ბუზალაძე

საზოგადოება 1715514530

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ნაწილი ნუცა ბუზალაძეს სოციალურ ქსელში აბულინგებს

სოციალურ ქსელ „ფეისბუკის” ჯგუფში, სახელწოდებით „საფრანგეთის ქართველები”, მომღერალ ნუცა ბუზალაძეს აბულინგებენ.ბუზალაძე, რომელმაც წელს საქართველო „ევროვიზიაზე” წარადგინა, საფრანგეთში მცხოვრები ქართველების ნაწილისგან კრიტიკული კომენტარების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც მან რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსი, „არა რუსულ კანონს” საკუთარ სოციალურ ქსელში არ გამოაქვეყნა.აღნიშნული ფეისბუქ-ჯგუფის ერთ-ერთი მოდერატორი მას „ქოცების ჯიბის მომღერალს” და „მონას” უწოდებს, კონკურსზე მისი მხარდასაჭერი პოსტები კი წაშალა.

ნუცა ბუზალაძე

საზოგადოება 1715504250

ნუცა ბუზალაძე: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანის სიყვარული მოვიპოვე და მთავარია საქართველოს ფინალში დაბრუნება

ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი მთავარი მიზანი იყო ამდენი წლის შემდეგ ევროვიზიის ფინალში გავსულიყავი და ეს გავაკეთე, - ამის შესახებ მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მომეცა საშუალება ჩვენი სიმღერა გაეცნო ამდენ ადამიანს, ყველას შეეყვარებინა. ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებდა და ჩვენი დროშა ამაყად ფრიალებდა ევროვიზიის ფინალში, ძალიან კარგი გამოსვლები გვქონდა და ამით მე ვარ ამაყი. ამაყი ვარ ასევე ჩემი გუნდით და ვფიქრობ რომ ჩვენი 100% გავაკეთეთ. ეს ყველამ ძალიან კარგად დაინახა და მთავარია ზუსტად ეს არის. მე არასდროს ვაქცევ ყურადღებას ნომრებს და მხოლოდ ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ძალიან მიყვარს და ეს ყველამ დაინახა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანის სიყვარული მოვიპოვე და ჩემთვის მთავარია საქართველოს ფინალში დაბრუნება“. - აღნიშნა ბუზალაძემ.საქართველოს წარმომადგენელმა ნუცა ბუზალაძემ ევროვიზიის 2024 წლის კონკურსის ფინალურ შოუში 21-ე ადგილი დაიკავა.

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1715500865

ძალიან დიდი გამარჯვებაა ის, რომ ჩვენმა დროშამ იფრიალა ფინალში - ნუცა ბუზალაძე

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე სიმღერით „Firefighter“ მე- ადგილზე გავიდა. საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა68-ე ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარია გახდა. შესაბამისად, მომდევნო წლის მასპინძელი შევიცარიაა.ევროვიზიის დასრულების შემდეგ ნუცა გულშემატკივრებს მიმართავს:„მე ვარ ძალიან ბედნიერი იმ შედეგით რაც საქართველომ დადო წელს ევროვიზიაზე. ის ფაქტიც, რომ ჩვენ მოვხვდით ფინალში და ჩვენმა დროშამ იფრიალა ფინალში, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ამ სიმღერას. ყველა აღნიშნავს, რომ საუკეთესო გამოსვლები ჰქონდა. ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მათ, ვინც გვერდში ედექით ჩვენს ქვეყანას და დარწმუნებული ვარ დიდი წარმატებები გვექნება ევროვიზიაზე მომავალში და ამისთვის მეც ყველაფერს გავაკეთებ და ჩემს წვლილს შევიტან. ფინალში გვქონდა ძალიან კარგი გამოსვლა. ყველაფერი კარგი არის წინ და ამ სიახლეებს ნელ-ნელა გაგიზიარებთ“,- ამბობს ნუცა ბუზალაძე. 

ნუცა

ტაბლოიდი 1715472783

VIDEO: ნუცა ბუზალაძის პირველი კომენტარი ევროვიზიის დასრულების შემდეგ

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე სიმღერით „Firefighter“ მე- ადგილზე გავიდა. საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა68-ე ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარია გახდა. შესაბამისად, მომდევნო წლის მასპინძელი შევიცარიაა.ევროვიზიის დასრულების შემდეგ ნუცა გულშემატკივრებს მიმართავს: 

ნუცა

საზოგადოება 1715467880

საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე სიმღერით „Firefighter“ მე- ადგილზე გავიდა. საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა68-ე ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარია გახდა. შესაბამისად, მომდევნო წლის მასპინძელი შევიცარიაა.საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიკავა, სიმღერით „My Story“. 

ნუცა

ტაბლოიდი 1715461614

VIDEO: ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავი გამოსვლა და დარბაზის ემოციები - კადრები „ევროვიზიიდან“

ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის სცენაზე 24-ე ნომრად წარდგა და მორიგი, ცეცხლოვანი შოუ შემოგვთავაზა. ნახეთ დარბაზის რეაქცია ↓ 

ნუცა ბუზალაძე

საზოგადოება 1715449126

როგორ შეძლებთ ევროვიზიის ფინალზე ხმის მიცემას

 დღეს, ევროვიზია 2024-ის ფინალში ნუცა ბუზალაძე მაყურებლის წინაშე 24-ე ნომრად წარდგება.საქართველოსთან ერთად დღეს კიდევ 25 ქვეყნის წარმომადგენელი იმღერებს: შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი,ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.https://www.esc.vote/ -ზე ხმის მიცემა 11 მაისის 23:00-მდე გრძელდება. საქართველოსთვის ხმის მიცემა მთელი მსოფლიოდანაა შესაძლებელი, გამონაკლისია ფინალისტი ქვეყნები. ფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას, ჩვეულებისამებრ, 11 მაისს კონკურსის მსვლელობისას შეძლებენ

ნუცა

საზოგადოება 1715438490

რას წერს ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალის წინ

 დღეს, ევროვიზია 2024-ის ფინალში ნუცა ბუზალაძე მაყურებლის წინაშე 24-ე ნომრად წარდგება.მომღერალი სოციალური ქსელით კიდევ ერთხელ შეახსენებს გულშემატკივრებს დღევანდელ თარიღს და წერს, რომ დღეს დიდი ფინალის დღეა, რასაც საქართველო ამდენი წელი ელოდა:დღეს, ევროვიზია 2024-ის ფინალში ნუცა ბუზალაძე მაყურებლის წინაშე 24-ე ნომრად წარდგება„მოგესალმებით დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, დიდი ფინალის დღე! რასაც საქართველო ამდენი წელი ელოდადღეს საღამოს გამოვალთ 24-ე ნომრადხმის მიცემა იწყება პირველივე ქვეყნის გამოსვლისთანავე, ანუ საკმაოდ დიდი დრო გვაქვს, ჩემი ნომერი იქნება 24!!!Let’s gooooo  “- წერს ნუცა ბუზალაძე.

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1715404680

ნუცა ბუზალაძე დღეს ევროვიზიის ფინალში იმღერებს

საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2024-ზე ნუცა ბუზალაძე დღეს ევროვიზიის ფინალში იმღერებს, სადაც, კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ის 24-ე ნომრად წარდგება.ევროვიზია 2024-ის ფინალი 11 მაისს 23:00 საათზე შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება. ნუცა ბუზალაძე თავის საკონკურსო სიმღერას, Firefighter-ს შეასრულებს.საერთო ჯამში, ფინალში 26 ქვეყანა წარდგება: საქართველო, შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი,ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.ევროვიზიის ფინალის ხმის მიცემაში მონაწილეობს როგორც ჟიური, ასევე მაყურებელი. ჟიურის ქულებს კონკურსის მონაწილე 37-ივე ქვეყანა გამოაცხადებს. ამავე ქვეყნებიდან შესაძლებელია საქართველოსთვის ხმის მიცემა.

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1715372670

ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

საქართველოს „ევროვიზიის“ ფინალში გასვლის შემდეგ, მომღერალი ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის.„მინდა, ყველას უღრმესი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, განსაკუთრებით, ჩვენს ემიგრანტებს, რომლებსაც ჩემი კარიერის განმავლობაში არც ერთხელ მივუტოვებივარ და ასე მოხდა გუშინაც! მე თქვენ მაძლიერებთ! თუ გუშინ ერთ ადამიანს მაინც მივანიჭე სიხარული ჩვენი წარმატებით, ეს უკვე ჩემთვის დიდი გამარჯვებაა. წინ ფინალია და მთელი ჩემი ენერგიით, მონდომებით და შემართებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სცენაზე საქართველოს კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამოსვლა ნახოთ“, - წერს მომღერალი.

ნუცა

ტაბლოიდი 1715355624

„ვერ ავხსნი სიტყვებით, ახლა რას ვგრძნობ!… მიყვარხართ, ჩემო მეხანძრეებო“ – ნუცა ბუზალაძე შთამბეჭდავი გამოსვლის კადრებს აქვეყნებს

საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია. საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ უხდის მხარდაჭერისთვის მადლობას და გუშინდელი გამოსვლის კადრებს გვიზიარებს.„ვერ ავხსნი სიტყვებით, ახლა რას ვგრძნობ!მიყვარხართ მთელი გულით და მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს უპირობო სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის!!!მიყვარხართ, ჩემო მეხანძრეებო“, – წერს ნუცა ბუზალაძე.         Посмотреть эту публикацию в Instagram                       Публикация от NUTSA (@nutsabuza)

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1715345520

VIDEO: ნუცა ბუზალაძის ემოციები, როცა საქართველო „ევროვიზიაზე“ ფინალისტებს შორის დაასახელეს

ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი გუშინ გაიმართა, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე მე-11 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა Firefighter შეასრულა.წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობდა.უკვე რვა ქვეყანა იყო დასახელებული, როცა საქართველოში ფინალში მოხვედრის მოლოდინში იყო. მეცხრე ქვეყნად სწორედ საქართველო დაასახელა ერთ-ერთ ფინალისტად წამყვანმა, რა დროსაც ნუცა ბუზალაძემ ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა.