგზავნილ წერილში კი პუტინი მათ „პრაქტიკულ“ დახმარებას ჰპირდებოდა.ამის შემდგომ, 2-4 აპრილს, ბუქარესტში გამართულ NATO-ს სამიტზე საქართველომ და უკრაინამ მიიღეს დაპირება, რომ ისინი გახდენოდნენ NATO-ს წევრები, რამაც კიდევ უფრო მძაფრი რეაქციები გამოიწვია კრემლში და ოფიციალურ მოსკოვს არც დაუმალავს. 8 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა: „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არ დავუშვათ უკრაინისა და საქართველოს გაწევრება NATO-ში“.16 აპრილს კი პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უწყებებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო რეჟიმებთან პირდაპირი სამართლებრივი კავშირების დამყარება დაევალათ. აღნიშნული ბრძანებით ასევე მოხდა სეპარატისტული რეგიონების დოკუმენტებისა და უწყებების ოფიციალური აღიარება.ამ ბრძანების ხელმოწერიდან მეორე დღესვე დაიწყო დამატებითი სამხედროებისა და შეიარაღების შეყვანა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მიზანმიმართული სამხედრო პროვოკაციები.როგორიც იყო, მაგალითად, საქართველოს დრონის ჩამოგდება, რუსული სამხედრო თვითმფრინავების შემოჭრა ქართულ ავიასივრცეში, მასშტაბური სამხედრო სწავლების „კავკაზ-2008“ დაწყება, რომლის დროსაც რუს ჯარისკაცებში ვრცელდებოდა ფურცელი წარწერით: „მეომარო, იცოდე სავარაუდო მოწინააღმდეგე“, აფეთქებები, რომლის შედეგადაც დაიჭრნენ ქართველი პოლიციელები და ა.შ. ასევე, რუსეთმა აფხაზეთში გაგზავნა სარკინიგზო ჯარები, რომელთაც დაევალათ სოხუმი-ოჩამჩირის რკინიგზის აღდგენა, რითაც რუსეთმა სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვია.2008 წლის ივლისში დაიწყო შეტაკებები ქართველ და ოს შეიარაღებულ ძალებს შორის. ქართველი ჯარი მონაწილეობდა ამერიკელი სამხედროების ხელმძღვანელობით მიმდინარე სამხედრო წვრთნებში თბილისთან ახლოს, ხოლო რუსული ჯარი სამხედრო სწავლებას ატარებდა საქართველოს საზღვართან ახლოს. ტერიტორია გახდა ზედმეტად მილიტარიზირებული.8 ივლისს, სამხრეთ ოსეთთან ახლოს ოთხმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა დააარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე, ამავე დღეს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ეუთოს დელეგაცია და მომდევნო დღეს დაგეგმილი იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ვიზიტი. მოსკოვმა განაცხადა, რომ გადმოფრენის მიზეზი ქართული მხრიდან მოსალოდნელი შესაძლო თავდასხმის შეჩერება იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ეს აქტი „ღია აგრესიად“ შეაფასა.ძალადობის შემთხვევებმა იმატა აფხაზეთშიც. 9 ივლისს, ქვემო კოდორში, ქართველი და აფხაზი შეიარაღებული ძალების შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა ორივე მხარეს. დაძაბულობამ მოიმატა მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ აფხაზური მხარე ნაღმების სროლაში დაადანაშაულა, ქართველების კონტროლირებად ზემო კოდორის ხეობაში.1-ლი ივლისიდან აფხაზეთის ხელისუფლებამ ჩაკეტა ენგურის ხიდი, რაც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი ქართველებისთვის მთავარ დამაკავშირებელს წარმოადგენდა.1-ლი აგვისტოს ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე სატვირთო ავტომობილთან დისტანციურად მართვადი 2 ნაღმი აფეთქდა და მძიმედ დაიჭრა ხუთი ქართველი პოლიციელი. ამავე დღეს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს ქართული სოფლების მიმართულებით, რის შედეგადაც 6 სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელი დაიჭრა.2 აგვისტოს, საპასუხო ცეცხლი გახსნა საქართველომაც, თუმცა მალევე შეწყვიტა მიღებული ბრძანების შედეგად. 2 აგვისტოსვე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმმა დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რაც 6 აგვისტომდე გაგრძელდა.3 აგვისტოს, ოფიციალურმა მოსკოვმა დაიწყო ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომ საქართველომ ცხინვალის რეგიონში სამხედრო ჯარები შეიყვანა. ამის პარალელურად კი ღამით, როკის გვირაბით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა რუსეთის 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელთა დივიზიის სადაზვერვო ბატალიონი. 4 აგვისტოს, ღამით, რუსეთიდან საქართველოში შემოვიდა 10 ერთეული ჯავშანტექნიკა და გაუნაწილდა დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებულ დაჯგუფებებს.უკვე 5 აგვისტოს, განახლდა ქართული სოფლების დაბომბვა და რუსულმა მედიამ გადმოსცა ინფორმაცია, რომ ცხინვალში ჩავიდა 150-მდე დაქირავებული მებრძოლი ჩრდილოეთ კავკასიიდან.ამავე დღეს, როკის გვირაბი გადმოკვეთა რუსეთის არმიის თვითმავალი არტილერიის 40-მა ერთეულმა და ბოტლიხის 33-ე მოტომსროლელთა ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონმა. პარალელურად, რუსეთის ტერიტორიაზე როკის გვირაბთან მობილიზებული იყო 58-ე არმიის ნაწილები.6 აგვისტოს, გაგრძელდა ქართული სოფლების დაბმომბვა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა კი უარი განაცხადა 7 აგვისტოს დაგეგმილ შერეულ სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე.10 აგვისტოს, ქართული მხარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აკეთებს განცხადებას და იწყებს ჯარის გამოყვანას სამხრეთ ოსეთიდან. რუსული ჯარები აგრძელებენ შეტაკებებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და უფრო მეტიც, ცდებიან მის საზღვრებს და გორისკენ მიიწევენ. რუსები პოზიციებს იმაგრებენ საქართველო-აფხაზეთის საზღვართანაც და ასევე საზღვაო კორდონს აყენებენ ფოთის პორტში.12 აგვისტოს, მხარეებს შორის გაფორმებული 6-პუნქტიანი შეთანხმებით, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დღემდე არ ასრულებს და განაგრძობს საქართველოს მცოცავ ოკუპაციას. 6-პუნქტიანი შეთანხმება მოიცავდა შემდეგ პირობებს:1. ძალის გამოყენებაზე უარის თქმა2. საბრძოლო ქმედებებზე საბოლოო უარის თქმა3. ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა4. საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში5. რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს6. საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა თავის ჯარებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ქართულმა შენაერთებმა დატოვეს როგორც სამხრეთ ოსეთი, ისე კოდორის ხეობა, აფხაზეთის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც ისინი აკონტროლებდნენ. მოსკოვის ქმედებებს აკრიტიკებენ ამერიკისა და ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა გადაწყვეტილებას საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის შესახებ.2009 წლის სექტემბერში ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ომის ანგარიშში ვკითხულობთ „კონფლიქტის ყველა მხარემ -ქართულმა, რუსულმა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა – მოახდნა საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კანონების დაარღვევა“. ანგარიში ამბობს, რომ შეუძლებელი იყო ქართული მხარის განცხადებების დადასტურება იმის თაობაზე, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთში ჯარები შეიყვანა მანამ, სანამ იქ ქართული ჯარი გაიგზავნებოდა 7 აგვისტოს.სამხედრო მოქმედებების დასრულებიდან მალევე, 2008 წლის 25 აგვისტოს, რუსეთის დუმის უკლებლივ ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებდა, რომ ეღიარებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.26 აგვისტოს, მედვედევმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ამით რუსეთის ფედერაციამ განახორციელა გეგმა, რომლის ნიშნებიც ჯერ კიდევ 2008 წლის მარტში შეინიშნებოდა.ყოველივე ზემოთქმულის გარდა, იმას, რომ 2008 წლის ომი საქართველოს არ დაუწყია, ადასტურებს კიდევ არა ერთი ფაქტი: უპირველეს ყოვლისა, საყურადღებოა 2012 წელს ვლადიმირ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ საომარი გეგმა ჯერ კიდევ 2006 წელს გააჩნდა – მაშინ, როცა იგი საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებს აშენებდა და ქვეყანას ემბარგოს უწესებდა. პუტინმა თქვა: „გენერალური შტაბის მიერ გეგმა მომზადდა და სადღაც 2006 წლის ბოლოს თუ 2007 წლის დასაწყისში იგი ჩემ მიერ დამტკიცდა“. აქვე, საინეტერესოა ისიც, რომ როდესაც მას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, 2008 წლის მოვლენებში პირადი მონაწილეობის თაობაზე, მან განაცხადა, რომ იგი რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევსა და თავდაცვის მინისტრს ესაუბრა ორჯერ 7 და 8 აგვისტოს და „განიხილეს პრობლემა“, რაც თავად მედვედევის განცხადებას ეწინააღმდეგება, რომელმაც მანამდე თქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებების თაობაზე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო: „გულწრფელად გეტყვით, არავის არავისთვის არ დაურეკავს. მე მას [ვლადიმირ პუტინს] ერთი დღე-ღამის შემდეგ დავუკავშირდი. ყველა ბრძანება უკვე მქონდა გაცემული. იქ უკვე ყველაფერი იწვოდა.“ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჯერ კიდეც 2008 წლის აგვისტოს ომამდე არა ერთი ქვეყნის დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს გეგმავდა. მაგალითად, შვედეთის ერთ-ერთი სადაზვერვო უწყება – Sweden’s National Defence Radio Establishment (FRA) 2008 წლის აგვისტომდე პროგნოზირებდა, რომ რუსეთი საქართველოსთან ომს გეგმავდა.2021 წელს, 21 იანვარს, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე, ასევე პროცედურული თვალსაზრისით მე-2 მუხლის დარღვევაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მან ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.გადაწყვეტილებაში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ სახელმწიფოთაშორის დავაზე მიიღო, ნათქვამია, რომ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისა და ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენები რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის ქვეშაა.სასამართლოს გადაწყვეტილება მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, ასევე ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში და „ბუფერულ ზონაში“ სახლების დაწვასა და ძარცვასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია რუსეთის შეიარაღებული ძალები ფორმალურად კონფლიქტში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის მიზნით ჩაერივნენ, ბევრ შემთხვევაში რუსული ძალები განზე გადგნენ, როდესაც ოსური დანაყოფები სახლებს წვავდნენ.წინაისტორიაევროპის სასამართლომ საქართველოს მიერ წარდგენილი საჩივარი დასაშვებად 2011 წლის დეკემბერში ცნო და ის განსახილველად 17 მოსამართლისგან შემდგარ დიდ პალატას გადასცა.საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ჰქონდა წარდგენილი. ეს საქმე საქართველომ 2014 წელს მოიგო, როდესაც ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და რუსეთიდან კოლექტიური გაძევება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა იყო.მესამე სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ 2018 წელს შეიტანა და ის ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხება.ცნობისთვის, 2008 წელს, რუსეთის აგრესიის შედეგად, დაიღუპა საქართველოს 408 მოქალაქე. აქედან – 140 თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურე, 14 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა საერთო რაოდენობა შეადგენს 2,232-ს. მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაა 1,045.კონფლიქტის მსვლელობის დროს მოკლულია სამი და დაჭრილია 12 ჟურნალისტი. 8 აგვისტოს დაიღუპა ორი ქართველი ჟურნალისტი გია ჩიხლაძე და ალექსანდრე კლიმჩუკი. 12 აგვისტოს რუსეთის მიერ გორის დაბომბვის დროს გარდაიცვალა დანიელი ჟურნალისტი და ოპერატორი სტან სტორიმანსი.რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას. 2011 წლის აპრილიდან 2019 წლის აგვისტომდე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების არაკანონიერი ბორდერიზაციის 155 შემთხვევა დაფიქსირდა. უკანონო ბორდერიზაცია არც 2020 წელს შეწყვეტილა. შესაბამისად, საქართველო დღემდე რუსული აგრესიის ქვეშ იმყოფება, რაც ყველაზე უფრო მძიმედ აისახება საქართველოს იმ მოქალაქეების ყოფაზე, რომლებიც უშუალოდ საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ.

ჯკ

მსოფლიო 1754034600

ოკუპანტის თავდასხმის შემდეგ ჩამოშლილი 9-სართულიანი კორპუსის ნანგრევებში კიდევ 10 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორისაა ორი წლის ბავშვი

კიევში, ოკუპანტის თავდასხმის შემდეგ, სამძებრო სამუშაოები 24 საათზე მეტია გრძელდება. სვიატოშინსკის რაიონში ჩამოშლილი 9-სართულიანი კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა ღამით კიდევ 10 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორისაა ორი წლის ბავშვი.ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოკუპანტის გუშინდელ კომბინირებულ თავდასხმას კიევში 28 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორისაა სამი ბავშვი. დაშავებულია 150 ზე მეტი.კიევში გლოვის დღეა გამოცხადებული.

კოტე ჟღენტი

პოლიტიკა 1753193340

კოტე ჟღენტი: მე ვერ ვხედავ მაინცდამაინც დიდ გავლენას ამ „რუსეთი, რუსეთის“ ყვირილზე, იმიტომ რომ ხელისუფლების ნაბიჯებს და პოლიტიკას რუსეთის იარლიყის მიწებება ვერანაირად ვერ გადაწონის

საქმე იმაშია რამდენად დაუჯერებს საზოგადოება ამა თუ იმ წარმოებულ კამპანიას, - განაცხადა დიპლომატმა კოტე ჟღენტმა „დღის ქრონიკაში“. მან აშშ-ში ობამას ადმინისტრაციის მიერ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე ისაუბრა და პარალელი გაავლო რუსეთთან კავშირებზე აპელირებით პოლიტიკური მიზნების მიღწევის მცდელობებს აშშ-სა და საქართველოში.„საქართველოშიც ამაზე იყო ყველაფერი გათვლილი, რომ ჩვენი მტრის, ოკუპანტის ხსენება ხშირად მმართველ ძალასთან ერთად რაღაც გავლენას იქონიებდა საზოგადოებაზე, მაგრამ მე ვერ ვხედავ მაინცდამაინც დიდ გავლენას ამ „რუსეთი, რუსეთის“ ყვირილზე, იმიტომ რომ ხელისუფლების ნაბიჯებს და მის პოლიტიკას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რუსეთის იარლიყის მიწებება ვერანაირად ვერ გადაწონის და ჯერჯერობით ვერ წონის კიდევაც. იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება“, - აცხადებს ჟღენტი.

გალკი

მსოფლიო 1752467895

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადავიტანოთ

 უკრაინა ახალ იერიშებს ამზადებს, რომლის მიზანი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანაა. შესაბამისი განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ არმიის სარდალთან, სირსკისთან და გენშტაბის ხელმძღვანელთან, ანდრეი გნატოვთან შეხვედრის შემდეგ, Facebook-ზე გამოაქვეყნა. მისივე განცხადებით, რუსული არმია დასახულ მიზანს მნიშვნელოვნად ჩამორჩა.„ჩვენ ვხედავთ მტრის განზრახვას და შეტევის მცდელობას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მათი ყოველი მცდელობა ჩვენი დანაყოფების სიმტკიცისა და აქტიური თავდაცვის გამო წარუმატებლად სრულდება. რუსეთის არმია ამ ზაფხულში მნიშვნელოვნად ჩამორჩა თავის დასახულ მიზანს. ჩვენ გავაგრძელებთ ოკუპანტის განადგურებას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადავიტანოთ“, - დაწერა ზელენსკიმ.

პოლტავაში რუსეთის იერიშის 2 ადამიანი ემსხვერპლა

ომი უკრაინაში 1751540929

პოლტავაში რუსეთის იერიშის 2 ადამიანი ემსხვერპლა

რუსული იერიშის გამო, უკრაინის ქალაქ პოლტავაში 2 ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა. ოკუპანტის სამიზნე ქალაქში სამხედრო დაკომპლექტების ცენტრი, სოციალური მხარდაჭერის ორგანიზაციის შენობა და საცხოვრებელი სახლები იყო.ღამით რუსულმა დრონებმა ქალაქ ოდესას შეუტიეს. ერთ-ერთი დრონი 9 სართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. რის გამოც ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოდესის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 5 ადამიანი დაშავდა.

სოზარ სუბარი

პოლიტიკა 1751472288

სოზარ სუბარი გიორგი გახარიაზე: როცა 19 წლის ბიჭს არ უჩნდება სურვილი, სამშობლო დაიცვას, ძალიან კარგად მესმის, იმას მერე რატომ არ სტკივა ეს მილიონი კვადრატული მეტრი - თენგიზ შარმანაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი 1993 წლის 27 სექტემბერს გამოვიდნენ სოხუმიდან

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, დისტანციურად ერთვება, გახარიას იმ ბრალდებებს უპასუხეს, რომლითაც მან კომისიის წევრები ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. საგამოძიებო კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის თქმით, როდესაც აფხაზეთის ომის დროს, 19 წლის გახარიას სამშობლოს დაცვის სურვილი არ გაუჩნდა და სასწავლებლად მოსკოვში წავიდა, გასაკვირი აღარ არის, რომ მას ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვის გამო დაკარგული მილიონი კვადრატული ტერიტორიაც არ სტკივა.„როცა 19 წლის ბიჭი არ მიდის ომში და მიდის მოსკოვში, არ უჩნდება სურვილი რომ სამშობლო დაიცვას, ძალიან კარგად მესმის, იმას მერე რატომ არ სტკივა ეს მილიონი კვადრატული მეტრი. ეს არის თქვენი სახე რეალურად. ეს ორი ადამიანი, [თენგიზ შარმანაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი] კი, 1993 წლის 27 სექტემბერს გამოვიდა სოხუმიდან.“ - განაცხადა სოზარ სუბარმა. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა კომისიის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმაც, რომელმაც გახარია რუსებისთვის ტერიტორიის ჩაბარებაში დაადანაშაულა იმ ფონზე, როცა 1993 წლის მოვლენების დროს, თავად სოხუმი, მისი დაცემის დღეს, 27 სექტემბერს დატოვა. „მე 27 სექტემბერს სოხუმიდან გამოვედი და თქვენ, ოკუპანტებთან სასწავლებლად წახვედით და ახლა მელაპარაკებით რუსეთზე და რუსებზე. რა ჩავაბარე რუსეთს? რუსეთს შენ ჩააბარე მილიონი კვადრატული მეტრი, აგერ არის რუკა და შუბლის ძარღვიც კი არ გიტოკდება, როცა ამაზე ლაპარაკობ.“ - განუცხადა თენგიზ შარმანაშვილმა გიორგი გახარიას.

თენგიზ შარმანაშვილი

პოლიტიკა 1751470604

თენგიზ შარმანაშვილი გახარიას: გინდათ დაგვარწმუნოთ, რომ რუსები იმას თვლიდნენ თავის საოკუპაციო ტერიტორიად და თქვენ ისეთი სახის დაცვა მიიყვანეთ იქ, რომ ვერ გაბედეს ოკუპანტებმა, იმის შიშით, რომ კუდით ქვას ასროლინებდით, თქვენთვის ჩორჩანასთან აღეკვეთათ გზის გაყვანა

[ჩორჩანასთან] გზის გაყვანაზე თქვენ თქვით, რომ იქ რაღაც განსაკუთრებული მობილური ჯგუფი გყავდათ, რის გამოც ვერ ჩაერია ოკუპანტი იმაში, რომ თქვენთვის აღეკვეთა იმ ტერიტორიაზე აქტიური მოქმედებები. ამას ახლა უსმენს მთელი საქართველო და  იქაური მოსახლეობაც და თქვენ გინდათ დაგვარწმუნოთ, რომ რუსები იმას თვლიდნენ თავის საოკუპაციო ტერიტორიად და თქვენ ისეთი სახის დაცვა მიიყვანეთ იქ, რომ ვერ გაბედეს საზარელმა ოკუპანტებმა, იმის შიშით, რომ კუდით ქვას ასროლინებდით, იქ თქვენთვის აღეკვეთათ გზის გაყვანა. კითხვა კი არ დავსვი, ამას ამბობთ, ეს მოვისმინე,  -  ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, ჩორჩანასთან  საგუშაგოს განთავსების თემის განხილვისას განუცხადა.მისი თქმით, ტყით სარგებლობის გარდა, მოსახლეობა ინერტულ მასალებსაც მოიპოვებდა, რაც შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა ოკუპანტ ძალას, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღნიშნულ ტერიტორიას საკუთარ კონტროლირებად არეალად მიიჩნევდნენ.„ამ ტყეს რომ თავი დავანებოთ, ტყის გარდა, ჩვენს მოსახლეობას გამოჰქონდა ინერტული მასალები. ჯერ ერთი, დადასტურდა, რომ ამ ტყიდან იქ არავინ ყოფილა ცხინვალის ციხეში წაყვანილი. ვთქვათ, ერთი გლეხი შევიდა და ორი ტოტი მოჭრა, ჩუმად გამოიტანა და ოკუპანტებმა ეს ვერ შეამჩნიეს, მოსახლეობა ადასტურებს, რომ იქიდან გამოჰქონდათ ინერტული მასალები, რომლითაც მშენებლობებს აწარმოებდნენ, რა თქმა უნდა პატარა ურიკით ამას ვერ გამოიტანდნენ, ინერტული მასალის მოპოვებას სჭირდება შესაბამისი ტექნიკა, დატვირთვა შესაბამის მანქანებში, რომელიც შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. არც ეს აღუკვეთავთ და სად მიგაქვთ, იმათი გაგებით „ჩვენი“ ინერტული მასალაო, არავინ დაუკავებიათ. თქვენ როცა იცავდით, გასაგებია, "შეეშინდათ" თქვენი, მაგარი დაცვა გყავდათ და არ მოვიდნენ რუსები და რას აკეთებ ჩემს კონტროლირებად ტერიტორიაზეო, არ გითხრეს, მაგრამ, იქ ვისი ეშინოდათ, როცა ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაყენა მანქანა და ინერტული მასალის დატვირთვა დაიწყო, რატომ არ დააკავეს ეს ხალხი? ამაზე გაქვთ პასუხი გასაცემი, რატომ ხდება ამ ყველაფრის აღკვეთა - ტყით სარგებლობა, ინერტული მასალით სარგებლობა და ეს ყველაფერი, თქვენი ნამოქმედარის შემდეგ.“ - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.        

კოდორის მკვიდრი

პოლიტიკა 1751443599

კოდორის მკვიდრი: 2008 წელს ოკუპანტებს რიგითი ჯარისკაციდან დაწყებული, ყველას სია ჰქონდათ იარაღთან, ტყვია-წამალთან და ტექნიკასთან ერთად - აფხაზეთიდან ჩვენმა ახლობლებმა გაგვაფრთხილეს, ხეობაში შემოსვლა არავინ გაბედოს, ვისაც ფორმა ეცვაო

კოდორის ხეობის მკვიდრმა, თორნიკე გერლიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ 11 აგვისტოს დატოვა მოსახლეობამ ხეობა, ხოლო, ორ დღეში ეს ადგილი ოკუპანტებმა დაიკავეს, რომლებსაც დატოვებული დახვდათ სამხედროების პირადი მონაცემები. როგორც გერლიანი იხსენებს, აფხაზეთიდან ახლობლებმა გააფრთხილეს კოდორის მაცხოვრებლები იმის თაობაზე, რომ ოკუპანტებს სიები ჰქონდათ და შესაბამისად, ხეობაში არ უნდა შესულიყო ის ხალხი, ვისაც შეხება ჰქონდა სამხედრო დანაყოფთან, ფორმირებებთან ან პოლიციასთან.„2008-ში, 11 აგვისტოს რომ გამოვედით ჩვენ, 13-ში შევიდა უკვე ოკუპანტის ძალები. ის ორი დღე, არავინ შესულა, მანდ მერე ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო უპრობლემოდ შესვლა, რამდენიმე დაბრუნდა, დაახლოებით 16-17 აგვისტოს შედიოდა მოსახლეობა, მანქანებითაც შევიდნენ, არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ, მარგამ, აფხაზეთში ჩვენ ძალიან ბევრი ახლობელი გვყავს, ერთად გაზრდილები ვართ, ძალიან ბევრს ჰყავს დედა ქართველი, ბევრი ქართველი ცხოვრობს მანდ და დაირეკა იქიდან, გაგვაფრთხილეს, რომ თუ რომელიმე ხართ ნამყოფი რომელიმე სამხედრო დანაყოფში, პოლიციაში ან სამხედრო ფორმირებაში, კაციშვილმა შემოსვლა არ გაბედოთ - ყველას სიები დახვდათ აქ და ყველას სიები იციან. დაგიძახებენ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ აქ ნელ-ნელა დაიწყება დაკავებებიო. ეს გაფრთხილება მივიღეთ და ამის მერე, ვინც იყო ნამყოფი „მონადირეში“, თუნდაც მერე, 2006-07 წლებში ანდა 2008-ში არავინ შევიდა [კოდორის ხეობაში] და ფაქტობრივად გადარჩნენ ეს მებრძოლები იქაურ დაკავებებს,“ - აღნიშნა თორნიკე გერლიანმა.მისივე თქმით, ქართული მხარის მიერ, სამუშაო მაგიდების უჯრებში ხელუხლებლად იყო სიები დატოვებული და ინტერნეტშიც მოიძებნება მასალა, როგორ გამოაქვთ ჩხალთის პოლიციის შენობიდან ქართველი სამხედროების პირადი მონაცემები.„ყველაფერი დატოვეს, არანაირი განადგურება არ ყოფილა, როგორც იყო სამუშაო მაგიდებში, ისე დატოვეს სიები და რიგითი ჯარისკაციდან დაწყებული, ბოლომდე, ყველას სია ჰქონდათ. იარაღთან, ტყვია-წამალთან და ტექნიკასთან ერთად, იქ დარჩა ყველანაირი სია. ჩვენ ეს ვიცით იმათგან, ვინც ჩვენი ახლობლები არიან, გვითხრეს, რომ აქ შემოსვლა არავინ გაბედოს, ვისაც ფორმა ეცვაო. კადრებიც არის მაგათი, როგორ შედიან ოთახებში 2008-ში, ინტერნეტში, „იუთუბზე“ არის, როგორ გამოაქვთ სიები ჩხალთის პოლიციის შენობიდან და ერთი-ორი პოლიციელის მოწმობაც დაურთეს, ეტყობა დარჩათ. იარაღიც ხომ დარჩათ, იარაღი პირდაპირ ქუჩაში ეყარა. ძალიან ბევრი საწვავი იყო სოფელ აჟარაში. ადგილობრივებიც მუშაობდნენ იქ ტრაქტორებზე და იძახდნენ, რომ 30 ავზისთვის გაკეთდა თხრილები და ეს ავზები იყო თითო 30 ტონიანი თუ არ ვცდები - 30 ტონიანი 30 ავზი, მარტო აჟარაში დარჩა. თუ არ ვცდები, ასეთი სამი ლოკაცია იყო: გენწვიშში, აჟარაში და ტიშში, სადაც თავდაცვის ძალები იდგა.“ - განაცხადა თორნიკე გერლიანმა.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა 1751313196

„ბატონ გახარიას ასახსნელი აქვს ჩორჩანას საკითხი - რატომ დაიკარგა ერთი მილიონი კვადრატული მეტრი ტყე“ - ლევან მაჭავარიანი

ბატონ გახარიას ასახსნელი აქვს შემდეგი რაღაც, როდესაც ის ამბობს, რომ საგუშაგოს ჩადგმის მიზეზი იყო გატაცებები, ბატონი ალეკო ტაბატაძე იქვე უზუსტებს, რომ მე ვიცი, ჩართული ვიყავი და გატაცებას ადგილი არ ჰქონდაო. ზუსტად ერთ წუთში, ბატონი გახარია ამბობს, რომ მე სიტყვა გატაცება საერთოდ არ გამომიყენებიაო. აქ უკვე ჩანს ბატონი გახარია თუ როგორ ცდილობდა სიტუაციიდან გამოსვლას, - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.მაჭავარიანის თქმით, გახარიას სპეკულაციისთვის სივრცე აღარ დაუტოვეს და ყველანი დააკვირდებიან, როგორ გასცემს იგი კითხვებზე პასუხებს."გახარიას ხელმეორედ დაბარებას რაც შეეხება, პროკურატურაც დაინტერესებული რომ არის საქმით, ეს ცალკე საკითხია და ნუ შეიყვანენ ჩვენს მოქალაქეებს შეცდომაში. ბატონ გახარიას ასახსნელი აქვს შემდეგი რაღაც, როდესაც ის ამბობს, რომ საგუშაგოს ჩადგმის მიზეზი იყო გატაცებები, ბატონი ალეკო ტაბატაძე იქვე უზუსტებს, რომ მე ვიცი, ჩართული ვიყავი და გატაცებას ადგილი არ ჰქონდაო. ზუსტად ერთ წუთში, ბატონი გახარია ამბობს, რომ მე სიტყვა გატაცება საერთოდ არ გამომიყენებიაო. აქ უკვე ჩანს, ბატონი გახარია თუ როგორ ცდილობდა სიტუაციიდან გამოსვლას. ახლა რაც შეეხება ჩორჩანას საკითხს, კიდევ უფრო სიღრმეში შევიდეთ. ეს ბატონი ამბობს, რომ მე ამით ისეთი ნაბიჯი გადავდგი, რომელიც სუსთან და პრემიერთან არ იყო შეთანხმებული, ევროკავშირის მისიებთან არ იყო შეთანხმებული, მაგრამ ამით დავიცავით ჩვენი ტერიტორიებიო. ფაქტებით და მტკიცებულებებით არის დადასტურებული, რომ ერთი მილიონი კვადრატული მეტრი ტყე ამის შედეგად დაიკარგა. საპასუხოდ, ჩვენ მივიღეთ 5 საგუშაგო ოკუპანტისგან და სეპარატისტებისგან. შესაბამისად, ამ კითხვებზე პასუხი ვიღაცამ ხომ უნდა გასცეს. რა თქმა უნდა, დღის წესრიგში არის, რომ ბატონმა გახარიამ, ხელმეორედ, ამ ყველაფერზე პასუხები გასცეს. ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გახარია ფიზიკურად ესწრებოდეს. მაგრამ, ბატონმა გახარიამ თქვა, რომ არ ვარ საქართველოში და უნდა ჩავერთოო. აქაც სასპეკულაციო ველი რომ არ დარჩეს, მან აქაც მიიღო თანხმობა. ყველანი ერთად დავაკვირდებით, თუ როგორ გასცემს იგი ამ კითხვებზე პასუხებს, ვინაიდან ძალიან რთული ამ კითხვებზე პასუხების გაცემა იმგვარად, რომ თავი გამოიძვრინო", - განაცხადა მაჭავარიანმა.

სოზარ სუბარი

პოლიტიკა 1751280003

სოზარ სუბარი: გახარიამ თქვა, რომ კომისიაზე მოვიდოდა და შემდეგ გაიქცა, დღეს მილიონი კვმ ტყე ოკუპირებულია, დგას ხუთი ახალი საგუშაგო, მისი გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული სუს-თან, პრემიერთან, რაც დაუშვებელია. უპასუხოს კითხვებს

გახარია აქ იყო, ჩაიბარა წერილი და შემდეგ გაიქცა ქვეყნიდან. იქ არ უხსენებია, რომ არ აპირებდა კომისიაზე არმოსვლას, პირიქით - თქვა რომ მოვიდოდა და შემდეგ გაიქცა. რაც შეეხება ჩართვის შემთხვევაში ეცდება თუ არა გათიშოს მიკროფონი, გაიქცეს და ა.შ. მგონი, ამის შესაძლებლობა ბევრი არაფერი ექნება, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა.როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარიასთან, ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდზე აქვთ კითხვები, ვინაიდან, მისი გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც შეთანხმებული არავისთან ყოფილა, მილიონი კვადრატული მეტრი ტყეა ოკუპირებული, ხოლო, ოკუპანტი ძალის ხუთი ახალი საგუშაგო ისეთ ადგილას არის განთავსებული, რომ პრაქტიკულად, ორი სოფელი მოწყვეტილია ქართულ დასახლებას.სუბარი მიიჩნევს, რომ გახარიას უნდა მიეცეს ონლაინ ჩართვის და ამ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა.„კითხვაც ბევრი არაფერია: მან თქვა, რომ არც ერთი კვადრატული სანტიმეტრი ქართული მიწა არ დაკარგულა, დამატებითი ოკუპაცია არ მომხდარა მის მიერ აბსოლუტურად ინდივიდუალურად, ყველასთან შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილების გამო; ჩამოვიდა ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ იქ ჩამოდის მდინარე, რომელსაც რუსები და ოსები არასდროს გადმოდიოდნენ, დღეს იმ მდინარის აქეთ, მილიონი კვადრატული მეტრი ტყე არის ოკუპირებული, დგას ხუთი ახალი საგუშაგო ამ მდინარის აქეთ და მარტო ეს მილიონი კვადრატული მეტრი კი აღარ არის უკვე ოკუპირებული, ეს საგუშაგოები ისეთ ადგილას განლაგდა, რომ მინიმუმ ორი სოფელი, პრაქტიკულად მოწყვეტილია ქართული დასახლებებიდან და იქ ცხოვრებაც გახდა გაუსაძლისი. ეს არის კითხვა, რატომ გააკეთა, რატომ დაუშვა ასეთი რამე, თან აბსოლუტურად ყველასთან შეუთანხმებლად. იმ შემთხვევაშიც კი, ეს რომ სწორი გადაწყვეტილება ყოფილიყო, რაც მან გააკეთა, ეს არ იყო შეთანხმებული სუს-თან, პრემიერ-მინისტრთან, ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომლებსაც იქ აქვთ მისია. ეს ნიშნავს, რომ თვითშემოქმედებას ჰქონდა ადგილი, რაც დაუშვებელია მინისტრის მხრიდან. ამ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი, ძალინ მარტივია მგონი და წესით, დიდხანსაც არ უნდა გაგრძელდეს, შესაბამისად, მე მხარს ვუჭერ, რომ მიეცეს საშუალება, ჩაერთოს და უპასუხოს ამ ძალიან მარტივ კითხვას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

hk

პოლიტიკა 1750914738

უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოში სპეცტრიბუნალი შეიქმნება - შეთანხმებას ხელი ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერეს

უკრაინაში ომი გრძელდება. ხერსონის ოლქზე ოკუპანტის თავდასხმას მსხვერპლი მოყვა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები. რუსეთის ძალებმა შეტევა ბალისტიკური რაკეტით და დრონებით განახორციელეს.უკრაინა მზად არის, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინოს - განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს სამიტზე, დონალდ ტრამპთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი ამ საკითხზე შეკითხვას, ფაქტობრივად, არ უპასუხა.უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოში სპეც. ტრიბუნალი შეიქმნება - შეთანხმებას ხელი ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერეს. მედია წერს, რომ ტრიბუნალი საშუალებას იძლევა, გამოძიება ჩაატარონ სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, თუმცა, განაჩენების გამოტანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მათ მიერ თანამდებობების დაკარგვის შემდეგ.