გმირთა მოედანი აქცია

საზოგადოება 1714664100

აქციის მონაწილეებმა ფილარმონიიდან გმირთა მოედნისკენ ასასვლელი გზა გადაკეტეს

„გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებმა, ფილარმონიიდან გმირთა მოედნისკენ ასასვლელი გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების განცხადებით, მათ სურთ ყველა მოქალაქეს გააგებინონ თავიანთი პროტესტის შესახებ.მანამდე, მათ პოლიციამ არაერთხელ მოუწოდა გზა არ გადაეკეტათ, რადგან ეს კანონდარღვევა იქნებოდა.თავდაპირველად, მომიტინგეები დაემორჩილნენ პოლიციის მითითებას და გადავიდნენ ტროტუარზე. იყო მცირე დაპირისპირებაც, რა დროსაც პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

არჩილ თალაკვაძე

პოლიტიკა 1714653095

როდესაც არის საფრთხეები, რეაგირებაც არის პროპორციული და ადეკვატური, მოქალაქეებისთვის უფრო გაუგებარი იქნებოდა ვინმემ ქვეყნის არევა, დესტაბილიზაცია, დაპირისპირება და ძალადობა სცადოს ქუჩებში და არავინ არ გააკეთოს ამაზე რეაგირება - არჩილ თალაკვაძე

სახელმწიფო ყველგან, საქართველოშიც, ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ვალდებულია, რომ დაიცვას წესრიგი და უსაფრთხოება, დაიცვას თავისი მოქალაქეები, საზოგადოება და სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესები. ამას აკეთებს საქართველოშიც სახელმწიფო და ამას აკეთებს, ზოგჯერ კიდევ უფრო მკვეთრი ფორმებით, სახელმწიფო ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას უცხოელი პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ .თალაკვაძის თქმით, მოქალაქეებისთვის უფრო გაუგებარი იქნებოდა ვინმემ ქვეყნის არევა, დესტაბილიზაცია,  დაპირისპირება და ძალადობა სცადოს ქუჩებში და არავინ არ გააკეთოს ამაზე რეაგირება.„როდესაც არის საფრთხეები, რეაგირებაც არის პროპორციული და ადეკვატური, შესაბამისად უფრო გასაკვირი და მოქალაქეებისთვის უფრო გაუგებარი იქნებოდა ვინმემ ქვეყნის არევა, დესტაბილიზაცია,  დაპირისპირება და ძალადობა სცადოს ქუჩებში და არავინ არ გააკეთოს ამაზე რეაგირება. მაშინ სახელმწიფო აღარ იარსებებს და ის ვერ იდგება მოქალაქეების და ქვეყნის დასაცავად. საქართველო ასეთი არ არის დღეს და არც მომავალში არ იქნება ამის პირობას ჩვენ ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

გია ვოლსკი

პოლიტიკა 1714647621

ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროვოცირება, მინდა მშობლებსაც და ახალგაზრდებსაც მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ, არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ამას განზრახ სჩადიან, რომ დაპირისპირება როგორმე მსხვერპლით დამთავრდეს - გია ვოლსკი პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე

როცა პოლიცია ამბობს, რომ არ გამოგვიყენებია რეზინის ტყვიები, ეს სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან, რომ გამოეყენებინათ, რისი სრული ლეგიტიმური უფლებაც ჰქონდათ, მით უმეტეს აგრესიის ამ ხარისხის შესაკავებლად, ამას იტყოდნენ კიდევაც. არ შეიძლება ამის დამალვა, ასე რომ, არაფერი დაიმალება. გამოძიება თუ საჭიროა, ამ თემაზეც გაიმართება, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ორგანიზებულ ჯგუფებთან გაქვს საქმე, აქ ყველანაირ პროვოკაციას შეიძლება მოველოდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ, ჟურნალისტებს განუცხადა.ვოლსკის თქმით, ნებისმიერი ახალგაზრდის დაშავება არამხოლოდ გულისტკივილს, არამედ შეშფოთებას იწვევს. მისივე განცხადებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სპეციალურად იწვევენ პროვოკაციებს, რათა მიიღონ დაპირისპირების ის ხარისხი, რაც ვითარების მაქსიმალურად დაძაბვისთვის არის საჭირო.თვალის არეში, როგორც ადასტურებენ, ტყვია არ არის მოხვედრილი, ეს შეჯახებით ან რაღაც საგნის მოხვედრით შეიძლება იყოს გამოწვეული. მე რამდენადაც ვიცი, ამასთან დაკავშირებით ექიმმაც ილაპარაკა. კი ეჭირა ერთ ადამიანს ტყვია, ამბობდა რომ მას ზიანი არ მიუყენებია, თუმცა, ჟურნალისტი კატეგორიულად მოითხოვდა ეთქვა, რომ ძალიან მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული, ისევე როგორც ჩვენ ვიხილეთ, რომ ადამიანი ამბობს, არაფერი არ მჭირს და მას მაინც თვალებს უწმენდენ. მე მინდა ვთქვა, ვინც არ უნდა იყოს, რომელი მხარის ახალგაზრდაც არ უნდა იყოს და არამარტო ახალგაზრდა როდესაც არის დაშავებული, ეს არამარტო ჩვენს გულისტკივილს, არამედ ჩვენს შეშფოთებას იწვევს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოვხატავ მყარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროვოცირება. სხვათა შორის, ნიუ-იორკის მერმაც განაცხადა, რომ არიან ადამიანები, ვინც სტუდენტებს უკეთებს ორგანიზებას, რომ რადიკალური პროცესები განავითარონ და დაპირისპირების ის ხარისხი მიიღონ, რომ როგორმე ვინმე დაშავდეს მძიმედ. სამწუხაროდ ამას ვადევნებთ თვალყურს და მინდა, რომ მშობლებსაც და ახალგაზრდებსაც მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ, არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ამას განზრახ სჩადიან, რომ დაპირისპირება როგორმე მსხვერპლით დამთავრდეს." - განაცხადა გია ვოლსკიმ.

იოსებ ტყემალაძე

პოლიტიკა 1714642059

"გუნდის წევრების მიერ გაკეთებულმა სხვადასხვა ხმამაღალმა განცხადებამ შეიძლება გამოიწვიოს განხეთქილება და დაპირისპირება ნაკრებში, რაც სრულიად დაუშვებელი და დამაზიანებელია ჩვენი მიზნებისთვის" - იოსებ ტყემალაძე

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სპორტსმენებზე, კერძოდ კი მორაგბეებზე არსებულ ზეწოლაზე საუბრობს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი. იოსებ ტყემალაძე მოუწოდებს ყველას, მათ შორის თავად მორაგბეებსაც, შეწყვიტონ ზეწოლა და "ყველამ საკუთარი საქმე აკეთოს"."გუნდის წევრების მიერ გაკეთებულმა სხვადასხვა ხმამაღალმა განცხადებამ შეიძლება გამოიწვიოს განხეთქილება და დაპირისპირება ნაკრებში, რაც სრულიად დაუშვებელია და დამაზიანებელია იმ მიზნისთვის, რისკენაც მიიწევს საქართველოს რაგბის კავშირი, ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებთან ერთად.გარდა ამისა, მინდა, ყველას შევახსენო, რომ არა "ფონდი ქართუ" და ბიძინა ივანიშვილი, დღეს არ ექნებოდათ ბიჭებს ის ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები, რომელიც აქვთ, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა იმ შედეგების მიღწევა, რომლებიც გაგვაჩნია. ასევე, მთავრობის ხელშეწყობით და მხარდაჭერით, დღეს საშუალება გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ მნიშვნელოვან ევროპულ ტურნირებში," - წერს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი.

ნკ

სამართალი 1714625274

დემონსტრანტების ნაწილმა გვიან ღამით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა - აქციის მონაწილეებმა, სკუტერებითა და ნაგვის ურნებით, სავალი გზა გადაკეტეს და ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ

დემონსტრანტების ნაწილმა გვიან ღამით რუსთაველის გამზირიდან ამჯერადაც იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა.აქციის მონაწილეები სანაპიროზე მსვლელობით მივიდნენ. მათ, სკუტერებითა და ნაგვის ურნებით, სავალი გზა გადაკეტეს და ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.შეიქმნა საცობი, რის გამოც ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა. იყო რამდენიმე ავტომობილის მძღოლსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.

 სოსო ტყემალაძე

სპორტი 1714598880

მიმდინარეობს მორაგბეებზე, განსაკუთრებით, ნაკრების მოთამაშეებზე სერიოზული ზეწოლა, მოვუწოდებ ყველას, მისცენ სპორტსმენებს თავიანთი საქმის კეთების საშუალება - იოსებ ტყემალაძე

მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვეცადე, არ დამეფიქსირებინა რაიმე პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, დავდექით იმ სამწუხარო ფაქტის წინაშე, რომ მიმდინარეობს ჩვენს მორაგბეებზე და განსაკუთრებით ეროვნული ნაკრების მოთამაშეებზე, ისევე როგორც სხვა სპორტებზე, სერიოზული ზეწოლა. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას, შეწყვიტონ ეს ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის მიმართვაში.„ამავეს მოვუწოდებ მორაგბეებსაც, რომ აკეთონ თავიანთი პროფესიული და საყვარელი საქმე, თავიანთი შრომით და თავდადებით დადონ თითო აგური ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გვასახელონ სხვადასხვა ჩემპიონატზე თუ ტურნირზე, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში აგვეწიოს საქართველოს დროშა ამაყად“,- აღნიშნავს ტყემალაძე.მისივე თქმით, „ნუ დავივიწყებთ იმ პასუხისმგებლობას და მნიშვნელობას, რაც ეროვნული ნაკრების კვართის ტარებაა“.„მით უმეტეს, ბიჭებს წინ მნიშვნელოვანი თამაში ელით 3 მაისს „ლესტერ თაიგერსთან“, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია იმისაკენ, რომ ზუსტად იმ დიდი ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ, როგორიც არის „ექვსი ერის“ ტურნირი,  ევროპის პროფესიონალური სარაგბო კლუბების ჩემპიონატი და ა.შ.ასევე, გუნდის წევრების მიერ გაკეთებულმა სხვადასხვა ხმამაღალმა განცხადებამ შეიძლება გამოიწვიოს განხეთქილება და დაპირისპირება ნაკრებში, რაც სრულიად დაუშვებელია და დამაზიანებელია იმ მიმართულებისთვის და მიზნისთვის, რისკენაც პატარ-პატარა თუ დიდი ნაბიჯებით, მაგრამ წინ და შეუპოვრად მიიწევს საქართველოს რაგბის კავშირი ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებთან ერთად. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა აუცილებლად უნდა ითამაშოს ევროპულ ლიგებსა და ტურნირებზე, ამისათვის კი საჭიროა ერთიანობა და გუნდურობა.გარდა ამისა, მინდა, ყველას შევახსენო, რომ არა „ფონდი ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი, დღეს არ ექნებოდათ ბიჭებს ის ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები, რაც გააჩნიათ, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა იმ შედეგების მიღწევა, რაც გაგვაჩნია. ასევე, მთავრობის ხელშეწყობით და მხარდაჭერით არის, რომ დღეს საშუალება გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ მნშივნელოვან ევროპულ ტურნირებში და ჩვენს ბიჭებს ჰქონდეთ ღირსეული პირობები ამისთვის. ეს მხარდაჭერა გვაძლევს სიმტკიცეს, რომ კიდევ უფრო მეტი ამბიცია გავიჩინოთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებში ჩავერთოთ და მივიღოთ მონაწილეობა, რათა ქართული დროშა მსოფლიოს სარაგბო ქვეყნების არენებზე ფრიალებდეს.მშვიდობა ჩვენს ქვეყანას! და გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ – აღნიშნულია იოსებ ტყემალაძის მიმართვაში, რომელსაც საქართველოს რაგბის  კავშირი ავრცელებს.

აქცია 1 მაისი

პოლიტიკა 1714576920

რუსთაველის გამზირი უკვე გადაიკეტა - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე იკრიბებიან აქციის მონაწილეები, რომლებიც "გამჭვირვალობის" კანონს ეწინააღმდეგებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - მოხდეს კანონპროექტის უკან გაწვევა. როგორც ისინი ამბობენ, მათი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება ამ მოთხოვნას არ შეასრულებს.რუსთაველის გამზირი უკვე გადაიკეტა და შეწყვეტილია საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.იქ იმყოფება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი."ჩვენ ახლა გამოგვიცხადეს ბრძოლა და დაპირისპირება მთელი ქართული იდენტობის გასატეხად. ჩვენ არ შეიძლება რომ გავჩერდეთ, იმიტომ რომ ამის უკან არის ჩვენი იდენტობის კიდევ ბევრი ხნით ოკუპირება," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ევროკავშირი

საზოგადოება 1714573509

გასულ ღამეს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო მედია ეხმაურება

გასულ ღამეს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო მედია ეხმაურება. "ბიბისი", "როიტერსი", "ასოშიეითიდ პრესი", "ნიუ-იორკ თაიმსი" და "ალ-ჯაზირა", - სტატიებში აღწერილია პარლამენტის წინ, სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის მომხდარი დაპირისპირება.ასევე საუბარია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე.სტატიების ავტორები მიმოიხილავენ ქართულ საზოგადოებაში არსებულ დისკუსიას კანონის შესახებ. კანონპროექტის შინაარსობრივი ნაწილის განხილვისას, ავტორები განიხილავენ მთავრობის, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არგუმენტებს.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1714561386

ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი საქართველო, რომ ყველას ერთი მოსაზრება გვქონდეს - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული პროტესტი რეალურად ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განხორციელებას ემსახურება.მისივე განმარტებით, კანონის მიღება უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება და რა პროექტებზე იხარჯება თანხები.„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მშვიდობიანი აქციის დასახელება უბრალოდ შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით. ყველამ ვიცით, ვინ ვინ არის - რომელი ორგანიზაციაა, პარტიაა, საიდან ფინანსდება და როგორ. ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. შესაბამისად, კანონის მიღება მოგვცემს შესაძლებლობას, ყველამ გააკეთოს დეკლარირება იმისა, თუ საიდან ფინანსდება, რა პროექტებზე და რა მიზნით იხარჯება თანხები. ამავდროულად, ყველა ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი მოსაზრება. ცხადია, ქვეყანაში ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება. ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი საქართველო, რომ ყველას ერთი მოსაზრება გვქონდეს. გვყავს განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანები. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს და ვერ ერკვეოდეს დეტალებში, რადგან არ უხსნიან სიმართლეს. ერთი არგუმენტი ვერ დაასახელეს ამდენი ხნის განმავლობაში, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი ცუდი. ჩვენ არაფერს ვმალავთ - პირდაპირ ვამბობთ, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს უცხოური გავლენების შემცირება ქვეყანაში“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.კახა კალაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს მმართველ პოლიტიკურ ძალას უჭერს.„არ არის სწორი მოწოდებები და ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება. შეიძლება რაღაცაში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, არ მოგწონდეს ეს ხელისუფლება, მაგრამ არჩევნები მოდის, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, რა პრობლემაა. კარგად იცით, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ უჭერს. ისიც იცით, რომ არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა არის ნულს ქვემოთ. ამიტომაა მცდელობა, რომ დაპირისპირება, შუღლი შემოიტანონ და ისეთი ქმედებები განახორციელონ, რაც რევოლუციასთან იქნება დაკავშირებული. არავის არაფერი გამოუვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დაპირისპირება

საზოგადოება 1714553737

VIDEO: ანა წითლიძე და გურამ მაჭარაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - გამჭვირვალობის კანონის მეორე მოსმენით განხილვამდე, ერთმანეთსვე პარლამენტის დერეფანში ერთმანეთს ანა წითლიძე და გურამ მაჭარაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა.გურამ მაჭარაშვილი აკეთებდა მედიასთან კომენტარს, რა დროსაც მას მიუახლოვდა ანი წითლიძე და განმარტებებს სთხოვდა აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. იყო შეურაცხმყოფელი რეპლიკები. 

ნჯ

სამართალი 1714535089

დემონსტრანტებმა ქვეყნის მთავარი გამზირი გამთენიისას დატოვეს - დაპირისპირებებითა და ხმაურით სავსე ღამე

დაპირისპირებებითა და ხმაურით სავსე ღამე - დემონსტრანტებმა ქვეყნის მთავარი გამზირი გამთენიისას დატოვეს.აქციის მონაწილეთა დაშლამდე, ცოტა ხნით ადრე, სპეცდანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირი დატოვა და დისლოკაციის ადგილზე, საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალურ შესასვლელთან გადაინაცვლა. მალევე, მომიტინგეებმა ჭიჭინაძის ქუჩასა და რუსთაველის გამზირის კვეთაზე ბარიკადები აღმართეს და ტერიტორია რკინის ჯებირებით, ნაგვის ურნებითა და სკამებით შემოსაზღვრეს.აქციის დაშლა პარლამენტის შენობასთან საღამოს ათის ნახევრისთვის დაიწყო, რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის სხდომა დასრულდა. დაპირისპირება დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მთელი ღამის განმავლობაში პერიოდულად გრძელდებოდა.სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად წყლის ჭავლი, ე.წ. გაზის კაფსულები, წიწაკის სპრეი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. დემონსტრანტები, თავის მხრივ, სამართალდამცველებს წყლის ბოთლებსა და სხვადასხვა საგანს ესროდნენ.

აქცია

პოლიტიკა 1714515003

რუსთაველზე ვითარება კვლავ დაძაბულია - სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს პერიოდულად აკავებენ

რუსთაველის გამზირზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. აქციის მონაწილეები პოლიციის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, დაშლას არ აპირებენ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფი. პერიოდულად, პოლიციასა და აქციის მოწილეებს შორის ხდება ფიზიკური დაპირისპირება.პარალელურად, სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს აკავებენ. იყო დემონსტრანტების მხრიდან საპოლიციო ძალების მიმართულებით სხვადასხვა ნივთების სროლის ფაქტი.