nino

ტაბლოიდი 1712857127

„პლასტიკური ოპერაცია, ჯერჯერობით, არ გამიკეთებია…“ - ნინო ჩხეიძე

მომღერალი და ტელეწამყვანი, ნინო ჩხეიძე ჟურნალ „სარკესთან“ თავის მოვლის შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ პლასტიკური ქირურგიისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს:„რაც უნდა გაიკეთო სახეზე, თუ შინაგანად არ ასხივებ, ყველაფერი დაკარგულია. პლასტიკური ოპერაცია ჯერჯერობით არ გამიკეთებია. დღეს იმდენი კოსმეტიკური პროცედურა და პროდუქტი არსებობს, რომ შეგიძლია, ოპერაციის გარეშეც კარგად გამოიყურებოდე…“,-ამბობს ნინო. ასევე ნახეთ:“ყველაზე ნალექიანი დღეები და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი“ - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი„ვეძებთ ამ გოგოს, მისი ფოტო დამარხული იყო ქუთაისში სასაფლაოზე...“ - რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი

გიორგი წერეთელი

ტაბლოიდი 1710224134

VIDEO: „მშვენიერი შესრულებაა და უფრო მეტად სასიამოვნო დედების მოფერება“ - გიორგი წერეთლის ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„გული მღერის“ მთლიანად დედის დღეს მიეძღვნა. სტუდიაში ლაშა რამიშვილმა და ნინო ჩხეიძემ ცნობილ მომღერლებს დედებთან ერთად უმასპინძლეს.ერთ-ერთი სტუმარი მომღერალი გიორგი წერეთელი იყო, რომელმაც დედას ულამაზესი ვარდების თაიგული მიართვა და ვარდებზე სიმღერა მიუძღვნა.„ლამაზი სიმღერის, ბრწყინვალედ შემსრულებელი, საყვარელი მომღერალი გიორგი წერეთელი…“„მშვენიერი შესრულებაა და უფრო მეტად სასიამოვნო დედების მოფერება. გაიხარეთ, შვილებო…“„საყვარელი და სამაგალითო დედა-შვილი!.. გაიხარეთ, მიყვარხართ…“ 

ფანდურა (გიორგი) ბექაური

კულტურა 1710177512

Exclusive: „ჩემი ნამდვილი გვარი ბექაური არ არის, დრო მოვიდა ვთქვა...“- როგორ მოხვდა ფანდურა ჭურჭლის მწმენდავიდან სცენაზე და მუსიკოსის აქამდე უცნობი დეტალები პირად ცხოვრებაზე

„მთავარია შენი თავის ფასი იცოდე, სადაც არ უნდა იყო, სცენაზე თუ მის მიღმა. ყოველთვის ვეუბნები ჩემ თავს, თავში არ უნდა აგივარდეს, სჯობს, სხვამ შეგაფასოს. ვცდილობ, ყველაფერში ზომიერება შევინარჩუნო. მთავარია, საქმეს გული დაუდო. მეფანდურეს ვერ ვუწოდებ იმ ადამიანს, თუ გულით არ უკრავს. ფანდური უნდა შეიგრძნო, თითოეული ნოტი და სიმი უნდა შეიგრძნო...“-  36 წლის ახალგაზრდა მუსიკოსი ფანდურა გიორგი ბექაური, პროფესიონალი მეფანდურეა. მისი საუბრიდან ირკვევა, რომ  საქართველოში ორი ფანდურაა, ორივე მუსიკოსი და ხშირად ერთმანეთში ერევათ. ექსკლუზიურ ინტერვიუში, ნიჭიერი მუსიკოსი ბავშვობის მძიმე წლებზე და მის შემოქმედებაზე საუბრობს და „პრაიმტაიმთან“პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამხელს:ჩემი ნამდვილი სახელია - გიორგი, მეტსახელად, ფანდურას მეძახიან, გვარად ბექაური ვარ. დავიბადე დუშეთში და ბავშვობის გარკვეული წლებიც, იქ გავატარე.ჩემი გამზრდელი, ძირითადად, სახალხო არტისტი ბ-ნი ილია ზაქაიძე იყო.  სწორედ, მისი ხელშეწყობით გადმოვედი თბილისში საცხოვრებლად და ანსამბლ „მართვეში“ ჩავირიცხე..მე და ცხონებული ალუდა ქეთელაური, ერთად დავდიოდით ილია ზაქაიძესთან. პირველად, „არტოს ბაღში“ ერთად ჩავატარეთ კონცერტი და დიდი მოწონება დავიმსახურეთ.ეს ბავშვები, ძალიან ნიჭიერები არიან, ხელიდან არ გაუშვაო, ილიას უთხრეს. სანამ ანსამბლ „მართვეში“ გადავიდოდი, „არტოს ბაღში“ დავდიოდი, სადაც ჩემი ხელმძღვანელები, ანსამბლ “თბილისის“ სოლისტი გოგიტა გოგიტიძე და ხვიჩა ღვთისიაშვილი იყო..დავამთავრე ათწლედი, რომლის ხელმძღვანელები იყვნენ ანზორ ერქომაიშვილი და დავით ქავთარაძე. ბ-ნი ანზორი, ვოკალის პედაგოგი იყო, დავითი კი, ინსტრუმენტალის - ფანდური, ჩანგი, ჭუნირი.„მართვეში“ გიორგი უშიკიშვილის დედა, ვოკალის (ფორტეპიანო) მასწავლებელი იყო, ვუკრავდი სალამურზე, დუდუკზე, ფანდურზე, მაგრამ ფანდურმა, რატომღაც უფრო დამაინტერესა და მეტად ავუღე ალღო.ამ პერიოდში დავიწყე ფანდურზე დაკვრის პროფესიონალურად შესწავლა და მეტსახელი ფანდურაც, სწორედ, აქედან შემარქვეს.ანსამბლ „მართვეში“ სწავლის დამთავრების შემდეგ, ჩემი მონდომებით, შევქმენი „ტრიო“ და ძველ ფილარმონიაში, ბ-ნ ზალიკო გამყრელიძესთან ერთად ვმოღვაწეობდი. ტრიოსთან ერთად, უამრავი გასტროლი გვქონდა,12 ქვეყანა მოვიარეთ.რამდენიმე წლის შემდეგ, ჩემი ტრიო დაიშალა და სხვადასხვა ბენდები შევქმენი, მაგრამ საბოლოოდ, სოლო კარიერა ვარჩიე. დუეტი რომ არ ჩავთვალო, ზუსტად, 20 სოლო და ფანდურზე კომპოზიციით - 23 სიმღერა მაქვს ჩაწერილი. არ ვნებდები, ყოველთვის ახალ მუსიკაზე ვმუშაობ!- მუსიკასაც წერთ?ჩემი რეპერტუარიდან 6 მუსიკის და რამდენიმე ტექსტის ავტორი ვარ. თავად ვუხდენ ჩემ მუსიკას ჩემ ლექსს. მთის კაცი ვარ, წარმოშობით გუდამაყრიდან და ძირითადად მთა, ბუნება და სიყვარულზე ვწერ.-  როგორი ხასიათი გაქვთ?მკაცრი, მაგრამ სცენაზე ლაღი ვარ, დავფრინავ. არავის ვაგრძნობინებ, განსაკუთრებით მსმენელს და მაყურებელს, ჩემ სიფიცხეს, სულ ვიღიმი და ვცდილობ მხიარული ვიყო.შეიძლება დიდი ხელოვანი არ ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, როგორი უნდა იყო შემოქმედი - ლაღი, მხიარული, შენი ტკივილი და მწუხარება, საზოგადოებას, არ უნდა აგრძნობინო.- ფიქრობ, რომ პროფესიონალი მუსიკოსი ხართ?რაც მთავარია, ჩემ თავში დარწმუნებული ვარ - ვარ პროფესიონალი მუსიკოსი და შემსრულებელი. დავაკონკრეტებ და გეტყვით, რომ მომღერალი არ ვარ, ინსტრუმენტალისტი ვარ.სიმღერით, მხოლოდ ჩემ გულის ჭიას ვახარებ და ამით ვცდილობ, ჩემ მსმენელს და მაყურებელს, ჩემი მუსიკა შევაყვარო. კმაყოფილი ვარ ჩემი შემოქმედებით, მაგრამ ვცდილობ, უფრო ბევრი ვიმუშაო და მეტი მუსიკა შევქმნა.-  რა არის ის, რის გაკეთებაც გინდოდათ და გარკვეული მიზეზის გამო, ვერ შეძელით...ახალი კლიპის გადაღება მინდა. პირველი კლიპი, 2014 წელს გადავიღე, გუდამაყარში. ერთი ღვთისნიერი კაცი გამოჩნდა, რომელმაც დამიფინანსა ტრანსპორტიდან დაწყებული, მონაწილეებით დამთავრებული.რამდენიმე ხნის წინ, გია ჯაჯანიძის გადაცემაში, კაჭრეთის ამბასადორში მქონდა კლიპის - „მთის მონატრება“პრემიერა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.მას შემდეგ, არაფერი გადამიღია და დიდი სურვილი მაქვს, სადმე მთაში, კარგ სიმღერაზე ჩავწერო. ახალ სიმღერაზე დავიწყე მუშაობა და თუ შევძელი, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, კლიპი გადავიღო.- ყველაზე მეტად, რომელი პოეტის ლექსებზე წერთ მუსიკას?უამრავი პოეტის ლექსი მაქვს ამღერებული - ნანა ცინცაძე, ტარიელ ხარხელაური, რომელიც ჩემი ბიძაა, ძალიან ბევრნი არიან განსაკუთრებით კი ის პოეტები, ვინც იცის ჩემი ჟანრი, ხმის ტემბრი, წერენ ისეთ ლექსებს, რომლებიც მთისაა, ისეთი შეგრძნება უნდა გქონდეს, თითქოს ექოს გამოსცემს ხმა - ჩემ ხმას და ფანდურს რომ შეეფერებოდეს.- ოჯახზე მოგვიყევით...მყავს მეუღლე - სალომე ბუნტური, ჩემსავით, ისიც მთის ქალია. სალომე ჩემთვის ყველაფერია - მეუღლე, მეგობარი. პერტე - პავლობის დღესასწაულზე გავიცანი და მას მერე ერთად ვართ.- ერთი ნახვით შეგიყვარდათ?მეგობართან სტუმრად ჩავედი მთაში, მისი ბიძაშვილის დაქალია. ფანდურა ჩამოვიდაო რომ გაუგია, უთქვამს, ეგ ვიღა არისო. თავიდან მხოლოდ მოწონება იყო, მერე უკეთ გავიცანი, ერთმანეთი შეგვიყვარდა და დავქორწინდით.- უკვე პოპულარული იყავით?ზუსტად იმ დროს გამოვიდა ჩემი ახალი კლიპი „არაგვისპირას აგავლევ“, სწორედ ამ სიმღერით გამიცნო ხალხმა. მინდა იცოდეთ, ამ ლექსის ავტორია - გელა ბექაური, ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მამა.- მიხარია, რომ ახალგაზრდა თაობა, ძალიან დიდ ინტერესს იჩენს ქართული ფოლკლორის მიმართ, როგორც ამბობთ, ასწავლით კიდეც ბავშვებს...რამდენიმე მოსწავლე მყავს, რომლებსაც სიმღერას და ფანდურზე დაკვრას ვასწავლი. ძალიან დიდი გეგმები მაქვს, ბავშვებთან დაკავშირებით. ახლობელი ადამიანების ხელშეწყობით, მინდა ბავშვთა ანსამბლი შევქმნა და ბავშვებთან ერთად, ჩემი სიმღერები მინდა მსოფლიოს გავაცნო.- როგორც გავარკვიე, საქართველოში ორი ფანდურა ხართ, ორივე მუსიკოსი...გეთანხმებით, ორი ფანდურა ვართ - მე და ზურა ბარბაქაძე. მართალია, ძალიან ბევრი უკრავს ფანდურზე და ცდილობენ მოგვბაძონ, მაგრამ ერთს ვიტყვი, ისე, როგორც მე და ზურა ბარბაქაძე ვუკრავთ ფანდურზე, საქართველოში ვერსად ვერ უკრავენ. ძალიან ნიჭიერი მუსიკოსია, ნინო ჩხეიძესთან ერთადაც აქვს ჩაწერილი რამდენიმე სიმღერა.- ერთად არ მღერით?სამწუხაროდ, ერთად არ ვმღერით, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ, ექსპრომტად ჩავწერეთ ფანდურებით დუეტი, კომპოზიცია შევქმენით - მშობლებზე მოგვიყევით...სამწუხაროდ, მშობლები არ მყავს. დედა ადრე გარდამეცვალა, 14 წლის ვიყავი, სიმსივნის დიაგნოზი რომ დაუდგინეს. იმ პერიოდში „მართვეს“ წევრი ვიყავი, ძალიან გვიჭირდა, დედასთვის წამალი რომ მეყიდა, რესტორან „წისქვილში“ ჭურჭლის მწმენდავად დავიწყე მუშაობა.რეპეტიციიდან სახლში გავრბოდი და მერე რესტორანში. მამაც მუშაობდა, მაგრამ არ გვყოფნიდა შემოსავალი, ჩემი ძმა  პატარა იყო და მე დამაწვა მთელი ტვირთი.- დიდხანს იმუშავეთ რესტორანში?ყველამ იცოდა რომ ანსამბლ „მართვეს“ წევრი ვიყავი და რამდენიმე ხანში, რესტორნის სცენაზე გადამიყვანეს. რესტორან „წისქვილში“, იმ დროს, გიორგი უშიკიშვილის ანსამბლი მღეროდა და რამდენიმე ხანში, მეც მათთან ერთად აღმოვჩნდი სცენაზე.ჩემი მასწავლებლები, გოგიტა გოგიტიძე და ხვიჩა ღვთისიაშვილიც ამ რესტორანში მღეროდნენ. ყველა წუხდა ჩემი ოჯაური მდგომარეობით, ბოლო წლებში, გადასახადსაც არ მახდევინებდნენ.სანამ „მართვეში“ გადავიდოდი, მოსამზადებელ ჯგუფში დავდიოდი, სადაც თვეში გარკვეული თანხა იყო გადასახდელი. დირექტორმა და გიორგი უშიკიშვილის დედამ, რომელიც იქ პედაგოგად მუშაობდა, ჩემი მდგომარეობა რომ გაიგეს, გადასახადისგან გამათავისუფლეს.მამა, 2018 -ში დამეღუპა. მშობლების გარეშე დავრჩი, მაგრამ დღემდე ვცდილობ, არ დავყარო ფარ-ხმალი.- სამწუხარო ისტორიაა, თქვენი წარსულიდან გამომდინარე, სულ სხვა რაკურსით დაგინახეთ...რაც უნდა მაგარი მუსიკოსი და პოპულარული ადამიანი იყო, თუ პიროვნება შემდგარი არ არის, მისი შემოქმედება, დიდად აღარ აინტერესებს საზოგადოებას.მთავარია, შენი თავის ფასი იცოდე, სადაც არ უნდა იყო, სცენაზე თუ მის მიღმა. ყოველთვის ვეუბნები ჩემ თავს, თავში არ უნდა აგივარდეს, სჯობს, სხვამ შეგაფასოს. ვცდილობ, ყველაფერში ზომიერება შევინარჩუნო.მთავარია, საქმეს გული დაუდო. მეფანდურეს ვერ ვუწოდებ იმ ადამიანს, თუ გულით არ უკრავს. ფანდური უნდა შეიგრძნო, თითოეული ნოტი და სიმი უნდა შეიგრძნო, რომ ისიამოვნო. „კუნძივით“ არ უნდა იდგე სცენაზე.- ყველაზე მეტად, რომელ მეფანდურეს გამოარჩევდით...რა თქმა უნდა, ჩემი პირველი მასწავლებელი ხვიჩა ღვთისიაშვილი, ადრე ანსამბლში - „შინ“ უკრავდა, ამ ეტაპზე, დათო კენჭიაშვილის ბენდის წევრია.რეპეტიციიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, საჭმელსაც არ ვჭამდი, ავიღებდი ფანდურს, წარმოვიდგენდი, როგორ უკრავდა ხვიჩა მასწავლებელი და ვცდილობდი, ზუსტად მიმებაძა. დღემდე ვმეცადინეობ და ვმუშაობ საკუთარ თავთან, სულ ვვარჯიშობ, ხელის მტევნებს და თითებს ვამუშავებ.მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უთქვამს ხვიჩა მასწავლებელს, ძალიან მაგარი ხარ, კარგად იცი შენი საქმეო, უფრო მეტად მინდა დავიხვეწო. მართალია, ჩემი თავით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, მეტი შემიძლია და კიდეც გავაკეთებ.- სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით...სამწუხაროდ, დიდი ხანია კონცერტი არ მქონია, მაგრამ 7 და 18 მარტს  მე და ზურა ბარბაქაძეს (ორი ფანდურა) რუსთავის ქალთა კოლონიაში გვაქვს დაგეგმილი.ადრეც, რამდენჯერმე ვიყავი ქალთა და 16 -ე მამაკაცთა კოლონიაში. ძალიან ისიამოვნეს ჩემი კონცერტით, მამაკაცთა კოლონიაში ისიც კი შემომთავაზეს, დარჩი ორი დღე და ერთი კარგი სიმღერა ჩავწეროთო. თითქმის ყველა პატიმარი დასაქმებულია, მოსავალიც კი მოჰყავთ. საპატიმროდან. ხელნაკეთი საჩუქრებით გამომიშვეს.რამდენიმე ხნის წინ, იტალიიდან დამიკავშირდა ერთ-ერთი ქალბატონი და მე და პოეტი ბ-ნი ტარიელ ხარხელაური მიგვიწვია. პირველ სექტემბერს, იტალიაში, უკვე დაგეგმილი გვაქვს კონცერტი.- ხშირად ახსენებთ ბ-ნ ტარიელს, როგორც ამბობთ, ახლო ნათესაური კავშირი გაქვთ...ჩემი ალალი ბიძაა, ტარიელის პაპა და პაპაჩემი, ალალი ძმათაშვილები იყვნენ. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, დრო მოვიდა, რომ ვთქვა - ჩემი ნამდვილი გვარი, ბექაური არ არის, ხარხელაურია.დედა მყავდა ბექაური და მის გვარზე ვარ. კონცერტზე, ბექაურს რომ აცხადებენ, რაღაცნაირად გული მტკივა, მაგრამ თან მიხარია, რომ დედაჩემის გვარს ვატარებ. ეს ამბავი არსად მითქვამს, პირველად თქვენ გაგიმხილეთ! - რა მიზეზით გადახვედით დედის გვარზე?დედ-მამა დიდი ხნის განმავლობაში, ისრაელში, ემიგრაციაში იყვნენ. მე და ჩემი ძმა, პატარები დაგვტოვეს. წლების მერე, მამა ისრაელში დაიჭირეს, დაადეპორტეს და წამოვიდა, დედაც, რამდენიმე ხანში დაბრუნდა საქართველოში.ერთ წლის მერე, მამამ, გადაწყვიტა საბერძნეთში წასულიყო, მაგრამ ამ პრობლემის გამო, ხარხელაურის გვარით, საზღვარს ვერ გადაკვეთდა, ამიტომ დედამ, თავის გვარზე გადმოიყვანა და ჩვენც ბუნებრივია, მის გვარზე გადავედით.საბერძნეთში რომ წავიდა, დედას დაწყებით სტადიაში ჰქონდა სიმსივნე. რამდენიმე ხანში დამძიმდა და მისი ავადმყოფობის გამო, მამა საქართველოში დაბრუნდა. 41 წლის ასაკში, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. დედას სიკვდილის შემდეგ, ბებია (დედის დედა) და მამა გვზრდიდნენ. - არ ჰქონდა სურვილი მამას, თავის გვარი დაებრუნებინა?დედას გარდაცვალების შემდეგ, ნერვიულობაზე, მამამ დალევა დაიწყო, აღარც აინტერესებდა და ახსოვდა არაფერი. ძალიან ბევრს სვამდა, ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო, თირკმელები და ფილტვები დაუზიანდა და 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. საფლავის ქვაზე, მამას ნამდვილი გვარი - ხარხელაური აწერია.ბავშვობაში ბევრი ტრაგედია გადავიტანე, დღემდე  მიკვირს, როგორ ვმღერი, ან როგორ ვუკრავ. მინდოდა, ეს ამბავი როდისმე გამემხილა. ალბათ, დადგა ეს დრო და გადავწყვიტე, თქვენთვის გამენდო, ჩემი ოჯახის საიდუმლო.ერთი პრობლემა მაქვს, ბექაურის გვარით მიცნობს ყველა და უცებ, ხარხელაური, ვფიქრობ, ბევრი ადამიანისთვის დამაბნეველი იქნება, მაგრამ გადავწყვიტე, მივხედო ამ საკითხს და ჩემი გვარი დავიბრუნო.სულ მეკითხება ტარიელ ბიძია, როდის გადმოხვალ ჩემ გვარზეო. ვიცი, რომ ძალიან გაუხარდება, ამ ამბავს რომ გაიგებს. 

კახაბერ შარტავა

ტაბლოიდი 1706390210

VIDEO: რას საქმიანობს „პრაიმ ჰაუსის“ დასრულების შემდეგ კახაბერ შარტავა

„პრაიმ ჰაუსის“ მეხუთე სეზონი, All Star იწყება, თუმცა, გადაწყვეტილი არ არის, მეოთხე სეზონის რომელ მონაწილეს ვიხილავთ საფინალო სეზონში. მანამდე, ერთ-ერთი ფინალისტი, კახაბერ შარტავა გვიყვება, როგორ ცხოვრობს რეალითი შოუს დასრულების შემდეგ. ვრცლად ↓ასევე ნახეთ:„ჯანქ-ფუდი“ გასინჯული არ მაქვს“ - ნინო ჩხეიძე„მინდა გაგიზიაროთ, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება“ - თათია შარანგია ოჯახურ კადრებს აქვეყნებს„არ ვაპირებ ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს და სენტიმენტალურობას! მომილოცეთ“ - სალომე უშხვანი

ფრენა

რჩევები 1706380120

VIDEO: რიტუალი მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ წასვლა სურს

ტაროლოგი ნინუშკა ლისენკო მორიგ რიტუალს გასწავლით იმისთვის, რომ საკუთარი სურვილი მალე აისრულოთ. ამჯერად, ეს მოგზაურობას ეხება.„ეს რიტუალი საზღვარგარეთ წასვლაში დაგეხმარებათ - მანიფესტში გადის, თუმცა, რიტუალია: ამისთვის საჭიროა, იცოდე კონკრეტულად ის ქვეყანა, სადაც წასვლა გსურს. აიღეთ პატარა ფურცლების შეკვრა და ზედ ქვეყანა/ქალაქი დაწერეთ. ეს ფურცლები ერთ ოთახში, დაბლა უნდა დაყაროთ, მაქსიმუმ, 40 ფურცელი რომ იყოს... ცოტა სასაცილოა, მაგრამ ამ მეთოდით მესიჯი სამყაროსთან მიდის: უნდა დადგე სამ ფეხზე და ამ ფურცელზე ცალი ფეხით იხტუნაო. ეს ძალიან დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, ეს რიტუალი ისევ ამ ფურცლებზე გაიმეოროთ, ან ახლიდან გააკეთოთ,“ - ამბობს ნინუშკა ლისენკო.ვრცლად ↓ასევე ნახეთ:ანუკი არეშიძე მიუნხენში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს„ჯანქ-ფუდი“ გასინჯული არ მაქვს“ - ნინო ჩხეიძე

chxeidze

ტაბლოიდი 1706351854

„ჯანქ-ფუდი“ გასინჯული არ მაქვს“ - ნინო ჩხეიძე

მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე საკუთარი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ორგანიზმს მავნე საკვები არ უნდება, რადგან გასინჯულიც არ აქვს.„მავნე კვების ჩვევები არ მაქვს, მაგალითად, არასდროს ვჭამ „ჯანქ-ფუდს“, 19:00 საათის შემდეგ აღარ ვჭამ. ავდექი, მაცივარი გავაღე 12 საათზე, ასე არ ხდება, არ მინდება. ბოლო პერიოდში, ყველა მეუბნება რომ გავხდი. წყლის დალევა დავიწყე დილიდან. ჩემს თავს ვუთხარი, შენ არ ხარ დიეტაზე. როდესაც ამას ჩემს თავს ვეუბნებოდი, ორმაგს ვჭამდი. ჩემს ტვინს არ უყვარს აკრძალვა. „ჯანქ-ფუდი“გასინჯული არ მაქვს, ბურგერს მხოლოდ რესტორანში ვჭამ, თევზით რომ აკეთებენ, ჯანსაღს,“ - ამბობს ნინო ჩხეიძე „დღის პოსტში“.ასევე ნახეთ:აღმოჩენილია ლავის ოკეანით დაფარული პლანეტა, რომელიც ძლიერ ჰგავს ახალგაზრდა დედამიწას„ზესტაფონელი დუა ლიპაო, წერდნენ…” - რას ჰყვება ბაბი კირკიტაძე

ლოლა

ტაბლოიდი 1706040484

ლოლა წერეთელი გია სურამელაშვილმა გაანაწყენა - რა მოხდა ორ მომღერალს შორის

მომღერალი ლოლა წერეთელი გია სურამელაშვილმა გაანაწყენა.ამის შესახებ მან „რადიო ფორტუნასთან“ ისაუბრა.წერეთლის თქმით, სურამელაშვილმა მისი სიმღერა ისე შეასრულა, რომ ნებართვა არ აუღია.„მივფრინავ, მოვფრინავ და ვმუშაობ. მსმენელს უნდა სულ ახალი სიმღერები. რაც აქტუალურია, ისეთ თემაზე უნდა იმღერო. ტექსტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. „სახლში წაგიყვან“ რატომ გაპიარდა, სადაც უნდა წახვიდე, ყველა მღერის. ნინო ჩხეიძეს ვენაცვალე, მისმა პროდიუსერმა დამირეკა, თუ შეიძლება, ნინომ იმღეროსო. დიდი სიამოვნებით-მეთქი, მინდოდა, ეთქვა, რომ ჩემი სიმღერაა და ძალიან ლამაზად დაასახელა, თქვა, რომ ჩემი რეპერტუარიდან არის ეს სიმღერა, რაც არ გააკეთა გია სურამელაშვილმა. მე რომ მკითხო, ეს კოლეგიალური არ არის.გიამ ისე იმღერა, რომ თქვენგან ნებართვა არ აუღია?არა!..არ გისაუბრიათ მასთან ამ თემაზე?„არც ვაპირებ. ეს არის ადამიანის კულტურა, მე ასე მგონია. თავად ადამიანმა ხომ უნდა იფიქროს, რომ სხვისი სიმღერაა. კოლეგიალობა კარგი სიტყვაა“.ასევე დაგაინტერესებთ:რომელ რიცხვშიც დაიბადა ადამიანი, ისეთი ცხოვრება აქვს - გაიგე მეტი შენზე23 წლის კაცი 13 წლის გოგოს, მუქარითა და შანტაჟით, სხვადასხვა სექსუალური ქმედების ტელეფონით გადაღებას აიძულებდა - უმძიმეს დანაშაულზე ჩვენების დეტალები „კურიერმა“ მოიპოვასასწაული ციხისჯვრის მონასტერში - თვითმხილველის თქმით, განათების შუქზე ღვთისმშობლის გამოსახულება გამოისახა

ახალციხე

რეგიონი 1703518001

ახალციხის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო ღონისძიებები დაიწყო

ახალი წლის შესახვედრად წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულად მოემზადა. სადღესასწაულო განწყობა იყო ქალაქ ვალეში, სადაც  საზეიმო ვითარებაში აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ადგილობრივებისთვის კი მომღერალმა ნინო ჩხეიძემ იმღერა.შეკრებილ საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვაჟა გაჩეჩილაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ და ქალაქ ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ალექსანდრე გოზალიშვილმა. საღამო ქალაქ ვალეში საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.დღეს,  ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოს აინთება ახალციხეშიც, საღამოს კი მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი ,,სახე“. 

ჩხეიძე

ტაბლოიდი 1703493177

როგორ ულოცავს ნინო ჩხეიძე დედას დაბადების დღეს

მომღერალი, ნინო ჩხეიძე, დედას ქეთი კოჭიაშვილს  დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს. „გილოცავ დე, მრავალ ბედნიერ დაბადების დღეს დაესწარი,  მიყვარხარ“,- წერს ნინო ჩხეიძე. ასევე ნახეთ:„რუსთავი 2-ზე“, ახალი წლის პირველ ღამეს - ნინო ჩხეიძისა და ლაშა რამიშვილის ახალი გადაცემა იწყება„ამ დღესასწაულმა მოგიტანოთ სითბო და ბედნიერება...“- ანუკი არეშიძე

ჩხეიძე რამიშვილი

საზოგადოება 1703136420

„რუსთავი 2-ზე“, ახალი წლის პირველ ღამეს - ნინო ჩხეიძისა და ლაშა რამიშვილის ახალი გადაცემა იწყება

„რუსთავი 2“ ახალ მუსიკალურ გადაცემას, „გული მღერის“ აანონსებს. გადაცემის წამყვანები ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სახეები, ნინო ჩხეიძე და ლაშა რამიშვილი იქნებიან. გადაცემა ეთერში ახალი წლის პირველ საღამოს, 22:00 საათზე გავა და მაყურებელს საუცხოო სანახაობას ჰპირდება. ნინო ჩხეიძე: ჩვენი ახალი გადაცემა „რუსთავი 2-ის“ ეთერში პირველი იანვრიდან გავა. ეს არის მუსიკალური გადაცემა, რომელიც ყოველ შაბათს, ჩვენს მაყურებელს გრანდიოზულ, ბრჭყვიალა კონცერტს შესთავაზებს. მოისმენთ სიმღერებს, რომელიც ხალხს ძალიან უყვარს.  იხილავთ ცნობილ და ახალ სახეებს, იქნება ახალი სიმღერების პრემიერები, ძველი სიმღერების ახლებური ვერსიები,  მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელის. ეს ზუსტად ის გადაცემაა, რომელიც ამ ეტაპისთვის ძალიან საჭიროა და ქართულ ტელესივრცეში ძალიან მოთხოვნადი იქნება. - თქვენს თანაწამყვანზე რას გვეტყვით, როგორი ტანდემი შედგა?- ლაშასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა, თუმცა, როგორც მეწყვილე, „რუსთავი 2-მა“ დაგვაკავშირა. საოცრად კომფორტულია, ცდილობს, რომ მეც მაქსიმალური კომფორტი შემიქმნას. როგორი ტანდემი გამოგვივიდა, ამას ყველაზე კარგად მაყურებელი შეაფასებს, მაგრამ ჩვენ ძალიან აწყობილები ვართ და ჰარმონიულად ვგრძნობთ თავს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყოველი გადაცემა ისეთი იქნება, ყველას გულს რომ აამღერებს.ნახეთ, პირველი გადაცემის ანონსი ↓

შუქი

დედაქალაქი 1699468527

გაფრთხილება! ამ ქუჩებზე შუქი ჩაქრება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 9 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (მაწილობრივ), თამარაშვილის, (ნაწილობრივ) და გოძიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო  გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის მე-10, მე-11, მე-13 კილომეტრების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გამზირის, დიდი  დიღმის  I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის II კვარტლის, გელოვანის  გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმგებარე  ტერიტორიის, თოფურიძის, სარაჯიშვილის, მაჭავარიანის, არზაყან ემხვარის, ფარჯიანის, პეტრიწის, გაბაშვილის, იყალთოს, ჩიქოვანის, ბაკურციხის, ლიხაურის, ბასილაიას, კოსტავას, ტუსკიას, ბალანჩივაძეების, დოლიძის, ფანასკერტელი-ციციშვილის, ქარელის, ბახტრიონბის, წინაუბნის, თამარაშვილის, პანკისის, კიტა ბუაჩიძის, ანდღულაძის, ნატახტარის, ტეხურის, ასათიანის, ბაკურიანის,  ბზვანელის, დავარის, როსტევანის, ასმათის, ოთხი ათასი მესხის, ფატმანის, მეფე მირიანის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ტაშკენტის და ჯანო ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის და ნაძალადევის რაიონებიგადაუდებელი სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხიზანიშვილის და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების  IV  მიკრორაიონის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სარაჯიშვილის, შეშელიძის, ხევძმარის და ფეიქართა (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იონა  მეუნარგიას ქუჩის მოსახლეობას. ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას. სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის III მასივის (ნაწილობრივ), ჯავახეთის და ლიზა  ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.ასევე ნახეთ:VIDEO: „თუ გსურთ, რომ „პრაიმ ჰაუსში“ დავბრუნდე, აუცილებლად ვიტყვი ჩემ სათქმელს...“ - ზურა მიმართვას ავრცელებსამ მცენარეულ საკვებს, შეუძლია დაგიცვათ გულისა და ალცჰაიმერის დაავადებისგან - ახალი კვლევაVIDEO: „ავედი სცენაზე უკმაყოფილო სახით...“ - ნინო ჩხეიძემ შეცდომით უცხო ადამიანის ქორწილში იმღერა

შუქი

დედაქალაქი 1699381709

ამ ქუჩებზე შუქი მთელი დღით ჩაქრება - ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 8 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:ჩუღურეთის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), მარუაშვილის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის, წინამძღვრიშვილის, გოგოლის, სურამის, ნინოშვილის და ფოცხვერაშილის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, წინანდლის, კასპის, ივერიელის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, მოსაშვილის, თაქთაქიშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის, გაბაშვილის, მუხაძის, ფალიაშვილის, აბაშიძის, ტაბიძის, დარიალის, რიგის და კავსაძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის(ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, მოსაშვილის, თაქთაქიშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის, გაბაშვილის, მუხაძის, ფალიაშვილის, აბაშიძის, ტაბიძის, დარიალის, რიგის და კავსაძის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, სოლომონ მეორის, ნიშნიანიძის და გორგასალის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, თიანეთის გზატკეცილის, ჯანჯღავას, ქერჩის, ხიზანიშვილის, ბელქანიას, მაისურაძის და ბაბილოძის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.სხვა სიახლეები:VIDEO: „ავედი სცენაზე უკმაყოფილო სახით...“ - ნინო ჩხეიძემ შეცდომით უცხო ადამიანის ქორწილში იმღერაძლიერი ქარი და წვიმა - სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენამ მცენარეულ საკვებს, შეუძლია დაგიცვათ გულისა და ალცჰაიმერის დაავადებისგან - ახალი კვლევა