მარკუს მეტრეველი

ტაბლოიდი 1713348672

ჩემთვის სიბერე არ არსებობს, ლამაზად ვიზრდები და არ ვბერდები - მარკუს მეტრეველი

რამდენიმე დღის წინ მარკუს მეტრეველს დაბადების დღე ჰქონდა, რომელიც საკუთარ კლიპზე მუშაობას დაუთმო. როგორია მისი დაბადების დღეები, რამდენად უყვარს ეს დღე და რას ნიშნავს მისთვის ლამაზად გაზრდა, ამაზე „თბილისელებთან“ თავად საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:„წელს გადავწყვიტე, ამ დღისთვის, ანუ, 28 მარტისთვის, ჩემი ახალი ვიდეოკლიპის გადაღება დამემთხვია. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა. გადაღება დავით გარეჯის უდაბნოში მიმდინარეობდა. ახლაც კი თვალწინ მიდგას ის საოცარი ხედები. მსმენელი ჩემს ახალ ნამუშევარს აპრილში იხილავს. სიმღერის სახელწოდებაა „ჩემი ფიქრი, ჩემი დარდი“, რომელიც არაჩვეულებრივმა კომპოზიტორმა ნატო ღოღობერიძემ დამიწერა. ტექსტი ეკუთვნის მას და ნანა ცინცაძეს. ჩაწერილია „ბრავო რექორდსში“. არანჟირება ბორიკო შხიანმა გააკეთა, მასტერინგი – ალეკო ბერძენიშვილმა. ბექებს მაიკო კაჭკაჭიშვილი მილამაზებს. ახლა მიმდინარეობს ვიდეოკლიპის გადაღებები. კლიპმეიკერი სანდრო ნადირაძე გახლავთ. ქართული სამოსისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ნუგზარ კვანტალიანს და ასევე, დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს, დალი ხაბულიანს, ყველაფრისთვის.– ველოდებით ახალ ნამუშევარს. ახლა დავუბრუნდეთ ისევ დაბადების დღეს. ზოგადად, როგორ ატარებ ხოლმე ამ დღეს?– ყოველ დაბადების დღეზე ვირჩევ, რომ დრო საკუთარ თავთან გავატარო. ამ დღეს, ყოველთვის მივდივარ ჩემთვის გამორჩეულად საყვარელ ტაძარში და ვლოცულობ. მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ კიდევ ერთი წელი მოიყვანა ჩემს ცხოვრებაში. მთელ დღეს მშვიდად, ლოცვებსა და ფიქრებში ვატარებ. საკუთარ თავთან მარტო ყოფნა გეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ ვინ ხარ, რა ხარ და როგორ უნდა გასხივოსნდე.ბავშვობაში ყველაფერი სხვანაირად იყო. ჩემი დაბადების დღე ძალიან ბევრ ხალხთან ასოცირდებოდა. მშობლები ყოველთვის უამრავ სტუმარს პატიჟებდნენ. სხვათა შორის, ეს ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტი იყო. არასდროს მსიამოვნებდა ხალხმრავლობა, თან ჩვენი სტუმრები ჩემზე დიდები, ძირითადად, უფროსები იყვნენ. უფროსები ქეიფობდნენ, პატარები კი ცალკე ვისხედით პატარა მაგიდასთან და მათ გართობას ვუყურებდით (იცინის). როგორც ხდებოდა ხოლმე მაშინ. მიხარია, რომ ეს ტრადიცია შეიცვალა და პატარებს ახლა აქვთ იმის საშუალება, რომ საკუთარ დაბადების დღეზე ისე გაერთონ, როგორც თავად სურთ.რაც წამოვიზარდე, მას შემდეგ დაბადების დღეების გადახდითა და სუფრებით არ გამოვირჩევი. ეს ყველაფერი ძალიან არ მომწონს. მირჩევნია, ეს დღე მდუმარებაში გავატარო. ეს მდგომარეობა ძალიან მომწონს. საერთოდ, დროს ყველაზე კარგად საკუთარ თავთან ვატარებ. გრანდიოზული ფართის მოწყობის სურვილი არასდროს მქონია, ემოციურადაც არ ვარ მზად ამისთვის, რადგან თითოეულ სტუმარს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. ალბათ, ოდესმე ამისთვისაც მოვემზადები და ერთხელ აუცილებლად გავაკეთებ გრანდიოზულ დაბადების დღეს. თუმცა, გრანდიოზულობა ხალხის რაოდენობაში არ გამოიხატება, გრანდიოზულია ყოველი დღე, რომელიც გვითენდება და გვიღამდება.– გამორჩეულად რომელი დაბადების დღე გახსენდება?– გამორჩეულად მახსენდება 2000 წელი. მაშინ პირველად ჩავედი მაროკოში და იქ შევხვდი ჩემს დაბადების დღეს. ასევე, საბერძნეთში, კუნძულებზე გატარებული დაბადების დღეები. მოზარდის ასაკში, ჩემს თავს მოზარდად ვთვლი (იცინის), შეიძლება, ითქვას, რომ განსაკუთრებით ემოციური იყო რამდენიმე წლის წინანდელი დაბადების დღე, რომელიც უდაბნოში გავატარე. ყველაზე ბედნიერი კი ვიყავი დაბადების დღეზე, როდესაც ბებიამ სიურპრიზი გამიკეთა და მანქანა მაჩუქა. ეს იყო ჩემი პირველი მანქანა. აივნიდან გადამახედა და ამ დროს ჩემმა ძმამ აივნის დაბლა ავტომობილი მომიყენა. ის დღე და ემოციები განსაკუთრებულად დამამახსოვრდა.– არის რამე განვლილ წლებში, რასაც სინანული უკავშირდება?– განვლილმა წლებმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა, საოცრად გამზარდა. როდესაც წარსულს ვიხსენებ, არასდროს ვარ უკმაყოფილო. არის რაღაცები, რასაც გამოვასწორებდი, რაღაც პრობლემებს ავირიდებდი თავიდან, მაგრამ მგონი, ისიც იმიტომ მოხდა, რომ შეცდომებისგან მესწავლა და სწორ გზაზე დავმდგარიყავი. ძალიან ბევრი მედიტაცია და ლოცვა მეხმარება პრობლემების გადალახვაში და მერე, ახალი მარკო ფენიქსივით ხელახლა იბადება და ჩვილი ბავშვივით თავიდან ვიწყებ ნაბიჯების გადადგმას.– და ბოლოს, ასაკის მატებას როგორ ხვდები?– ასაკის მატებასთან დაკავშირებით, ბანალურად ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის მხოლოდ ციფრებია. ასაკი რაც უფრო მემატება, მით უფრო კარგ ფორმაში ვარ, მით უფრო კარგად ვაზროვნებ, მით უფრო კარგი ურთიერთობები მაქვს სოციუმთან, უკეთ ვმღერი და ყველაფერი უმჯობესდება, ღმერთის წყალობით. ასაკის მატების გამო არანაირი პრობლემა არ შემქმნია, ამიტომ მხოლოდ მოხარული ვარ. ასე ვიტყვი – მე ლამაზად ვიზრდები და არ ვბერდები. ჩემთვის სიბერე არ არსებობს. 24 საათი ვცდილობ, განვვითარდე, ვივარჯიშო და ვიკვებო სწორად, ვილოცო, მედიტაცია ჩავიტარო. არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ და არც ვიფიქრებ დაბერებაზე. მომავალი მიყვარს, ემოციურად რაც უფრო ვუახლოვდები წლებს, როცა ჩემი სულიერი მდგომარეობა მარადისობისკენ უნდა გადავიდეს, მით უფრო მოხარული ვარ. ეს გარდასვლა ძალიან საინტერესოა და როცა შინაგან ჰარმონიას გრძნობ, ეს მარტივია. ღმერთმა ქნას, ყველა ადამიანი ლამაზად გაიზარდოს და არ დაბერდეს.

მარკუს მეტრეველი

საზოგადოება 1706101798

VIDEO: „ცნობილი ჟურნალისტის პანაშვიდზე, ცოცხლად ვხედავდი, ის თავისივე სხეულს დაჰყურებდა...“ - მარკუს მეტრეველი

„ცნობილი ჟურნალისტის პანაშვიდზე, მის სულს ცოცხლად ვხედავდი - ის თავისივე სხეულს დაჰყურებდა“, - ამის შესახებ მომღერალმა მარკუს მეტრეველმა „დღის პოსტის“ ეთერში ისაუბრა. „ჟურნალისტის გასვენებაში ვიყავი, როცა შევედი პანაშვიდზე, იქ ზუსტად ის ადამიანი აღმოვაჩინე, რომელიც იყო გარდაცვლილი. იმის შემდეგ ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ ძალიან ვმძიმდები, როდესაც მივდივარ პანაშვიდზე. იმის შემდეგ თავს ვიკავებ, რომ არ მივიდე პანაშვიდებზე“, - ამბობს მარკუს მეტრეველი.ასევე დაგაინტერესებთ:პროკურატურამ არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა3 თვის ბავშვი მაღაზიაში დატოვეს და გაიქცნენ - რა მოხდა Walmart-ში (აშშ)ავარია ოზურგეთში - არის მსხვერპლი

მარკუს მეტრეველი

საზოგადოება 1706009798

„ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის პანაშვიდზე დავინახე, როგორ იდგა ცოცხლად და საკუთარ გვამს დაჰყურებდა...“ - მარკუს მეტრეველი

„დღის პოსტის“ ეთერში მომღერალმა მარკუს მეტრეველმა ისაუბრა თავისი განსაკუთრებული უნარის შესახებ, რომ მიცვალებულები დაინახოს:„საქართველოში რომ დავბრუნდი, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ჟურნალისტის, სახელსა და გვარს არ დავასახელებ, გასვენებაში ვიყავი. როცა პანაშვიდზე შევედი, ზუსტად ის ადამიანი აღმოვაჩინე ცოცხალი, რომელიც გარდაცვლილი იყო. ძალიან ვმძიმდები, როდესაც მივდივარ პანაშვიდებზე. ყველგან არ ხდება, რა თქმა უნდა. თავს ვიკავებ, რომ აღარ მივიდე… ცოცხლად იდგა და დაჰყურებდა თავის გვამს. ასეთი გამოცდილებები მქონია…“ ასევე ნახეთ:ძლიერი ყინვა, თოვლი და ნისლი - გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებVIDEO: „შენი ცხოვრება არ გეიფუჭო, ბიძია, მამა ხარ და სახლში უნდა მიხვიდე...“ - შსს ფარულ ჩანაწერს და "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 5 პირის დაკავების კადრებს აქვეყნებსაღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს

გლოვა

საზოგადოება 1705996929

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ნებული მელქაძე  უკეთილშობილესი ქალბატონი, იტალიაში (ფლორენციაში) მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა, დასრულდა უცხო მიწაზე... შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა, ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა.„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აღუწერელი ტკივილი ემიგრანტები არიან…„ახლაც ის დროა, როცა ქართველი, გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო“, - წერს შოთო სიხარულიძე.ასევე ნახეთ:„მიცვალებულებს საფლავებიდან რომ იღებდნენ, მათ სულებს ცოცხლად ვხედავდი...“ - მარკუს მეტრეველითბილისში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს ავტომობილი დაეჯახა

მარკუს მეტრეველი

საზოგადოება 1705954938

„მიცვალებულებს საფლავებიდან რომ იღებდნენ, მათ სულებს ცოცხლად ვხედავდი...“ - მარკუს მეტრეველი

„მიცვალებულებს რომ საფლავებიდან იღებდნენ, მე მათ სულებს ცოცხლად ვხედავდი...“, - ამის შესახებ მომღერალმა მარკუს მეტრეველმა „დღის პოსტის“ ეთერში ისაუბრა.„ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც საბერძნეთში ვცხოვრობდი, იქ ბერძნებს აქვთ ასეთი ტრადიცია, როდესაც გარდაიცვლება ადამიანი, გარკვეული წლების შემდეგ, იღებენ მიცვალებულს და ძვლებს ათავსებენ გამოქვაბულში. ეს ძვლები ინახება ბევრი წლების განმავლობაში. იმ ადგილას ათავსებენ ახალ მიცვალებულს. პატარა ვიყავი, ძალიან მორწმუნე, სტიქაროსანი ვიყავი საბერძნეთში. შევესწარი ასეთ რიტუალს, როდესაც იღებდნენ ძვლებს, გარშემო ის ენერგიები ვიხილე... მაგ პერიოდისთვის იყო უცხო და მღვდლებს ვკითხე. მე არ მქონდა პასუხი. მღვდლებმა მითხრეს, რომ ეს იყოს სული...“, - ამბობს მარკუს მეტრეველი.ასევე დაგაინტერესებთ:გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებსცნობილია, როდის დაიწყება „პრაიმ ჰაუსის“ ფინალური სეზონიVIDEO: ,,პატრიარქს ებრძვიან, იმიტომ რომ დღევანდელ კაცობრიობას აქვს გული გამოცლილი, სიყვარული არ აქვთ, უღმერთოა” - ნანა ჩაჩუა

მეტრეველი

ტაბლოიდი 1693594689

როგორ ცხოვრობს მარკუს მეტრეველი ცოლთან ერთად სოფელში

მომღერალ მარკუს მეტრეველს მეუღლესთან დალი ხაბულიანთან სოფელ ბოდბისხევში ახალი ცხოვრება აქვს. წყვილს ერთად მოჰყავს ბოსტნეული და სოფლის მეურნეობას შესანიშნავად უძღვება.„მართლა ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთ ბედნიერებას მომანიჭებდა სოფლად ცხოვრება…ადრე შუადღის პირველ საათამდე მეძინა, ახლა კი დილის შვიდზე გავდივარ ეზოში სამუშაოდ და დაღამებამდე არ შემოვდივარ სახლში. მეზობლებსაც კია რ სჯერათ, როცა სტუმრად მოდიან ხოლმე…შენი შრომით მოყვანილ ბოსტნეულს რომ აგემოვნებ, ამაზე დიდი სიამოვნება არაფერი ყოფილა…ჩვენ გვიხარია, რომ აქ ყველაფერი ერთად გავაკეთეთ. როგორც შვილს ზრდი, იგივე პროცესია ჩვენთვის სოფლის მეურნეობა. ჩვენი სიყვარული და ოჯახური ცხოვრება უკვე მეექვსე წელში გადავიდა…“, - ამბობს ჟურნალ სარკესთან.ასევე ნახეთ:,,ჩემო გიო, შენ კი ჩაეხუტები დედიკოს და ბებოს, მაგრამ მე რატომ დამტოვეთ აქ საწვალებლად..." - მამის სულის შემძვრელი პოსტიგიორგი ჭოხონელიძე იუბილარ მეუღლეს ემოციურ პოსტს უძღვნისშთამბეჭდავი კადრები: რა ხდებოდა Imagine Dragons-ის კონცერტზე, რომელსაც ქართველი მსმენელი მოუთმენლად ელოდა

ჯენიფერ

მსოფლიო 1692649019

როგორ მიმართავს ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკს ქორწინებიდან ერთი წლის იუბილეზე

დღეს გავიდა ერთი წელიწადი მას შემდეგ, რაც ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ.ჯენიფერ ლოპესმა გამოაქვეყნა ფოტოები ქორწილიდან და ბენს სასიყვარულო წერილი ლექსად მიუძღვნა.როგორც აღმოჩნდა, ეს არის მისი ერთ-ერთი სიმღერიდან ამონარიდი, რომელიც ახალ ალბომში შევა.ასევე ნახეთ:„ჩემს შვილს ნუ ეხებიან, ნუ უგდებენ უაზრო ვიდეოებს“ - რა ვიდეო გაუვრცელეს ანი ყიფშიძესყურადღება! გადაწყვეტილების მიღების ვადა 6 სექტემბერს იწურება - ინფორმაცია მათთვის, ვისაც დაგროვებითი პენსია აქვსVIDEO: „უცნაური მოვლენა ცაზე, რომელიც ბოდბისხევში დააფიქსირეს“ - რა კადრებს ავრცელებს მარკუს მეტრეველიVIDEO: სუხიშვილების სოლისტის, მუროს და მანოს ჯვრისწერის კადრები და შთამბეჭდავი ცეკვა საკუთარ ქორწილში

mama vasili

ისტორიები 1692648065

დაკრძალვისას წვერი გაპარსეს და კოსტიუმი ჩააცვეს - ვინ იყო მამა ვასილი და რას ამბობდა მასზე მამა გაბრიელი

წმინდა მამები განსაკუთრებულად მკაცრად იცავდნენ მარხვას. ასევე არიან ბერები.მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ბეთანიაში მოღვაწეობდა ახალმოწამე მღვდელ-მონაზონი ვასილ ფირცხელავა, რომელიც მკაცრი მარხვით გამოირჩეოდა. სამეგრელოში, სოფელ ზუმში ბერის სანათესავო მისი ასი წლის იუბილეს აღსანიშნავად ახალმოწამის საფლავზე გავიდა, მოიგონეს მისი წმინდა ცხოვრება და მოღვაწეობა.მამა გაბრიელი მამა ვასილზე ამბობდა: "ბოლოს ისე ასკეტურად ცხოვრობდა, მხოლოდ ყურძენს მიირთმევდა. ვუყურებდი, გამჭვირვალე სხეული ჰქონდა. როცა ქადაგებდა, მისი სხეული მზის სხივებს ატარებდა. ანგელოზი იყო, მუდმივი მლოცველი წმინდანი".ამის თვითმხილველი არქიმანდრიტი თორნიკე (მოსეშვილი) იყო, რომელიც გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ბეთანიის მონასტერში ცხოვრობდა, სადაც 1956 წელს, მამა ვასილი პირველად ნახა."...აი, ეს შიმშილობდა ვასილი, ძალიან მმარხველი იყო", - ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგაც ვერ მალავდა გაოცებას იმ მძიმე ბერული ღვაწლის გამო, რომელიც ახალგაზრდა მღვდელმსახურმა იტვირთა. "მე მორჩილი ვიყავი", - იხსენებს არქიმანდრიტი თორნიკე."მაშინ ვასილი ბერი, მღვდელი იყო. იმასთან შედარებით მე უფრო სხვა ვიყავი. მე საჭმელს ჩვეულებრივ ვჭამდი, ის - აპა, არა.. ეგენი პურზე და წყალზე მხოლოდ! ვასილი ჩაკეტილი იყო, ძალიან გულჩახვეული, დიდად მოყვარული არ იყო ლაპარაკის, თავჩაღუნული უყვარდა საუბარი.. თავშეკავებული იყო. ძალიან მარხული იყო, მარხვას ინახავდა, თავს იცავდა. მე ძალიან მიყვარდა, ძალიან დიდ პატივს ვცემდი. კარგი დრო მახსოვს ბეთანიაში, კარგი მამები იყვნენ, ძალიან კარგი მამები. ბევრი ჭირი გადაიტანეს. დევნილები იყვნენ.”ძალიან მოღვაწე იყო. ის მარტო ერთ ჭიქა ჩაის დალევდა, მეორე დილამდე ერთი ჭიქა წყლით იყო. მამა იოანე ეტყოდა: ნუ მარხულობ ასე მწარედო. შიმშილობდა, ღმერთი ასაზრდოებდა, ღმერთი ინახავდა."მე მაძღარი ვიყო, როცა ისინი მშივრები არიანო?!" გაჭირვებულ ადამიანებს გულისხმობდა.სულხან-საბა ორბელიანი ასე განმარტავს სიტყვა მარხვას: მარხვა - უჭმელობა. მართლაც აღმოჩენას ვაკეთებთ, ძველად მარხვა უჭმელობას, შიმშილს ნიშნავდა. ამის მაგალითს როგორც თვითმხილველები გვიამბობენ ვხედავთ მამა ვასილის ცხოვრების წესშიც. მამა ვასილმა წმინდა მამების მეთვალყურეობით, მკაცრი მარხვითა და გამუდმებული ლოცვით, დიდ სულიერებას მიაღწია.ერთ მნიშვნელოვან ამბავს ჰყვებიან: ერთხელ მამა ვასილი ნაცნობებთან ერთად მიდიოდა. ხალხს ღვთის სიტყვას უქადაგებდა და ვერ აგებინებდა. ამ დროს გზაზე მანქანა გამოჩნდა და როდესაც მათ მოუახლოვდა, მამა ვასილი მანქანას ჩაუხტა. მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო, ბერს გადაუარა და ხუთიოდ მეტრში გაჩერდა. გაფითრებული მძღოლი გადმოსულა და დაუნახავს, მამა ვასილი უვნებელი წამომდგარიყო და მტვრიან მანტიას იფერთხავდა. გაკვირვებულ მძღოლს პირჯვრის წერა დაუწყია: "ღმერთო, ეს რა ვნახეო". მოგვიანებით რომ უკითხავთ მამა ვასილისთვის, რატომ მოიქეცით ასეო, უთქვამს: "მინდოდა, ხალხისთვის ღვთის ძალა დამენახვებინაო". მამა ვასილი ამბობდა: ბერი ცოდვაში ურჩობისა და მოუნანიებელი ცოდვების გამო ვარდებაო. ბერისთვის ყველაზე საშინელი ცოდვა მრუშობაა. მასთან შედარებით სხვა ცოდვა ადვილი ჩამოსაშორებელი მტვერია. ყველაზე ხშირად ბერს სასოწარკვეთილებაში მრუშობის ცოდვა აგდებსო.მამა ვასილი იგონებდა: "ათონზე ნაცხოვრები ერთი ბერისგან გამიგია, რომ მღვდელი, რომელიც მრუშობის ცოდვას სჩადის და თან წირვას ასრულებს, ცხოვრებაშივე ჯოჯოხეთშია. როცა ის ამბობს: "მშვიდობა ყოველთა" და "კურთხევა უფლისა თქვენზედა", - მაშინ საკურთხევლის ანგელოზი ეხმიანება: "ხალხს - ღვთის კურთხევა, შენ კი შეჩვენება". როცა ეზიარება, მისი სული ნახშირივით შავდება, ხოლო როცა წირვას ამთავრებს, ეშმაკი უახლოვდება და პირზე კოცნის, როგორც მეგობარს".გავიხსენოთ მამა გაბრიელის (ურგებაძე) სიტყვები. იგი ამბობდა: "მამა ვასილი ანგელოზია, მუდმივი მლოცველი, წმინდანია". წმინდა მამა გიორგი (მხეიძე) ამბობდა: "სადაც არ უნდა იყოს მისი სხეული, სულით ის ჩვენთანაა" (ე.ი. წმინდანთა დასში)... ის ორგზის მოწამეა. ამისათვის ორმაგ ჯილდოს მიიღებს ღვთისგან" (მამა ვასილს დაკრძალვისას წვერი გაპარსეს, საბერო სამოსი გახადეს და კოსტიუმი ჩააცვეს.) ასევე ნახეთ:VIDEO: „უცნაური მოვლენა ცაზე, რომელიც ბოდბისხევში დააფიქსირეს“ - რა კადრებს ავრცელებს მარკუს მეტრეველიVIDEO: შემზარავი კადრები თბილისის ქუჩებიდან - „სიკვდილს უვარდებიან ხელებში“უნიკალური ოპერაცია - ადამიანის ორგანიზმში ერთი თვის წინ ღორის თირკმელი გადანერგეს და გამართულად მუშაობს

სალომე ხეთაგური

საზოგადოება 1692646689

,,ამ სამყაროსთვის, შენი დიდი და ლამაზი თვალები, უსაზღვროდ კეთილი და თბილი გული, ზედმეტად წმინდა იყო და ვერ იპოვე ადგილი..." - მეგობარი სალომე ხეთაგურზე

შოვში, ტრაგიკულად დაღუპულ სალომე ხეთაგურს, ბავშვობის მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ემშვიდობება.,,ამ სამყაროსთვის შენი დიდი და ლამაზი თვალები, უსაზღვროდ კეთილი და თბილი გული, ზედმეტად წმინდა იყო და ვერ იპოვე ადგილი... სხვა ახსნას ვერ ვპოულობ ჩემო სალომე. შენი მშვენიერებით ამ ბინძურ და ბოროტებით სავსე სამყაროში ვერ გაჩერდი და ბევრად უკეთეს, სიკეთით და სიმშვიდით სავსე ადგილზე გადაინაცვლე... მწამს და მჯერა გესმის ჩემი, გესმის შენი ყველა გულშემატკივრის... შენ ხარ ანგელოზი ამ სამყაროში, რომელმაც მასწავლა სიყვარული, სიკეთე და უანგარო მეგობრობა..შენთან ერთად ჩემი ბავშვობაც დასრულდა, მივხვდი რომ გავიზარდე... ამ ენით გამოუთქმელმა ტკივილმა მიმახვედრა...თუ ამას დავიმსახურებ, როცა დრო მოვა, ალბათ შევხვდებით და იმდენ ხანს ჩაგიხუტებ, რომ თავს მოგაბეზრებ სიყვარულით...მაპატიე, რომ ცხოვრება გრძელდება... ახლა ფეხზე მყარად დგომის და შენი ოჯახის გვერდით ყოფნის მეტს ვერაფერს შევძლებ და ამას ვიზამ კი!!!გპირდები, ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც შენ გენდომება. პო, ჩვენ ასეთი ნამდვილები, გაწეწილები და გულწრფელები ვართ.მადლობა, რომ ჩემი ბავშვობა, ჩემი დაქალი, ჩემი მეგობარი და ჩემი ადამიანი გქვია!", - წერს მეგობარი სოციალურ ქსელში.ასევე ნახეთ:„როცა კიდევ ერთი ტოქსიკური ურთიერთობიდან დააღწიე თავი...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძეVIDEO: „უცნაური მოვლენა ცაზე, რომელიც ბოდბისხევში დააფიქსირეს“ - რა კადრებს ავრცელებს მარკუს მეტრეველი„საკმაოდ დიდი მიღწევაა...“ - გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

მარხვა

რჩევები 1692645460

„... ჩვენ მთლიანობას ვპოულობთ" - ყველაფერი, რაც მარხვის შესახებ უნდა ვიცოდეთ

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს დაიწყო და 28 აგვისტოს მთავრდება. მარხვა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ეძღვნება; ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, ის ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაფიმებზე აღმატებულია. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება, უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.რას ამბობენ ამ მარხვაზე სასულიერო პირები? გთავაზობთ მამა გიორგი სხირტლაძის ქადაგების ნაწყვეტს;დეკანოზი გიორგი სხირტლაძე: შედარებით მოკლე, მაგრამ ინტენსიური სულიერი დატვირთვის მქონე მარხვაა. ყურადღება მივაქციოთ არა მხოლოდ იმას, რა ვჭამოთ და რა არა, არამედ შინაგან მოწესრიგებულობას, შინაგან დისციპლინას, სულიერ გაწონასწორებულობას. შინაგან წონასწორობას ადვილად დავკარგავთ, თუ ყურადღება გადატანილი გვექნება პოლიტიკაზე, გართობაზე, აზარტულ თამაშებზე, საკვებსა და ჭინჭებზე. დავრწმუნდეთ, თვითკონტროლი გვაქვს თუ არა, შეგვიძლია თუ არა თავი შევიკავოთ წყობიდან გამოსვლისგან.ზოგჯერ ადამიანები არ კონცენტრირდებიან და კარგავენ მიზანს, თუ რისთვის მარხულობენ. მარხვის იმიტაცია საშიშია. ვეცადოთ მარხვა სულიერად დავიცვათ და არა მხოლოდ საკვების შეზღუდვით.მარხვა არ არის მხოლოდ ბიოლოგიური საკვებისგან თავის შეკავება, ეს არის თავის შეკავება ცდუნებებისგან, ავი ზრახვების ჩახშობა, მავნე მიდრეკილებების დროულად აღმოფხვრაა მარხვა.მარხვით, როგორც დამხმარე საშუალებით, ჩვენ მთლიანობას ვპოულობთ. მარხვა საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ მარხვაში, ისევე როგორც ხსნილში, ერთი გულითა და ერთი პირით ადიდოს ღმერთი. ამისთვის საეკლესიო ცხოვრების დისციპლინაა საჭირო. ეს არის ლოცვა, მარხვა და საეკლესიო მსახურებებზე დასწრება და ზიარება; საეკლესიო დისციპლინა ადამიანის ნებაზე არ ძალადობს...მარხვაში განსაკუთრებით უნდა აცნობიერებდეს საღვთო სჯულის კანონებს.  უნდა ვეცადოთ, რომ განსაკუთრებით მარხვაში, გავთავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან; ადვილად ხდება ცოდვების მონანიება, ადამიანი ადვილად მისაწვდომი ხდება მადლისთვის, მასში სულიწმინდის მადლის შეგძრნება მეტად ხდება; მარხვის დროს  ჯანმრთელობა უმჯობესდება, ფიზიკური და სულიერი მხარე უკეთესს მდგომარებაშია; სულსა და სამშვინველში კეთილი პროცესები მიმდინარეობს. ნებისყოფა ძლიერდება, სინდისი სუფთავდება, განიღვთება, ისხლეტს საცდუნებელს. მონანიების სურვილი ჩნდება და ადამიანის მდგომარეობა მენტალურად უმჯობესდება;წავიკითხოთ იმ წმინდანთა ცხოვრება, რომლებიც ამ მარხვაში მოიხსენიება; ეს ბიოგრაფიები კი არ არის, საეკლესიო პედაგოგიკაა, რომელიც ადამიანის ნატურას ამთლიანებს და იმის საშუალებას აძლევს, მეტი იმედი ჰქონდეს ცხოვრებაში, გათავისუფლდეს პესიმიზმისგან, ცოდვებისგან და მიეცეს სასიცოცხლო ძალა.ასევე ნახეთ:VIDEO: „უცნაური მოვლენა ცაზე, რომელიც ბოდბისხევში დააფიქსირეს“ - რა კადრებს ავრცელებს მარკუს მეტრეველიVIDEO: შემზარავი კადრები თბილისის ქუჩებიდან - „სიკვდილს უვარდებიან ხელებში“უნიკალური ოპერაცია - ადამიანის ორგანიზმში ერთი თვის წინ ღორის თირკმელი გადანერგეს და გამართულად მუშაობს

სეტყვა ადიგენში

რეგიონი 1692635076

ძლიერმა სეტყვამ ადიგენის სოფლები დააზარალა

დღეს, სტიქია იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბა აბასთუმანში. ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერმა სეტყვამ მანქანები, ხილი და ნათესები დააზიანა. ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.კონკრეტულად რამდენ სოფელში იყო ძლიერი სიტყვა და რა ზარალი მიადგა მოსახლეობას, ამ ეტაპზე უცნობია."გაგვანადგურა, ფაქტობრივად მთელი მოსავალი დაგვიზიანდა. მეზობლების მანქანებს სეტყვამ ფანჯრები ჩაუმტვრია",– ამბობს სოფელ ჩორჩანში მცხოვრები მარიკა ფოფაძე.ძლიერი სეტყვა იყო კახარეთშიც.ცნობისთვის, მიმდინარე წელს ადიგენის მუნიციპალიტეტი სეტყვამ არაერთხელ დააზარალა.ასევე ნახეთ:წვიმა, ელჭექი, ქარი - საქართველოში ამინდი შეიცვლება„არ გაავრცელოთ დეზინფორმაცია, ძალიან გთხოვთ!“ - რას წერს ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედაVIDEO: „უცნაური მოვლენა ცაზე, რომელიც ბოდბისხევში დააფიქსირეს“ - რა კადრებს ავრცელებს მარკუს მეტრეველი

ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვა 1692633530

„კორონავირუსი ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსია და მასზე ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს“ - ჯანდაცვის მინისტრი

„დღეს, მთელს მსოფლიოში, კორონავირუსი აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსი. არანაირი განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მასზე განსაკუთრებული ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, ცალკეული შემთხვევების აღრიცხვაც კი შევაჩერეთ, რადგან ამის საჭიროება ნამდვილად არ დგას. კოვიდპანდემია რომ დასასრულს უახლოვდებოდა და ერთ-ერთ ჩვეულებრივ, სეზონურ ვირუსად გადაიქცეოდა, ამაზე, ჯერ კიდევ 2022 წელს ვსაუბრობდი. დღეს, ეს მართლაც ასეა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, კორონავირუსის ნებისმიერი ახალი ვარიანტისთვის დასახელების მინიჭება, იქნება ეს EG.5 თუ სხვა, მეცნიერების კვლევების საგანია. მინისტრის განცხადებით, მოსახლეობისთვის, შესაძლოა, ზედმეტი სტრესის მომტანი აღმოჩნდეს ასეთი დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რისი რეალური საფუძველიც, დღეს არ არსებობს.„განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ხდება. თუ, ამ მხრივ, რაიმე შეიცვლება, მოსახლეობა, პირველი სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღებს ინფორმაციას. ის, რაც კორონავირუსის გავრცელების კუთხით, წინა წლებში ფიქსირდებოდა, წარსულს ჩაბარდა და დღეს, მისი განმეორების არანაირი საფუძველი არ იკვეთება. მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველას, ვინც, თითქოს, უფრო მეტ ყურადღებას იჩენს მოსახლეობის მიმართ, ვიდრე - საქართველოს მთავრობა და ამ შემთხვევაში, ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტრო - ნუ შეეცდებიან, საზოგადოებაში, დაძაბულობის შემოტანას, ნუ გაამახვილებენ ყურადღებას ახალი ქვეშტამების დასახელებებზე. დღეს, კორონავირუსი არის ჩვეულებრივი, სეზონური ინფექცია, რომლის მსგავსსაც წელიწადის სხვადასხვა დროს ვხდებით“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.ასევე ნახეთ:წვიმა, ელჭექი, ქარი - საქართველოში ამინდი შეიცვლება„არ გაავრცელოთ დეზინფორმაცია, ძალიან გთხოვთ!“ - რას წერს ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედაVIDEO: „უცნაური მოვლენა ცაზე, რომელიც ბოდბისხევში დააფიქსირეს“ - რა კადრებს ავრცელებს მარკუს მეტრეველი