სოზარ სუბარი

პოლიტიკა • 1791883857

ადამიანები, რომლებიც ჩვენს ძიუდოისტებს ლანძღავენ, მათ ვერაფერს დააკლებენ. უბრალოდ, თავიანთ თავს აყენებენ ზიანს და კიდევ ერთხელ ავლენენ იმას, რომ არაფერს წარმოადგენენ, არც საქართველო უყვართ და არც საქართველოს წარმატება ახარებთ - სოზარ სუბარი

საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან სპორტსმენების, მათ შორის ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ბულინგზე პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ილაპარაკა.მისი თქმით, ქართველ სპორტსმენებს გარკვეული ჯგუფების მხრიდან ლანძღვით არაფერი დააკლდებათ და ეს ჯგუფები თავიანთი ქმედებებით საკუთარ თავს აზიანებენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ არც საქართველო უყვართ და არც ქვეყნის წარმატება უხარიათ.„პირველ რიგში, ვუერთდები შოთა ხაბარელის სიტყვით გამოსვლას და ვულოცავ ბრწყინვალე გამარჯვებას ჩვენს ძიუდოისტებს - ჩვენს მართლაც გმირ გოგონებსა და ვაჟკაცებს.ისე ვართ განებივრებული მათი წარმატებებით, რომ, როდესაც მთელი მსოფლიო მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატზე, ინდივიდუალურში მეორე ადგილი და გუნდური ბრინჯაო არ გვაკმაყოფილებს და უფრო მეტს ველოდებით. ეს სწორედ მათი გმირობისა და დაუღალავი შრომის შედეგია და, უპირველეს ყოვლისა, მათი პატრიოტიზმის. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ გაღებული და დადებული სამშობლოსთვის, რისთვისაც მსურს მადლობა ვუთხრა მათ.რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც მათ ლანძღავენ - ისინი მათ ვერაფერს დააკლებენ, უბრალოდ, თავიანთ თავს აყენებენ ზიანს და კიდევ ერთხელ ავლენენ საკუთარ არარაობას: იმას, რომ არაფერს წარმოადგენენ, არც საქართველო უყვართ და არც საქართველოს წარმატება ახარებთ,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შოთა ხაბარელი

პოლიტიკა • 1791883784

შოთა ხაბარელი სპორტსმენების ბულინგზე: ქაცარავა იმ გუნდის წევრია, რომელმაც ჩვენს საზღვართან ჩაიხადა და ის უმსგავსობა ჩაიდინა. ეს ადამიანი და მართლა ქვეყნის სირცხვილი, შალვა ნათელაშვილი გამოდიან და ამბობენ, ბექაური თავის გვარს არცხვენსო- როგორ შეიძლება ბექაურზე ასეთი რამე თქვა?

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა სპორტსმენების მიმართ განხორციელებულ ბულინგსა და კრიტიკაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუღებელია საქართველოს შიდა მტრების მხრიდან სპორტსმენების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება. კერძოდ, ის გამოეხმაურა დავით ქაცარავასა და შალვა ნათელაშვილის განცხადებებს, რომლებმაც ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს პატრიოტიზმი დაუწუნეს და გვარის შემარცხვენელი უწოდეს. „მინდა გამოვეხმაურო იმ უმსგავსობებს, რასაც ჩვენი ქვეყნის მტრები ჩვენი სპორტსმენების მიმართ ახორციელებენ. კერძოდ, ბექაური, რომელიც არის ოლიმპიური ჩემპიონი, 24 წლის ასაკში მან ორჯერ მოიპოვება ოლიმპიური თამაშების ჩემპიონობა და იცით ყველამ კარგად, როგორი დამოკიდებულება აქვს ქვეყნის მიმართ და როგორ უყვარს სამშობლო. გამოდის პიროვნება, გვარად ქაცარავა, ალბათ გახსოვთ, ეს იმ გუნდის წევრია, რომელმაც ჩვენს საზღვართან ჩაიხადა და ის მართლა უმსგავსობა ჩაიდინა. ეს ადამიანი გამოდის და პატრიოტ ადამიანზე, ბექაურზე ამბობს ასეთ სიტყვებს. ასეთი უღირსი ადამიანები გვყავს. კიდევ ერთი ადამიანი, მართლა ქვეყნის სირცხვილი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ის თავის გვარს არცხვენსო. ბექაური თურმე არცხვენს თავის გვარს. როგორ შეიძლება ბექაურზე ასეთი რამე თქვა? იმიტომ გამოდის, რომ ბექაური მართლა უყვარს ჩვენს ხალხს და მართლა გმირია. არა მარტო ბექაური, ყველა ჩვენი ლეგენდარული სპორტსმენი. გამოდიან და აი ასეთი ეპითეტებით ამკობენ ჩვენს სპორტსმენებს. და ნათელაშვილი მართლა ქვეყნის შემარცხვენელია. მე მყავდა ჯემალ ნათელაშვილი ჩემი პირადი მწვრთნელი იყო. აი, იმას არცხვენს და მთელ გვარს არცხვენს, იმიტომ რომ აი ის თავისი ამ მაიმუნობით და მასხარობით ბექაურზე ასეთ რამეს ლაპარაკობს. ამიტომ მე მინდა კიდევ აქედან მივმართო ჩვენს სპორტსმენებს, დიდება მათ მოქმედებას, გმირობა მათ მოქმედებას და ასე წარმატებით გამოვლენ, მე დარწმუნებული ვარ ქვეყნისათვის სასახელოდ“,- განაცხადა შოთა ხაბარელმა

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა • 1791825771

ირაკლი კირცხალია: დამერწმუნეთ, ლაშა ბექაურისთვის, ან ნებისმიერი თავმოყვარე ქართველისთვის ქაცარავა რომ შეგაქებს, დიდი უბედურებაა

დამერწმუნეთ, ლაშა ბექაურისთვის, ან ნებისმიერი თავმოყვარე ქართველისთვის ქაცარავა რომ შეგაქებს, დიდი უბედურებაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.ჟურნალისტმა მას ლაშა ბექაურზე დავით ქაცარავას განცხადების შეფასება სთხოვა.„დამერწმუნეთ, ლაშა ბექაურისთვის, ან ნებისმიერი თავმოყვარე ქართველისთვის ქაცარავა რომ შეგაქებს, დიდი უბედურებაა. გავიხსენოთ, ვინ არის ქაცარავა და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება რომ არასერიოზულია“, - აღნიშნა კირცხალიამ.დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში დაწერა: „უდავოდ ძლიერი და გამორჩეული სპორტსმენია ლაშა ბექაური, მაგრამ მკვლელ და სადისტ ხარებასთან პოზირების შემდეგ მისი ნებისმიერი წარმატება ნულოვან ემოციას იწვევს. მარტო მაგარი სპორტსმენობა პატრიოტის საერთოდ არ ნიშნავს“.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1791803191

ირაკლი კობახიძე: დავით ქაცარავა ის ადამიანია, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ რუსულ სერიალში „ეფესბეს“ აგენტს თამაშობდა და ბექაურს უწუნებს პატრიოტიზმს, ეს არის თავხედობა

დავით ქაცარავა ის ადამიანია, რომელიც „ეფესბეს“ აგენტს თამაშობდა რუსულ სერიალში 2008 წლის ომის შემდეგ და ახლა ლაშა ბექაურს უწუნებს სხვადასხვა რამეს, პატრიოტიზმს და ა.შ., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, ეს არის თავხედობა.„დავით ქაცარავა ის ადამიანია, რომელიც „ეფესბეს“ აგენტს თამაშობდა რუსულ სერიალში 2008 წლის ომის შემდეგ და ახლა ბექაურს უწუნებს სხვადასხვა რამეს, პატრიოტიზმს და ა.შ. პირველ რიგში, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში. ორი ოქროს მედალი, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი მედალი, რომელიც გუნდურ ასპარეზობაში მოვიპოვეთ და ამაში ლაშა ბექაურმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. პრაქტიკულად ტრამვით მოაგებინა გუნდს პრინციპული დაპირისპირება. ასეთ ფონზე, ასეთ დამსახურებულ ადამიანებს თავს ესხმიან „ეფესბეს“ აგენტის როლის შემსრულებელი ადამიანები. შეგახსენეთ, რომ 2008 წლის შემდეგ ასრულებდა ეს ადამიანი „ეფესბეს“ აგენტის როლს რუსულ სერიალში. ეს არის თავხედობა. ამას სხვა შეფასება არ შეიძლება, მიეცეს. ეს ადამიანი არის შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ანტიეროვნულ ქმედებებში. შესაბამისად, საინტერესო არ არის მაინცდამაინც მისი თავდასხმა ჩვენი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.შეგახსენებთ, რომ დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში დაწერა: „უდავოდ ძლიერი და გამორჩეული სპორტსმენია ლაშა ბექაური, მაგრამ მკვლელ და სადისტ ხარებასთან პოზირების შემდეგ, მისი ნებისმიერი წარმატება ნულოვან ემოციას იწვევს. მარტო მაგარი სპორტსმენობა პატრიოტიზს საერთოდ არ ნიშნავს“.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1791802697

ირაკლი კობახიძე: ვულოცავ შთამბეჭდავ გამოსვლას ძიუდოისტებს, ორი ოქროს მედალი, მათ შორის მნიშვნელოვანი მედალი მოვიპოვეთ გუნდურ ასპარეზობაში, ამაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ბექაურმა

მინდა, ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.ირაკლი კობახიძემ გუნდურ ასპარეზობაში მოპოვებული მედლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში. ორი ოქროს მედალი, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი მედალი, რომელიც გუნდურ ასპარეზობაში მოვიპოვეთ და ამაში ლაშა ბექაურმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. პრაქტიკულად, ტრავმით მოაგებინა მან ჩვენს გუნდს პრინციპული დაპირისპირება“, – განაცხადა პრემიერმა.

ლაშა ბექაური

სპორტი • 1791793103

რას წერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ლაშა ბექაურის გმირობაზე

ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველომ ჩინეთის გუნდი 4:1 დაამარცხა.ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ნინო გულბანმა (70 კგ), ლუკა მაისურაძემ (90 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (100+ კგ) მოიპოვეს.აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრები ხუთი ძიუდოისტით ასპარეზობდა, რადგან სოფიო სომხიშვილმა (78+კგ) ფრანგებთან მიღებული ტრამვის გამო ჭიდაობა ვეღარ შეძლო და ერთი ქულა ჩინეთმა ავტომატურად მიიღო.ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ტრავმირებული ლაშა ბექაური ლუკა მაისურაძემ შეცვალა.ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ლაშა ბექაურს აქებს:„ბექაურმა გუნდურ შეჯიბრებაში თავისი ნამდვილი შესაძლებლობები გამოავლინა. ეჭვგარეშეა, ის კიდევ ერთხელ გახდა საქართველოს გმირი.მან პირველ ორთაბრძოლაში მიტროვიჩის წინააღმდეგ ტრავმა მიიღო, თუმცა, მიუხედავად ამისა, გადამწყვეტ დაპირისპირებაში ტატამზე კოჭლობით გავიდა და გუნდისთვის ყველაფერი გაიღო.აშკარად ეტყობოდა, რომ ძლიერი ტკივილი ტანჯავდა, თუმცა ქულა მაინც მოიპოვა და თავისი ნაკრები ფინალურ ბლოკში გაიყვანა.”

ძიუდო

სპორტი • 1791729368

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველომ ჩინეთის გუნდი 4:1 დაამარცხა.ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ნინო გულბანმა (70 კგ), ლუკა მაისურაძემ (90 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (100+ კგ) მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრები ხუთი ძიუდოისტით ასპარეზობდა, რადგან სოფიო სომხიშვილმა (78+კგ) ფრანგებთან მიღებული ტრამვის გამო ჭიდაობა ვეღარ შეძლო და ერთი ქულა ჩინეთმა ავტომატურად მიიღო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ტრავმირებული ლაშა ბექაური ლუკა მაისურაძემ შეცვალა.რაც შეეხება ინდივიდუალურ ასპარეზობას, მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შედეგად, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.

ლაშა ბექაური

სპორტი • 1791450460

ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა იაპონელ სანშირო მურაოსთან დათმო და ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.შეჯიბრებაზე გამოსვლას აგრძელებს ნინო გულბანი (70კგ). ის 1/16-ფინალურ ეტაპზე ისრაელის წარმომადგენელ მაია გოშენს შეხვდება.მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლაშა ბექაური

სპორტი • 1791443235

ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ლაშა ბექაურმა (90 კგ). ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სამხრეთკორეელ ძიუდოისტს, სონგს იპონით მოუგო. ტურნირის მერვედფინალშივე ლაშას პოტენციური მეტოქე იაპონელი სანშირო მურაოა. მანამდე ქართველი სენეგალელ რაიან დაკოსტას დაუპირისპირდება.ამავე წონაში დღეს იასპარეზებს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი – ლუკა მაისურაძე. ტატამიზე ქალთა შორის გამოვა ნინო გულბანი (70კგ).შეჯიბრებაზე წინასწარი შეხვედრები 10:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს

სპორტი • 1791439564

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ორი წარმომადგენელი ეყოლება – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე. ბექაური პირველ წრეში სამხრეთკორეელ ძიუდოისტს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტურნირის მერვედფინალშივე ბექაურის პოტენციური მეტოქე იაპონელი სანშირო მურაოა.ლუკა მაისურაძე პირველ წრეს გამოტოვებს, მეორე ეტაპზე კი ან რუს ანდონის, ან სერბ რუტოვიჩს შეხვდება. წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, ქართველები ერთმანეთს ფინალამდე არ დაუპირისპირდებიან.ქალთა შორის, 70 კგ წონით კატეგორიაში, ნინო გულბანი ჩინელ ფენს შეხვდება.წინასწარი შეხვედრები 10:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბექაური ლიპარტელიანი

სპორტი • 1789648200

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია

გაირკვა იმ ქართველი ძიუდოისტების ვინაობა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას. პლანეტის პირველობას 4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს.ტურნირზე საქართველოს ღირსებას 13 სპორტსმენი დაიცავს – ცხრა კაცი და ოთხი ქალი.სანაკრებო განაცხადი ასე გამოიყურება:კაცები:60 კგ: გიორგი სარდალაშვილი66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი81 კგ: ტატო გრიგალაშვილი90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე100 კგ: ილია სულამანიძე+100 კგ: გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილიქალები:57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე70 კგ: ნინო გულბანი+78 კგ: სოფიო სომხიშვილი2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) დაისაკუთრა, ვიცე-ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლუკა მაისურაძე (90 კგ) დაეუფლა.

ლაშა ბექაური

სპორტი • 1788209070

„ჩახერგეთ გზები უკან დასახევი!“ - რა კადრებს აქვეყნებს ლაშა ბექაური

ქართველი ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.ამჯერად ლაშა ბექაური გამომწერებს ვარჯიშის დროს გადაღებული კადრები გაუზიარა:„ჩახერგეთ გზები უკან დასახევი!“, - წერს ლაშა ბექაური.

✕