პოსტი

საზოგადოება 1787083334

„ანუ, ცოცხალია… ძალიან უცნაურია ეს პოსტი ამდენი წლის შემდეგ...“ - რეაქციები 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის სოცქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე

„ანუ, ცოცხალია… ძალიან უცნაურია ეს პოსტი ამდენი წლის შემდეგ...“, - ასე ეხმაურებიან სოციალური ქსელის მომხმარებლები ოსურ ენაზე დაწერილ პოსტს, რომელიც დაახლოებით 2 საათის წინ გურამ დადიანიძის ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა. „თუ გატეხეს, ვიღაც ძალიან ბოროტად ხუმრობს. ეს ფრაზა ითარგმნება, როგორც „დაკარგული (გაფლანგული) დრო“. ასე თარგმნა ხელოვნურმა ინტელექტმა და იქნებ ენის მცოდნეებმა გვითხრათ ზუსტად“.„ნახონ სასწრაფოდ აიპი და ვინ გამოაქვეყნა... ასეთი რამ როგორ შეიძლება?!“.„გამწარებულ დედას როგორ უბნევენ თავგზას ეს არარაობები“.„იმედია, არ აჰყვებიან ამ ფარსს გამომძიებლები!“  „ოსურად წერია: მოვიდა დრო“.„ისეთი ფერისცვალება ყოფილიყოს, ცოცხლად იხილოს მისი შვილი სოფომ“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.ამავე თემაზე:2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა          

გურამ დადიანიძე

საზოგადოება 1787081533

13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც ასე ითარგმნება: „მოვიდა დრო“, „დადგა დრო“.ბოლო პოსტი გურიკო დადიანიძის გვერდზე 2013 წელს არის გაზიარებული.  

სოფო

საზოგადოება 1786997599

რა მოხდა თურქეთში და სად არის გურამ დადიანიძის მამა? - რას ჰყვება გურიკას დედა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედა გადაცემაში „შენი ამბავი თაისთან“ ჰყვება რა მოხდა თურქეთში და სად არის გურამ დადიანიძის მამა. „14 წლის იყო გურიკა პირველად, რომ გადავიყვანე თურქეთში, ჩემთან. სამი თვე აქეთ იყო სამი თვე იქით. ხუთი გადმოსვლა აქვს, მეხუთე ვიზის შემდეგ ბავშვმა გააფუჭა ვიზა, აღარ მინდა საქართველოშიო...ერთი დღე იყო, როცა ბინის მეპატრონემ დამირეკა, მთელი კორპუსი და ქუჩა იჩხრიკებაო. იმ წუთას ის გავიფიქრე, რომ ვიზა არ მქონდა. გაჩხრიკეს და პასპორტით ნახეს, რომ მე 9 წელი საბუთები მქონდა გაფუჭებული. გაკვირვებული მიყურებდა, ნუთუ როგორ დადიოდი აქ, რომ საერთოდ არსად არ ხარ დაფიქსირებულიო. წავედით პოლიციაში, იქ გავიგე, რომ ჩვენი ბინის წინ ბავშვი დაღუპულა. პოლიციამ მაჩვენა იმ ბავშვის ფოტო, რომელიც ჩემი მულის კლასელი იყო. ამის საფუძველზე იყო ჩემს ბინაში ჩხრეკა...ჩემი წარსული ან მამასთან გაშორება არანაირი კავშირში არ არის გურიკას გაქრობასთან. (გურიკას) მამა რატომ არ გამოდის კონტაქტზე არ ვიცი. გული, რომ აწუხებს ვიცი. მე თუ რამეზე დამირეკავს მასთან ყოველთვის ნორმალურად გაუცია პასუხი“

სოფო

საზოგადოება 1786823741

12 წლის წინ დაკარგული გურიკა დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

12 წლის წინ დაკარგული გურიკა დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს.„თურქეთში ცხოვრების დროს გარდაცვლილი გიორგი დურული არაფერ კავშირშია ჩემთან ან გურიკას პოვნასთან. გთხოვთ პატივი ეცით გარდაცვლილის ოჯახს. ჩემი ერთადერთი სურვილი შვილის პოვნაა, რაც არ უნდა ეცადოთ ჩემს გაშავებას ღმერთი ხედავს, რომ მართალი ვარ ! მე პირადად ბოდიშს ვუხდი მის ოჯახს მის გამო რომ 12 წლის ტკივილს შეეხნენ...“,  წერს სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში. 

ტარიელ კაკაბაძე

სამართალი 1786701547

ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის საქმეზე მიმართვას ავრცელებს

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე განცხადება ავრცელებს.“სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მეწყერის ვერსია გამორიცხულია. შსს-მ რამდენიმე დღეში გააკეთა იმდენი, რამდენიც 12 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. გამოძიება გრძელდება სხვა ვერსიების გადასამოწმებლად! ჭაც შემოწმდა.სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ: საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, სამაშველო სამსახური და კრიმინალური პოლიცია.ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ სამივე სამსახურმა პროფესიონალურად იმუშავა.გამოძიება გრძელდება და წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი,”– ნათქვამია ტარიელ კაკაბაძის განცხადებაში. ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

მლეთა

სამართალი 1786608317

ახალი ინფორმაცია მლეთადან - მიუვალი ადგილების უკეთ შესამოწმებლად, დღეს მძიმე ტექნიკას შეიყვანენ

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები უწყევტ რეჟიმში გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი - პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები და მეხანძრე მაშველები შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ამოწმებენ ტერიტორიას. უწყვეტ სამძებრო სამუშაოებს ესწრება დაკარგულის დედაც.დედის ინფორმაციით, მლეთაში, მიუვალი ადგილების უკეთ შესამოწმებლად დღეს მძიმე ტექნიკას შეიყვანენ. ცნობისთვის, 10 აგვისტოს, შსს-მ ვრცელი განცხადება გაავრცელა 2014 წელს დუშეთში, ლომისობის დღეს გაუჩინარებული ახალგაზრდის, გურამ დადიანიძის საქმეზე. უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

მლეთა

სამართალი 1786515071

უახლესი ინფორმაცია მლეთადან, სადაც სამძებრო სამუშაოები გრძელდება - პროცესს ესწრება დაკარგულის დედაც

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები დღეს დილიდან განახლდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი - პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები და მეხანძრე მაშველები შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ამოწმებენ ტერიტორიას.უწყვეტ სამძებრო სამუშაოებს ესწრება დაკარგულის დედაც.ცნობისთვის, 10 აგვისტოს, შსს-მ ვრცელი განცხადება გაავრცელა 2014 წელს დუშეთში, ლომისობის დღეს გაუჩინარებული ახალგაზრდის, გურამ დადიანიძის საქმეზე.უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მლეთაში გაიგზავნა უწყების 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორიას ამოწმებენ.შსს-ს წერს, რომ  საქმეში რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს. 

გიორგი ღონღაძე

სამართალი 1786435920

გიორგი ღონღაძე: მეხანძრე-მაშველები გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები

მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის გიორგი ღონღაძის განცხადებით, მეხანძრე-მაშველები გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები.მისივე თქმით, ძებნა შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით მიმდინარეობს.„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამის დანაყოფთან ერთად, კოორდინირებულად აქტიურად ჩართულები არიან სამძებრო სამუშაოებში შესაბამისი ტექნიკის და აღჭურვილობის გამოყენებით“, - აღნიშნა მან.მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა. სამძებრო ღონისძიება გუშინ დაიწყო და ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, გვიან ღამემდე მუშაობდნენ.ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორიას ამოწმებენ.

მლეთა

სამართალი 1786432669

რა ხდება ამ წუთებში მლეთაში, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები და მაშველები მუშაობდნენ

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა. სამძებრო ღონისძიება გუშინ დაიწყო და ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, გვიან ღამემდე მუშაობდნენ.გურამ სუჯაშვილის თქმით, ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით სიღრმისეულად ათვალიერებენ.„სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-დათვალიერების სამუშაოები. ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას სიღრმისეულად ათვალიერებენ მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით. მათ შორის, ხორციელდება ნიადაგის გამოკვლევა სპეციალური სკანერით და არეალის დათვალიერება დრონების გამოყენებით“, - აღნიშნა მან.შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ადგილზე უწყების 50-მდე თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორიას ამოწმებენ.ცნობისთვის, 10 აგვისტოს, შსს-მ ვრცელი განცხადება გაავრცელა 2014 წელს დუშეთში, ლომისობის დღეს გაუჩინარებული ახალგაზრდის, გურამ დადიანიძის საქმეზე.უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.შსს-ს წერს, რომ  საქმეში რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს. 

ექსპერტ-კრიმინალისტი

სამართალი 1786432400

ექსპერტ-კრიმინალისტი: სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გურამ დადიანიძის ძებნა-დათვალიერების სამუშაოები. ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით სიღრმისეულად ათვალიერებენ

სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-დათვალიერების სამუშაოები, - განაცხადა თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტ-კრიმინალისტმა გურამ სუჯაშვილმა გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით.გურამ სუჯაშვილის თქმით, ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით სიღრმისეულად ათვალიერებენ.„სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-დათვალიერების სამუშაოები. ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას სიღრმისეულად ათვალიერებენ მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით. მათ შორის, ხორციელდება ნიადაგის გამოკვლევა სპეციალური სკანერით და არეალის დათვალიერება დრონების გამოყენებით“, - აღნიშნა მან.მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა. სამძებრო ღონისძიება გუშინ დაიწყო და ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, გვიან ღამემდე მუშაობდნენ.ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორიას ამოწმებენ.

მლეთა

სამართალი 1786427218

მლეთაში, შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები და მეხანძრე-მაშველები, გვიან ღამემდე ამოწმებდნენ იმ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით გურამ დადიანიძის კვალი გაქრა

მლეთაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და მეხანძრე-მაშველები, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით გვიან ღამემდე ამოწმებდნენ იმ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წლის 11 ივნისის დილის 04:00 საათზე გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.სამძებრო ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელია ჩართული. რეზონანსულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გურამ დადიანიძე

სამართალი 1786371600

გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმე - შსს იმ ტერიტორიის ხელახალ შემოწმებას იწყებს, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, დღეიდან იმ ტერიტორიას ხელახლა შეამოწმებენ, საიდანაც 2014 წლის 11 ივნისს გურამ დადიანიძე გაუჩინარდა.უწყების ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებაში შსს-ს 50-მდე თანამშრომელი მონაწილეობს, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, დღეიდან კიდევ ერთხელ შეამოწმებენ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება,“ - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.