ბო

ჰოროსკოპი 1707512717

რა ახსნას უძებნის მიხეილ ცაგარელი ბოლო დღეებში ერთმანეთის მიყოლებით მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს და როდის დასრულდება ბოროტი ენერგიის შემოდინება

ქვეყანაში ბოლო დღეებია, საზარელმა შემთხვევებმა იმატა. ამ მოვლენას, ცნობილი ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი, „პრაიმტაიმთან“ ხსნის და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.„რაშია საქმე და რასთან არის ეს დაკავშირებული? მოდი, აღვნიშნოთ, რომ რასაც ახლა მე ვიტყვი, ამას ცოტა ისეთი გაგება უნდა... მოგეხსენებათ, ასტროლოგია სწორედ ამას გვამცნობს, რომ ზეგავლენაა პლანეტებისა ბიოლოგიურ ორგანიზმებსა და მოვლენებზე, რომლებიც ხდება ჩვენს სამყაროში. ისინი ქმნიან ენერგოვიბრაციულ ენერგიებს, რომელიც ზეგავლენას ახდენს მოვლენებზე. თავის დროზე, როდესაც იყო შოვის ტრაგედია, მაშინ ჩვენ საგანგებოდ აღვნიშნეთ, რომ იყო ძალიან ცუდი და მძიმე ფორმა სავსემთვარეობისა და სავსემთვარეობა, ეს სატანური დღეა ტრადიციულად და ითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, თან იქ დედამიწა ძალიან უარყოფით ენერგოველში იყო.ახლანდელ პერიოდს რაც შეეხება, ახლა საგანგებოდ აღვნიშნე, რომ ხდება მძიმე რამ, ხვალ, შაბათს ჩვენ გვაქვს დრაკონის წელიწადის შემოსვლა ანუ დრაკონის წელიწადი ცვლის კატის, კურდღლის წელიწადს. თვითონ ეს პროცესი არ არის მსუბუქი, იმიტომ, რომ აქ ხდება სტიქიების შესვლა და ხდება ზოდიაქოს ნიშნების შეცვლა.ენერგეტიკულად ძალიან რთულია. დრაკონის წელიწადი იწყება მეცამეტე ახალმთვარეობაზე, ეს კი არის სატანური და მძიმე დღე. მზე და მთვარე შეერთებულია და მათ შორის მიდის სამკვდრო სასიცოცხლო ომი. ეს მათი ბრძოლა, რა თქმა უნდა, აისახება. მთვარე ადამიანში, ეს არის, გამოსახულება ემოციისა. მზე - შინაგანი ბუნებისა. ამიტომ, აქ მიდის კონფლიქტი ადამიანის ემოციურ ქვეცნობიერ სამყაროსა და მის ცნობიერ, პიროვნული მეს სამყაროს შორის. ეს იწვევს არაადეკვატურ, ემოციურ გამოვლინებებს.ახალმთვარეობაზე, ჩვენი წინაპრები წყალსაც არ უსხამდნენ მცენარეს, რადგან იცოდნენ, რომ მალე დალპებოდა მისი ფესვები, იმდენად ცუდი და ნეგატიური დღეა. პიკს მიაღწევს, 13-14 თებერვალს და იქნება ყველაზე მძაფრი. ხვდება ორი ბოროტი პლანეტა, მარსი და პლუტონი. (ეს არის ნგრევის პლანეტა) ისინი შეერთებაში არიან ერთმანეთთან, გვერდიგვერდ იმყოფებიან და 13-14-ში ერთ გრადუსში დასხდებიან. მათი შეერთება ნიშნავს, რომ ძალიან ცუდი, უარყოფითი, ბოროტი ენერგია მოდის დედამიწაზე. რამაც შეიძლება გამოიწვიოს,  როგორც ეკოლოგიური კატასტროფები, ასევე ადამიანებს შორის კონფლიქტები, ჯანმრთელობის გაუარესება.დაახლოებით 15 რიცხვამდე, ყველას ვთხოვ, რომ მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობას და ემოციას“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ მიხეილ ცაგარელი.ასევე ნახეთ:„ბოლოს რომ გნახე ხელს მიმალავდი... იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი და დალურჯებული გქონდა“ - ლუკა კურტანიძეVIDEO: “შოვის მსგავსი უბედურება იქნება, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, თოვლი და ტალახი…”– გოგა მანიას 2023 წლის წინასწარმეტყველება

სამი ფრაზა, რომელიც ძალას გართმევთ

რჩევები 1707494024

თანამოსაუბრის 3 ფრაზა, რომელიც შეუმჩნევლად გართმევთ ძალას და ენერგიას

მეტყველება არ არის მხოლოდ ინსტრუმენტი სიტყვების ნაკრების სახით, რომელსაც ადამიანები იყენებენ ინფორმაციის გადასაცემად. მეტყველება ბევრად მეტს ნიშნავს – მას აქვს ძლიერი გავლენა, რაზეც ბევრი არც კი ფიქრობს. გსმენიათ გამოთქმა "ბინძური საუბარი"? ცოტას ახარებს ისეთ კომპანიაში ყოფნა, სადაც თანამოსაუბრე ხშირად იყენებს უსიამოვნო სიტყვებს, ფრაზებს ან იგინება. უხერხულობის მიზეზი ძალიან მარტივია - ზოგიერთმა სიტყვამ შეიძლება გამოგვაცალოს ძალა და გავლენა მოახდინოს ქვეცნობიერზე. თუ თქვენი ახალი მეგობარი იყენებს ამ 3 ხრიკიდან ერთ-ერთს, კარგად დაფიქრდით კომუნიკაციის გაგრძელებაზე. ცუდი სურვილებიხშირად ადამიანები მეტყველებაში იყენებენ ზოგიერთ გამოთქმას, რომლის მნიშვნელობა არც კი ესმით. უფრო სწორად, არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. სხვათა შორის ფრაზა, როგორიცაა "Wow!" ძალიან გავრცელებულია ყოველდღიურ მეტყველებაში. ამავე დროს, მისი მნიშვნელობა აბსოლუტურად უარყოფითია. საუბრის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ ენერგია, გააფუჭონ განწყობა და ზიანი მიაყენონ ჩვენს ჯანმრთელობას.სიტყვები გარეგნობის შესახებნებისმიერ სიტყვას, რომელსაც ადამიანი ამბობს თანამოსაუბრის გარეგნობაზე, მის ჯანმრთელობაზე, სხეულზე ან შესაძლებლობებზე, დიდი ძალა აქვს. მაგალითად, გამონათქვამები, როგორიცაა: "ბრმა ხართ?", "კეხიანი ცხვირი გაქვს". ერთი შეხედვით უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის მთელ ცხოვრებაზე. უხეში საუბარიდამანგრეველი სიტყვების ენერგია ჩვენზე შეუმჩნეველ, მაგრამ საკმაოდ ხელშესახებ გავლენას ახდენს. უარყოფითი სიტყვების უხილავი ზემოქმედება ზუსტად მიზანში ხვდება. როგორ გავუმკლავდეთ მას? დააკვირდით თქვენს მეტყველებას და შეეცადეთ გამორიცხოთ ნებისმიერი უარყოფითი გამონათქვამი და ორაზროვანი მნიშვნელობის მქონე ფრაზა. დაფიქრდით რას ნიშნავს თქვენი სიტყვები. თუ თქვენს ნაცნობებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ხშირად ამბობენ უარყოფით ფრაზებს თქვენი მისამართით, უთხარით მათ ამ ყველაფრის შესახებ, ან შეამცირეთ კომუნიკაცია ასეთ ადამიანთან.ასევე ნახეთ:VIDEO: “შოვის მსგავსი უბედურება იქნება, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, თოვლი და ტალახი…”– გოგა მანიას 2023 წლის წინასწარმეტყველება„ბოლოს რომ გნახე ხელს მიმალავდი... იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი და დალურჯებული გქონდა“ - ლუკა კურტანიძენახეთ, დღეს შესასრულებელი 5 რჩევა, რომელიც წარმატებას და იღბალს მოგიტანთ

ვალუტის კურსი

ფინანსები 1707483696

რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6543 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0030 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8584 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8632 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა.ასევე ნახეთ:VIDEO: “შოვის მსგავსი უბედურება იქნება, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, თოვლი და ტალახი…”– გოგა მანიას 2023 წლის წინასწარმეტყველება„ბოლოს რომ გნახე ხელს მიმალავდი... იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი და დალურჯებული გქონდა“ - ლუკა კურტანიძენახეთ, დღეს შესასრულებელი 5 რჩევა, რომელიც წარმატებას და იღბალს მოგიტანთ

soso

საზოგადოება 1707480548

სად და როდის დაკრძალავენ სოსო ჯაჭვლიანს

სოსო ჯაჭვლიანის რძალი, კატო გიორგაძე ავრცელებს ინფორმაციას, სად და როდის გაიმართება მსახიობის პანაშვიდები და დაკრძალვა.„პანაშვიდი : ორშაბათს  (12 თებერვალს) ქაშუეთის ეკლესიაში.დაკრძალვა: სამშაბათს, 13 თებერვალს, 3 საათზე.გამოსვენება –  ქაშუეთის ეკლესიიდან. დაიკრძალება საბურთალოს კერძო სასაფლაოზე.მადლობა ყველას ჩვენი ტკივილის გულთან მიტანისთვის“.ასევე ნახეთ:„ბოლოს რომ გნახე ხელს მიმალავდი... იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი და დალურჯებული გქონდა“ - ლუკა კურტანიძეVIDEO: “შოვის მსგავსი უბედურება იქნება, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, თოვლი და ტალახი…”– გოგა მანიას 2023 წლის წინასწარმეტყველება

სროლა რუსთავში

სამართალი 1707477638

„მდგომარეობა მძიმეა...“ - რუსთავის ბაზარში დაჭრილი 26 წლის ახალგაზრდის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

"სტამბოლის ბაზარში" დაჭრილი 26 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. ის კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებულია.როგორც კლინიკის ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მამაკაცს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, საფანტით აქვს მიყენებული.„პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ არის შემოყვანილი შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი, მცირე ზომის ჭრილობებით სხეულის სხვადასხვა მიდამოში. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე.ახლა ლაბორატორიული მკურნალობა უტარდება და სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.ამ ეტაპზე კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევაზეა შეყვანილი, რის შემდეგაც, გადაწყდება მკურნალობის შემდეგი ტაქტიკა. მცირე ზომის ჭრილობები აღენიშნება გულ-მკერდზე, სახეზე, მუცელზე, ბარძაყის წინა ზედაპირზე და მარჯვენა ზემო კიდურზე. ჭრილობები საფანტითაა მიყენებული. ქირურგიული ჩარევა ჯერ არ ჩატარებია. მამაკაცი 26 წლისაა“, – განაცხადა ხათუნა რევაზიშვილმა.ცნობისთვის, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც ამავე ბაზარში იყო დასაქმებული.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1988 წელს დაბადებული ადამიანი, რომელმაც რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.ასევე ნახეთ:VIDEO: “შოვის მსგავსი უბედურება იქნება, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, თოვლი და ტალახი…”– გოგა მანიას 2023 წლის წინასწარმეტყველება„ბოლოს რომ გნახე ხელს მიმალავდი... იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი და დალურჯებული გქონდა“ - ლუკა კურტანიძე

კურტანიძე ჯაჭვლიანი

საზოგადოება 1707474444

„ბოლოს რომ გნახე ხელს მიმალავდი... იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი და დალურჯებული გქონდა“ - ლუკა კურტანიძე

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანი თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა.  65 წლის მსახიობი, სპორტსმენი, რეჟისორი და ყოფილი დეპუტატი, სამშობლოს, უკანასკნელად ახალი წლის დღეებში სტუმრობდა.მეგობართან ბოლო შეხვედრას ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპარლამენტარი იხსენებს:„8 თებერვალი ეს ის თარიღია რომელმაც მითხრა სოსო უფალთან წავიდა... იცი სოსო მთელი ეს წლები რაც ერთად ვიარეთ მიუხედავად ყველა სირთულის, სადაც სიკვდილი ძალიან ახლოს იყო. მე სულ შენი იმედი მქონდა და იცი რატომ?! იმიტომ რომ მჯეროდა შენი უღალატობის! ქრისტეს შობამდე მომწერე როცა ჩამოხვალ ბორჯომის ხეობიდან მოდი მნახეო...6 იანვარს შეგხვდი და იქაც იმ მდგომარეობაში მყოფი მომავალზე მესაუბრე. ის სიტყვა რაც დავით აღმაშენებლის საფლავზე ვთქვით 2011 წლის 25 დეკემბერს, ის ბოლომდე გაგვეტანა ჩვენი ერთგულებით! იცი სოსო მე შენი იმედი მაქვს, რომ არ დამტოვებ სადაც არ უნდა იყო, ჩემთან იქნები იმ უტეხი სულით, რომელსაც მე ასე ვაფასებდი და მჯეროდა ყოველთვის! ...6 იანვარს, ბოლოს როცა გემშვიდობებოდი გახსოვს ხელს რომ მიმალავდი?! იმ ნატანჯ ხელს რომელიც დასერილი დალურჯებული ჰქონდა?! მიმალავდი რადგან არ გინდოდა ეგ ნატანჯი ხელი მენახა იმიტომ რომ არ მტკენოდა, კიდევ გინდოდა შენგან იმედით სავსე წამოვსულიყავი და ხელს პლედი გადაფარე...ამ პროცესში მივხვდი რომ უძლიერესი ადამიანი სოსო ჯაჭვლიანი უტეხი გმირი იყო ჩემს თვალწინ, რომელიც სიკვდილს უტეხად ებრძოდა. ამასთანავე ერთგულებაზე მომავალ ბრძოლაზე ძალას და იმედს მატანდი... მოგკიდე ხელი დაგიკოცნე ეგ ერთგულებით სავსე ხელი და შუბლზე მივიდე და გითხარი, მეიმედები... იცით?! ასე რომ მოვეფერე არ ელოდა და მითხრა... შენ შემოგევლე! შენ!...“,-წერს ლუკა კურტანიძე.

ოლიმპიური კომიტეტი

სპორტი 1701703711

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:„ჩვენთვის, ისევე როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ცნობილი გახდა ერთი უსიამოვნო და დამაფიქრებელი ინციდენტის შესახებ, რაც წინ უძღოდა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ამასწინანდელ საანგარიშო ყრილობას. როგორც ირკვევა, ყრილობაზე მისული ჩვენი სახელოვანი ფალავანი, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ორი ოლიმპიური მედლის მფლობელი ლუკა კურტანიძე არასასურველი სტუმარი აღმოჩნდა ფედერაციის ხელმძღვანელებისთვის. როგორც თვითონ ამბობს, როცა მან მოკრძალებით ითხოვა ყრილობაზე დასწრების უფლება, ჯერ ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ, მერე კი გენერალურმა მდივანმა კარისკენ მიანიშნეს - აქ შენი ადგილი არ არის, ყრილობაზე არავის მოუწვევიხარო.ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი სპორტისთვის თავდადებული და განსაკუთრებული დამსახურების მქონე პიროვნება, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი, საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვახტანგ გორგასლის და ღირსების ორდენების კავალერი ყრილობის დარბაზში საპატიო სტუმრისთვის განკუთვნილ ადგილას დაესვათ, იქ შეკრებილი საზოგადოების თვალწინ ზურგი შეაქციეს და კარისკენ მიუთითეს.ფედერაციის ხელმძღვანელთა ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებს ის ფორმალური მოტივი, რომ კურტანიძე ყრილობაზე მოწვეულთა სიაში არ ყოფილა და არც ის, რომ შესაძლო სტუმრობის თაობაზე ყრილობის ორგანიზატორები წინასწარ არ გაუფრთხილებია. ამ შემთხვევაში, არგუმენტად ვერ გამოდგება ვერც ყრილობის რეგლამენტი (თუ რომელიმე პარაგრაფი ამგვარს ითვალისწინებს), ან შესაბამისი მუხლი ფედერაციის წესდებისა (თუ ასეთი რამ წესდების რომელიმე მუხლით რეგულირდება). ამასთან ერთად, არსებობს ეთიკური და ზნეობრივი კანონები, ურთიერთობის წესი და ელემენტარული კეთილგონიერება, რომელიც გვავალდებულებს პატივი ვცეთ და დავაფასოთ ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სახელს და ღირსებას.მით უმეტეს, თუ ამ ადამიანს გამორჩეული ღვაწლი აქვს ქართულ სპორტში, კონკრეტულად კი – ჭიდაობაში;მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი არც თუ ისე დიდი ხნის წინ თავად ხელმძღვანელობდა ჭიდაობის ფედერაციას;მით უმეტეს, თუ მისი დამსახურება ქართული სპორტის წინაშე შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე იმ ყრილობაზე შეკრებილი ადამიანებისა.ჭიდაობის ფედერაცია, ისევე, როგორც ამ სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, არ გახლავთ რომელიმე კერძო დაწესებულება, რომელიც მოქმედებს კერძო ინტერესების შესაბამისად და აქვს შეზღუდული ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. პირიქით, ფედერაციის სტატუსისა და ქართული სპორტისთვის ჭიდაობის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ფედერაციის ხელმძღვანელობა მოვალეა ერთგვარი ანგარიში ჩააბაროს გულშემატკივრებს, მათ შორის, ვეტერან ფალავნებს, იმ ხალხს, ვისი დამსახურებითაც ჭიდაობა ეროვნულ სპორტად იქცა საქართველოში. ჩვენ გვყავს მრავალი დიდი ჩემპიონი, რომელთა ცოდნა-გამოცდილება ძალზე მნიშვნელოვანია და გამოსაყენებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზით ჩამოცილებულია ფედერაციის მმართველობასაც და სამწვრთნელო საქმიანობასაც.ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჭიდაობის ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც ჩვენი საზოგადოების, ქართული სპორტის გულშემატკივრების წინაშე აკისრია. ლუკა კურტანიძესთან დაკავშირებული სამწუხარო ამბავი ერთი ეპიზოდია ამ საერთო სურათში. სხვათა შორის, ფედერაციის ბოლო ყრილობა, როგორც ჩანს, დახურული აღმოჩნდა მედიისთვისაც, რომელსაც, სავარაუდოდ, ექნებოდა ლეგიტიმური კითხვები ჭიდაობაში დღეს არსებულ ვითარებასთან და არაერთი მიმართულებით პოზიციების დათმობასთან დაკავშირებით. მათ შორის, იმასთან დაკავშირებითაც, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები კარს მოგვადგა, ჩვენ კი, ჯერჯერობით, მხოლოდ ორი ლიცენზიანტი გვყავს ჭიდაობაში.ვფიქრობთ, საერთო საქმისთვის უკეთესი იქნებოდა, ფედერაციას არა მხოლოდ ლუკა კურტანიძე, სხვა ვეტერანი მოჭიდავეები და სპორტის ხელმძღვანელი სტრუქტურების წარმომადგენლებიც მიეწვია ამ ყრილობაზე, რათა ერთად გვემსჯელა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ოთხწლეულის უმთავრეს შეჯიბრებაზე – პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებულ გამოსვლას უკავშირდება.სეოკ-ი იმედოვნებს, რომ ჭიდაობის ფედერაცია, მისი მმართველი ჯგუფი საღი გონებით შეაფასებს აქ გამოთქმულ ჩვენს გულწრფელ გულისტკივილს და თუ ასე მოხდება, ამ ჯგუფს დასკვნის გაკეთება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაც არ უნდა გაუჭირდეს“, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადებში.

ლუკა კურტანიძე

საზოგადოება 1700044243

VIDEO: „ბევრი ამბობს... მამაო გახდა ლუკა...“ - ლუკა კურტანიძის შეცვლილი იმიჯი, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა

ჭიდაობის ლეგენდა - ამ წარწერით სოციალურ ქსელში ლუკა კურტანიძის ვიდეო გავრცელდა, სადაც ვეტერანი მოჭიდავე სულ სხვანაირი ვიზუალით გვხვდება. სავსებით დასაშვებია იმაზე ფიქრი, რომ ის არასაერო გზას დაადგა. ნახეთ კადრები ↓ @validwrestlingofficial Wrestling legend Luka Kurtanidze 🇬🇪 #fyp #wrestling #борьба #georgia #judo #sport #training #xybca #orthodox #orthodoxchristian ♬ original sound - ValidWrestlingOfficial საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას თავად ლუკა კურტანიძე ეხმაურება და მის გარდასახვას ასე განმარტავს:„ბევრი ამბობს ... მამაო გახდა ლუკა... მე უბრალოდ ლუკა ელდარი კურტანიძე ვარ, ერთი ცოდვილი ქართველი, რომელმაც სამშობლო საქართველოსთვის ვიცხოვრე, შეცდომებით, დაცემით თუ აღმასვლით, მაგრამ მხოლოდ მისთვის! მე ღვთისმსახურთა მტვრადაც არ ვღირვარ, მაგრამ ჩვენი სამშობლო ხატია ჩემთვის.ამიტომაც ვარ ასე და თვალცრემლიანი ვმადლობ უფალს იმ გზისთვის, რომელიც დღემდე გამომატარა! აქ კადრში არის უდიდესი მსოფლიო დონის მწვრთნელი, მაგამედ გუსინოვი, უამრავი მსოფლიო ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონების აღმზრდელი, ჩვენი სამშობლო საქართველოს დიდი მეგობარი და პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უღალატო მეგობარი,“ - წერს ლუკა კურტანიძე და ფოტოს აქვეყნებს ↓

ლუკა კურტანიძე

პოლიტიკა 1687199699

Video: თუ „ქართულმა ოცნებამ“ რამე გლობალური შეცდომა არ დაუშვა მისი მომგები დღეს არავინ არის - ლუკა კურტანიძე

ისინი ეძებენ რაღაც  ახალს, სადაც უფრო მომგებიანი იქნება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლა - ამის შესახებ ლუკა კურტანიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში განაცხადა.„ახლა უკვე სააკაშვილის სივრცე არ არის მათთვის მისაღები. ისინი ეძებენ რაღაც  ახალს, სადაც უფრო მომგებიანი იქნება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლა... თუ „ქართულმა ოცნებამ“ რამე გლობალური შეცდომა არ დაუშვა მისი მომგები დღეს არავინ არ არის“ - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.   

ლუკა კურტანიძე

საზოგადოება 1675236152

აქ ვიპოვე სავანე ცილნაწამებმა, დაღლილმა, სულით დასერილმა... ისევ აქ იმ ანგელოზებს მივებარე - ლუკა კურტანიძე ფოტოებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპარლამენტარი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს წერს. როგორც პოსტიდან ირკვევა, ის ბოლო ნახევარი წელია, ბორჯომში, მონასტერში იმყოფება და აქ იპოვა სულიერი სავანე.„ეს პატარა ბიჭი აფხაზეთში ერთი მიზანდასახული მეოცნებე ადამიანია რომელმაც ტიტანური შრომის, თავგანწირვის და სამშობლო საქართველოსთვის აი ამ გამარჯვების ჟესტში შეკრა ერთიანი საქართველო! აფხაზეთი საქართველოა!! როგორ?! მე აფხაზი ქართველი ვარ ადათი და წესით იქ დავიბადე იქ გავიზარდე და მთელი ნახევარი საუკუნე მთელი მსოფლიო ქართული დროშის ქვეშ ფეხზე დავაყენე! რამდენი ქვეყნის წარმომადგენელი?! მსოფლიო ჩემპიონატზე 85 ქვეყნის წარმომადგენელი ერთად....ოლიმპიურ თამაშებზე კი 200 ქვეყანა უყურებდა ფეხზე დამდგარი ქართული დროშის გამარჯვებას! დიახ! უფლის დიდებით შევძელი ექვსჯერ მსოფლიო ჩემპიონობა და ევროპის ჩემპიონობა ასევე ექვსჯერ! ასამდე სხვადასხვა ტურნირების ჩემპიონობა! აი იმ პატარამ, აფხაზეთში დაბადებულმა, ქართულ აფხაზური ადათი და წესით გაზრდილმა, დიახ!ეს შევძელი ! აი ასე ერთ მუშტად შევკარი მთელი ერთიანი ძლიერი საქართველო!ამ ტექსტს ვწერ ახლა არა იმიტომ რომ ვინმეს შევახსენო რომ მე ლუკა ელდარი ნოდარისძე კურტანიძე ვარ .... არა! უბრალოდ ბორჯომის ხეობაში ვარ ეს ბოლო ნახევარი წელი... ზუსტად 38 წელია ეს კუთხე მამზადებდა მსოფლიო მწვერვალების დასაპყრობად და პირველად მთელი ნახევარი საუკუნის შემდეგ ზუსტად დღეს 31 იანვარს მუხლმოყრილი მადლობა მინდა შევწირო წმინდა გიორგის სადგრის მონასტერში, უფალს მამაღმერთს და იმ ანგელოზს რომელსაც 1985 წელს აქ სადგრის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში შევთხოვე დიდი ოცნება... აი იმ პატარა ბიჭმა რომელიც გამზრდელი მამიდას ხელი ახვევია... მსოფლიო ჩემპიონობა! ზუსტად 17 წლის შემდეგ ახდა ეს ოცნებით შეთხოვილი ნატვრა...პირველად თეირანში 2002 წ შემდეგ ნუიორკი2003... შემდეგ ბულგარეთში2017 შემდეგ მაკედონია2018, თბილისი 2019 და 2021 საბერძნეთი..მადლობა ამ საქართველოს ამ საოცარ კუთხეს სამცხე ჯავახეთის ულამაზეს მთებს ტყეს მდელოს რაც მთავარია აქ მაცხოვრებელ ხალხს....! მადლობა თითოეული გამარჯვებისთვის... მილიონი მადლობა ვერ გადაწონის იმ მადლს რაც ამ კუთხემ მომცა...ეს მთელი ისტორიაა რომელსაც აქ ვერ დავტევ .. მადლობა შენ წმინდაო ზეციურო ანგელოზო რომელმაც შეისმინე ერთი აფხაზი ქართველი ბიჭის ოცნება და ის აქციე არამარტო მსოფლიო ჩემპიონად, არამედ მიეცი მთელი სამყარო რომელსაც სამშობლოსადმი უშრეტი სიყვარული ჰქვია! მადლობა! ეს დრო ეს თვეები აქ ვიპოვე სავანე ცილნაწამებმა, დაღლილმა... სულით დასერილმა... ზურგში დანა ჩარტყმულმა ისევ აქ იმ ანგელოზებს მივებარე რომ ისევ ახვსდგე და ისევ სამშობლო საქართველოსთვის ვიბრძოლო! სად?! ყველგან სადაც საქართველოს დიდება იქნება სადაც სამშობლო საქართველოსთვის თავგანწირვა იქნება საჭირო!! ბოლო ამუსუნთქვამდის უფლის სიყვარულით სამშობლო საქართველოსთვის! ამინ.... მადლობა ჩემო ულამაზესო სამცხე ჯავახეთის ულამაზესო კარო ბორჯომის ხეობავ, უფლისა და ანგელოზთა სავანევ... მადლობა შენ იმედისთვის.... 

ლუკა კურტანიძე

პოლიტიკა 1673897794

VIDEO: ,,აწამეს სულხან მოლაშვილი... წამებასა და იმ მდგომარეობას შორის, რაც სააკაშვილს აქვს, დიდი სხვაობაა" - ლუკა კურტანიძე

,,აწამეს სულხან მოლაშვილი, თეთრაძე... წამებების პერიოდი ძალიან კარგად ვიცით. წამებასა და იმ მდგომარეობას შორის, რაც სააკაშვილს აქვს, ძალიან დიდი სხვაობაა", - ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონმა, ყოფილმა პარლამენტარმა ლუკა კურტანიძემ გადაცემაში ,,თავისუფალი სივრცე" განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განცხადებები, მხოლოდ მიზეზია იმისა, რომ მესამე პრეზიდენტი საქართველოდან წაიყვანონ. ,,ეს ყველაფერი, რაც მის ჯანმრთელობაზეა საუბარი, მხოლოდ მიზეზია იმისა, რომ საქართველოდან იქნას გარიდებული და თავისუფლება მოიპოვოს", - განაცხადა ლუკა კურტანიძემ. ვრცლად, ნახეთ ვიდეო ⬇️

ლუკა კურტანიძე

სპორტი 1665748438

ლუკა კურტანიძემ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა

ლუკა კურტანიძემ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.ამის შესახებ კურტანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.„დღეს მივიღე გადაწყვეტილება პირადი მოსაზრების გამო ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმზე დამეტოვებინა ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა და ასევე პრეზიდიუმის წევრობა! რაც პრეზიდიუმმა დააკმაყოფილა!მთელი ჩემი ცხოვრება დღემდე ვემსახურე ჩემს სამშობლოს სიცოცხლის ფასად! არ გამიცვლია ჩემი სამშობლოს სალი კლდეები სხვის შემოთავაზებულ დღეს დაუჯერებელ სიმდიდრეზე! და თუ რა შევძელი ეს ღმერთმა და მთელმა ჩემმა ერმა იცის რომელიც უსაზღვრო სიყვარულით მაძლიერებს სადაც არ უნდა ვიყო მთასა თუ ბარში!ასე რომ ყველაზე დიდი თანამდებობა ჩემთვის იყო და არის ღმერთისა და სამშობლოს სიყვარული. ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას კი მომავალში ვუსურვებ დიდ წარმატებებს ჩვენი სამშობლოს სადიდებლად“, - წერს ლუკა კურტანიძე.