გიორგი ღოღობერიძე

რჩევები • 1791144906

„გასწავლით ორ ძალიან მარტივ რამეს“ - გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, როგორ შევამციროთ გაციების სიმძიმე და ხანგრძლივობა

შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები აქტიურდება.ყელის ტკივილის, სურდოსა და ცემინების დროს ბევრი ადამიანი პარაცეტამოლის ან იბუპროფენის შემცველ პრეპარატებს მიმართავს.ექიმი, გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რომ ეს მედიკამენტები ძირითადად სიმპტომების შემსუბუქებას ემსახურება და გაციების ხანგრძლივობას არ ამცირებს.„მე გასწავლით ორ ძალიან მარტივ რამეს, როგორ მოიქცეთ, თუ თქვენი ამოცანაა, რომ გაციების ხანგრძლივობა და მისი სიმძიმე შეამციროთ.პირველი ეხება მეტალს, მეორე კი  მჟავას. მეტალი, რომელიც ამ დროს გვჭირდება, არის თუთია. საზოგადოება მას ცინკის სახელითაც იცნობს. მეორეა C ვიტამინი, ანუ ასკორბინის მჟავა.თუთია გვჭირდება 5 მილიგრამი დღეში, ხოლო C ვიტამინი 300 მილიგრამი დღეში.საქმე ისაა, რომ თუ ცალ-ცალკე მიიღებთ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ ორივეს ერთად მიიღებთ, მე გაძლევთ გარანტიას, რომ გაციების ხანგრძლივობა მესამედით შემცირდება და დაავადების სიმძიმეც დაახლოებით მესამედით შემცირდება.სწორედ პირველივე დღეებში, როგორც კი ყელის ტკივილი, სურდო ან ცემინება დაიწყება - თუთია 5 მილიგრამი და C ვიტამინი 300 მილიგრამი. ამას შეუძლია დაავადება თავიდანვე შეგიმსუბუქოთ. როცა ცივდებით, მაინც გინდებათ ამ ჩაების მიღება, ხომ? მაშინ რატომ არ უნდა მიიღოთ დაავადების დასაწყისშივე, პირველივე დღეებში? ოღონდ არა პარაცეტამოლისა და იბუპროფენის შემცველი, არამედ თუთიისა და C ვიტამინის შემცველი.საქმე ისაა, რომ 2017 წლამდე არ იყო დამაჯერებელი კვლევები, რამდენად შეეძლო თუთიას დაავადების ხანგრძლივობის შემცირება. მაგრამ 2017, 2018 და 2019 წლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე უკვე შეიძლება ითქვას, რომ სასუნთქი გზების მსუბუქი ვირუსული დაავადებების დროს თუთიის მიღებას შეუძლია დაავადების ხანგრძლივობის დაახლოებით მესამედით შემცირება.ზოგი თუთიას მიიღებს, ზოგი  C ვიტამინს, მაგრამ მარტო ის კი არ უნდა იცოდეთ, რომ მათი მიღება შეიძლება, არამედ სწორი დოზებიც უნდა იცოდეთ. თუ დოზა სწორად ვერ გათვალეთ, აზრი არ აქვს. თუთია 5 მილიგრამი უნდა იყოს დღე-ღამეში  არც მეტი, არც ნაკლები, ხოლო C ვიტამინი -300 მილიგრამი, არც მეტი და არც ნაკლები, როცა საქმე გაციების მართვას ეხება.დაავადების სწორად მართვა მხოლოდ მაშინ არ უნდა დაიწყოთ, როცა უკვე რთულად ხართ. ყურადღება პირველივე სიმპტომებიდან უნდა მიაქციოთ, თუ გინდათ, რომ შედეგი რაც შეიძლება კარგი იყოს“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

გიორგი ღოღობერიძე

რჩევები • 1790957281

„მთელი ღამე საყლაპავი გეწვით, ძილი გერღვევათ...“ - გიორგი ღოღობერიძის საყურადღებო მიმართვა

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" განმარტავს, რამდენად მართალია ის ფაქტი, რომ თუ დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე საკვებს მიიღებთ, წონაში მოიმატებთ და სხეულს ავნებთ. ასევე, ასახელებს იმ პროდუქტებს, რომელთა მიღებაც ამ დროს რეკომენდებული არ არის და სხვადასხვა პრობლემას გიქმნით:- ძილის წინ საკვების მიღებით წონაში ნამდვილად არ მოიმატებთ, თუ მთელი დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე გახარჯული კალორიების რაოდენობა. წონაში მატება უკავშირდება არა იმას, რომ ძილის წინ საკვებს იღებთ, არამედ იმას, მთელი დღის განმავლობაში მიღებული კალორიები რამდენად მეტია, ტოლია ან ნაკლებია გახარჯული კალორიებისა. თუ ნაკლებ კალორიას იღებთ და მეტს ხარჯავთ, წონაში დაიკლებთ და პირიქითაც. ამიტომ, ეცადეთ, ფიზიკური აქტივობა გაზარდოთ და ასეთ შემთხვევაში, წონაში არ მოიმატებთ.მაგრამ, საქმე ისაა, რომ ძილის წინ საკვების მიღებით სხეულს ნამდვილად ავნებთ. არა წონის კუთხით, არამედ სხვა მიმართულებით. საქართველოში ძალიან გავრცელებულია დიაგნოზი, რომელსაც გასტროეზოფაგური რეფლუქსი ჰქვია. ეს პათოლოგია იმდენადაა გავრცელებული, რომ საზოგადოება მას უბრალოდ მიეჩვია და ჰგონია, რომ ნორმაა. ასეთ დროს საყლაპავის ქვედა ბოლოში სპეციალური საკეტი არ იხურება და კუჭის შიგთავსი საყლაპავში ძალიან მარტივად შემოდის. თუ თქვენ დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე საკვებს მიიღებთ, თქვენი კუჭი მის მონელებას ფიზიკურად ვერ მოასწრებს. ეს კი საყლაპავს გააღიზიანებს. მთელი ღამე საყლაპავი გეწვით, გტკივათ და ძილი გერღვევათ. შემდეგ შეგაწუხებთ არა მარტო გულძმარვა, შეიძლება, ამასთან ერთად, ასევე უძილობისკენ მიდრეკილება ჩამოგიყალიბდეთ. დილით რომ გაიღვიძებთ, თავს დაღლილად იგრძნობთ და მთელი დღე უენერგიოდ იქნებით. ასევე ნახეთ:“ვამაყობთ შენით…” - ნინი ბრეგვაძე ამერიკული VOICE-ის 12 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდაზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც დეკემბერში ფინანსური კეთილდღეობა ელისVIDEO: რა ხდებოდა დარბაზში, ქართველი კონკურსანტის ტრიუმფალური გამოსვლის დროს

ბავშვის ტირილი

რჩევები • 1790868120

„რატომ არ შეიძლება ბავშვისთვის თავში ხელის წამორტყმა“- ექიმის რეკომენდაცია

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ბავშვისთვის თავის არეში ხელის წამორტყმის საფრთხეებსა და მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე ისაუბრა:„მინდა მოგიყვეთ, რა შეიძლება მოჰყვეს, როდესაც ვიღაც ბავშვს თავის არეში წამოარტყამს ხელს. საქართველოში ზოგიერთი ადამიანი მაინც გამოირჩევა უხეშობით და ბავშვზე ხელს იღებს. როდესაც ბავშვს ურტყამს ვინმე თავის არეში, ამას შეიძლება მოჰყვეს გარკვეული გართულებები. სერიოზული გართულება, რომელიც ამას მოჰყვება, შეიძლება იყოს სისხლჩაქცევა თავის ტვინში. შეიძლება ადამიანს სისხლჩაქცევა ჰქონდეს მსუბუქი, მაგრამ მისი გართულება შემდგომში იყოს მძიმე. ერთ-ერთი მდგომარეობა არის უშაქრო დიაბეტი.“„როდესაც ბავშვს თავის არეში ხელს წამოარტყამენ, ამას შეიძლება მოჰყვეს სისხლჩაქცევა ჰიპოთალამუსში. შესაძლოა ამ დროს დაზიანდეს ბირთვები და ჰიპოთალამუსმა აღარ გამოყოს ანტიდიურეზული ჰორმონი და განვითარდეს ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი. ამ დროს თირკმელები ვეღარ ახერხებს შარდში არსებული წყლის სხეულში დაბრუნებას.მე წყალს ორგანიზმიდან ვკარგავ, რადგან ის რჩება მხოლოდ შარდში. ამ მდგომარეობის დროს ადამიანმა, შესაძლოა, დღე-ღამეში 20 ლიტრიც კი მოშარდოს. საბოლოო ჯამში გამოშრები. შენი სხეულიდან წყალი დაიკარგება და გექნება გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება. შესაძლოა, გამოშრობის ეპიზოდებს მოჰყვეს კრუნჩხვები. ამ დროს ორგანიზმიდან იკარგება დიდი რაოდენობით კალიუმი, რაც იწვევს კუნთების დადამბლავებას, ადამიანის გულისცემა გაიშვიათდება, შეიძლება გული გაჩერდეს კიდეც. თავის მიდამოში უბრალო ხელის წამორტყმას, ბავშვში შეიძლება მოჰყვეს უშაქრო დიაბეტის განვითარება და გულის გაჩერებაც კი. უშაქრო დიაბეტის შემთხვევათა 16% ბავშვებში სწორედ ამ ტრავმებით არის გამოწვეული. ბევრმა უნდა იცოდეს, რა შეიძლება მოჰყვებს ბავშვისთვის თავში უბრალო ხელის წამორტყმას, რაც დაუშვებელია,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

წნევა

საზოგადოება • 1790693444

გიორგი ღოღობერიძე ასახელებს წნევის მატების 11 მიზეზს, რომელიც უწამლოდ გვარდება

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა, როგორ უნდა მოაგვაროთ მაღალი არტერიული წნევა მედიკამენტების გარეშე და ამავდროულად, პრობლემის გამომწვევი 11 ყველაზე ხშირი მიზეზიც დაასახელა:„ყველაზე კარგი გზა, რომ წნევა შეამციროთ, სხეულის წონის კლებაა. ჭარბი წონა მაღალი არტერიული წნევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. თუ სხეულის მასის ინდექსი, 25-ზე ზემოთაა, ლოგიკურია, რომ მაღალი არტერიული წნევა გექნებათ. ამიტომ, შეეცადეთ, რომ წონა დაწიოთ. თუკი წონას 1 კილოგრამით მაინც შეიმცირებთ, არტერიული წნევის მაჩვენებელი 1 ერთეულით მაინც შემცირდება. მაღალ არტერიულ წნევად ითვლება ის სიტუაცია, როდესაც სისტოლური არტერიული წნევა მეტია 140 ერთეულზე, ხოლო დიასტოლური არტერიული წნევა მეტია 90 ერთეულზე. შესაძლოა, მარტო ერთი იყოს მაღალი, ან მარტო მეორე, ან კიდევ ორივე ერთად. როგორც აღვნიშნე, თუკი 1 კილოგრამით დაიკლებთ, წნევა 1 ერთეულით შემცირდება. თუ 10 კილოგრამით დაიკლებთ, წონაც 10 ერთეულით შემცირდება.ნატრიუმის ქლორიდის(მარილის) რაოდენობის ყოველდღიურ რაციონში შემცირება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ნატრიუმის ქლორიდი ეს არის მარილი, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ და ძალიან დიდი დოზებით ვიღებთ. ნატრიუმის ქლორიდში არსებული ნატრიუმის კატიონი ჩვენს ორგანიზმში წყალს აკავებს . თუ წყალი დაკავდება, სისხლის მოცულობა გაიზრდება და წნევა მოიმატებს. ამიტომ, შეეცადეთ, ნატრიუმის ქლორიდის რაოდენობა შეამციროთ. დღე-ღამეში არა უმეტეს 1 ჩაის კოვზი უნდა მიიღოთ. ჩვენ კი რეალურად, გაცილებით მეტ მარილს მოვიხმართ. შეიძლება დიდი რაოდენობით კიტრის მწნილს, ყველს, ხორცს ვიღებდეთ და ესეც მარილის წყაროა. მამაჩემი მთელი ცხოვრება წნევის დამწევებს სვამდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც წონაში დაიკლო და დიდი რაოდენობით მარილიან საკვებზე უარი თქვა, წნევის მაჩვენებლები, მედიკამენტების გარეშე, ფორმაში ჩადგა. არც უმარილოდ ვარგა ცხოვრება და არც ჭარბი მარილით.ასევე, მიიღეთ კალიუმით მდიდარი საკვები. მაგალითად, ბანანი, ბროკოლი, ისპანახი, სოკო, კარტოფილი. როდესაც ორგანიზმში კალიუმი შემოდის, ნატრიუმი გადის.თუ ფიზიკურ აქტივობას გაზრდით და დღეში ეს აქტივობა მინიმუმ ნახევარი საათი იქნება, მოახერხებთ იმას, რომ მაღალ არტერიულ წნევას 8-10 ერთეულით დაწევთ. კვირის განმავლობაში, 5 დღე მინიმუმ ნახევარსაათიანი ფიზიკური აქტივობით მაინც უნდა იყოთ დაკავებული, თუ გინდათ, რომ წნევამ დაიწიოს.შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება. მისი კვირაში ერთხელ მიღებაც პრობლემაა.გაზარდეთ ხილისა და ბოსტნეულის მიღების რაოდენობა. ხილსა და ბოსტნეულში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა კალიუმი. ნატრიუმი კი - ცოტაა. მათი მიღებით ცხოვრების ჯანსაღ სტილს მიეჩვევით.მაღალი არტერიული წნევა შემთხვევათა 85%-ში იდიოპათიურია. ჩვენ მისი კონკრეტული სამედიცინო მიზეზი არ გვაქვს. მაგრამ, შემთხვევათა 15%-ში მაღალ არტერიულ წნევას კონკრეტული გამომწვევი აქვს. ყველაზე ხშირად მას თირკმლის პათოლოგიები იწვევს. თუ ადამიანს თირკმლის არტერიის შევიწროება აწუხებს, ის მეორეული არტერიული ჰიპერტენზიის წამყვანი მიზეზია. ასევე, მიზეზი შეიძლება თირკმელებში მრავლობითი ცისტების არსებობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, თირკმელზედა ჯირკვლების პათოლოგიები იყოს. ასევე, თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, მისი მკურნალობით წნევაც დაიწყებს კლებას.მაღალ არტერიულ წნევას არასტეროიდული საშუალებებიც იწვევს. არასტეროიდებში ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები მოიაზრება. თუ ამჩნევთ, რომ კონკრეტული პრეპარატი წნევის ზრდას იწვევს, ექიმს ალტერნატიული საშუალების დანიშვნა სთხოვეთ.მაღალი არტერიული წნევის ტიპური მიზეზი ანტიდეპრესანტებიცაა. ასევე, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები.ძილის აპნოე, ხვრინვა ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. თუ ადამიანი ხვრინავს, ხვრინვის პერიოდში სხეულში ჟანგბადის რაოდენობა იკლებს. რამდენიმე წამის განმავლობაში თავის ტვინი საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს ვერ იღებს, აქტიურდება სიმპატიკური ნერვული სისტემა და მეორე დღეს მაღალი არტერიული წნევისკენ იქნებით მიდრეკილი. ამიტომ, თუ ხვრინვას მოაგვარებთ, წნევაც მოგვარდება.ბოლო პერიოდში დარიშხანიც მაღალი არტერიული წნევის საკმაოდ ცნობილი მიზეზი ხდება. თუ წყლიდან, საკვებიდან ყოველდღიურობაში დარიშხანის რაოდენობა იმატებს, ამას შეუძლია, ადამიანი მაღალი არტერიული წნევისკენ მიდრეკილი გახადოს.მოერიდეთ სტრესს - თუ სულ დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში ყოფნა გიწევთ, მაღალი არტერიული წნევისკენ ხართ მიდრეკილი. სტრესის მოგვარება ყველაზე აქტუალურია, რადგან თუ მას არ მოაგვარებთ, წნევის დამწევების მიღება სულ მოგიწევთ“, - განმარტა ონკოლოგმა.

giorgi gogoberidze

რჩევები • 1790158438

„გასწავლით ორ ძალიან მარტივ რამეს“ - გიორგი ღოღობერიძე მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებს

შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები აქტიურდება.ყელის ტკივილის, სურდოსა და ცემინების დროს ბევრი ადამიანი პარაცეტამოლის ან იბუპროფენის შემცველ პრეპარატებს მიმართავს.ექიმი, გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რომ ეს მედიკამენტები ძირითადად სიმპტომების შემსუბუქებას ემსახურება და გაციების ხანგრძლივობას არ ამცირებს.„მე გასწავლით ორ ძალიან მარტივ რამეს, როგორ მოიქცეთ, თუ თქვენი ამოცანაა, რომ გაციების ხანგრძლივობა და მისი სიმძიმე შეამციროთ.პირველი ეხება მეტალს, მეორე კი  მჟავას. მეტალი, რომელიც ამ დროს გვჭირდება, არის თუთია. საზოგადოება მას ცინკის სახელითაც იცნობს. მეორეა C ვიტამინი, ანუ ასკორბინის მჟავა.თუთია გვჭირდება 5 მილიგრამი დღეში, ხოლო C ვიტამინი 300 მილიგრამი დღეში.საქმე ისაა, რომ თუ ცალ-ცალკე მიიღებთ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ ორივეს ერთად მიიღებთ, მე გაძლევთ გარანტიას, რომ გაციების ხანგრძლივობა მესამედით შემცირდება და დაავადების სიმძიმეც დაახლოებით მესამედით შემცირდება.სწორედ პირველივე დღეებში, როგორც კი ყელის ტკივილი, სურდო ან ცემინება დაიწყება - თუთია 5 მილიგრამი და C ვიტამინი 300 მილიგრამი. ამას შეუძლია დაავადება თავიდანვე შეგიმსუბუქოთ. როცა ცივდებით, მაინც გინდებათ ამ ჩაების მიღება, ხომ? მაშინ რატომ არ უნდა მიიღოთ დაავადების დასაწყისშივე, პირველივე დღეებში? ოღონდ არა პარაცეტამოლისა და იბუპროფენის შემცველი, არამედ თუთიისა და C ვიტამინის შემცველი.საქმე ისაა, რომ 2017 წლამდე არ იყო დამაჯერებელი კვლევები, რამდენად შეეძლო თუთიას დაავადების ხანგრძლივობის შემცირება. მაგრამ 2017, 2018 და 2019 წლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე უკვე შეიძლება ითქვას, რომ სასუნთქი გზების მსუბუქი ვირუსული დაავადებების დროს თუთიის მიღებას შეუძლია დაავადების ხანგრძლივობის დაახლოებით მესამედით შემცირება.ზოგი თუთიას მიიღებს, ზოგი  C ვიტამინს, მაგრამ მარტო ის კი არ უნდა იცოდეთ, რომ მათი მიღება შეიძლება, არამედ სწორი დოზებიც უნდა იცოდეთ. თუ დოზა სწორად ვერ გათვალეთ, აზრი არ აქვს. თუთია 5 მილიგრამი უნდა იყოს დღე-ღამეში  არც მეტი, არც ნაკლები, ხოლო C ვიტამინი -300 მილიგრამი, არც მეტი და არც ნაკლები, როცა საქმე გაციების მართვას ეხება.დაავადების სწორად მართვა მხოლოდ მაშინ არ უნდა დაიწყოთ, როცა უკვე რთულად ხართ. ყურადღება პირველივე სიმპტომებიდან უნდა მიაქციოთ, თუ გინდათ, რომ შედეგი რაც შეიძლება კარგი იყოს“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

გულის შეტევა

საზოგადოება • 1789595902

„რა არ უნდა გააკეთოთ გულის შეტევის დროს“ – ექიმი გაფრთხილებთ

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც ადამიანებს გულის შეტევის ამოცნობასა და მასთან გამკლავებაში დაეხმარება.„რა უნდა გააკეთოთ და რა არა – გულის შეტევის დროს. მოდი ამ ყველაფერს უკეთესად აგიხსნით. გულის შეტევა, ეს არის მიუკარდიუმის ინფარქტი, ამ დროს ჩვენი გულის კუნთი საკმარის სისხლს ვერ იღებს. ამ დროს ადამიანს გულის არეში აქვს მოჭერის და ძლიერი ზეწოლის შეგრძნება.ეს ტკივილი არ იცვლება არც ჩასუნთქვით და არც მოძრაობით. გულის შეტევის დროს ასევე ვითარდება ქოშინი. ადამიანს ჰაერი არ ჰყოფნის. არ დაელოდოთ ტკივილის გასვლას და დარეკეთ სასწრაფოში. ამ დროს სწრაფად მოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.ამ დროს უნდა დამშვიდდეთ და წამოწვეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაიტვირთოთ მოქმედებით. წამოწექით და მუხლები მოხარეთ. ასე გულს სისხლი ნაკლებად მიაწვება. ინფარქტის შემთხვევაში ხშირად სასწრაფოს მოსვლამდე ჩაღეჭავენ ხოლმე ასპირინს. ეს სწორია, თუმცა სახიფათოა თუ ადამიანს ასპირინზე ალერგია აქვს. მნიშვნელოვანია, რომ თუ გაქვთ სიმპტომები არ დაიწყოთ ფიქრი და დარეკოთ 112-ში“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

ნაწლავის სიმსივნე

საზოგადოება • 1789590495

„ეს 3 პროდუქტი იწვევს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას“ - ექიმის გაფრთხილება

გადამუშავებული ხორცპროდუქტების, მათ შორის ბეკონის, სალიამისა და ჰოთ- დოგის ხშირი მოხმარება ჯანმრთელობისთვის რისკებთან არის დაკავშირებული. ექიმი გიორგი ღოღობერიძე მშობლებს ურჩევს, აღნიშნული პროდუქტები ბავშვების ყოველდღიური რაციონის ნაწილად არ აქციონ.„აი, ეს სამი პროდუქტი იწვევს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას. ეცადეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ისინი თქვენს შვილებს. ბავშვებისთვის ისინი კატეგორიულად არ შეიძლება და არც თქვენთვის არის სასურველი. პირველი არის ბეკონი, მეორე – სალიამი და მესამე – ჰოთ-დოგი.ეს სამი პროდუქტი მიეკუთვნება პირველი ჯგუფის კარცინოგენებს. ამიტომ ეცადეთ, რეგულარულად არ მიირთვათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს არის ბეკონი, ჰოთ-დოგი და სალიამის შემცველი სენდვიჩები.ახლა რატომ? ეს პროდუქტები შეიძლება შეიცავდეს ნატრიუმის ნიტრატსა და ნატრიუმის ნიტრიტს. მათ ხორცპროდუქტებს კონსერვაციისთვის ამატებენ – რათა ხორცი სწრაფად არ გაფუჭდეს. ამასთან, ისინი პროდუქტს აძლევს დამახასიათებელ ფერსა და გემოს.როდესაც ადამიანი ასეთ პროდუქტებს მოიხმარს, გარკვეულ პირობებში შეიძლება წარმოიქმნას ნიტროზამინები. ეს ნაერთები ორგანიზმში დნმ-ის დაზიანებასთან და სიმსივნური პროცესების განვითარების რისკთან არის დაკავშირებული. ამიტომ ეცადეთ, რომ ბეკონი, სალიამი და ჰოთ-დოგი ბავშვებს არ მისცეთ და უკეთესი იქნება, თუ თავადაც მაქსიმალურად შეზღუდავთ მათ მოხმარებას“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.  

ღოღობერიძე

საზოგადოება • 1789479120

„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ გადააგდეთ… მისი გამოყენება საზიანოა” - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე ასახელებს ნივთს, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება და თან, არაერთი და მისი გამოყენება საზიანოა.„ნივთი, რომელიც სახლში არასდროს უნდა გქონდეთ და თუ გაქვთ, უნდა გადააგდოთ - ეს არის დასაბანი ღრუბელი. ეს არის ბაქტერიების ბუდე, ხშირად, სოკოებისაც. როდესაც თქვენ ამით იბანთ, კანზე არსებული ბაქტერიები და ჭუჭყი ამაზე გადმოდის და მრავლდება. სანამ ეს გაშრება იმდენი გამრავლდება, რომ შემდეგი გამოყენების დროს,  მექანიკური ხეხვის შემთხვევაში, კანში მყარად ჩაჯდება. ამიტომ არის, რომ ზურგზე გამონაყარი არასდროს გირჩება. ფოლეკულიტი, მექანიკური აკნე, ატოპიური დერმატიტი და კიდევ ბევრი სხვა.გეტყვი, რა უნდა გააკეთო: პირველ რიგში, ღრუბელი უნდა გადააგდო. თუ გადაგდება არ გინდა, კვირაში 2-ჯერ კარგად გარეცხე ცხელი წყლით, ანტისეპტიკით და კარგად გააშრე, რომ ბაქტერიებმა გამრავლება ვერ მოასწრონ. კიდევ უფრო უკეთესი, თუ ოჯახის ყველა წევრს, საკუთარი ღრუბელი ექნება“, - ამბობს ღოღობერიძე.

გიორგი ღოღობერიძე

საზოგადოება • 1789476480

გიორგი ღოღობერიძე 4 მნიშვნელოვან ფაქტზე გვაფრთხილებს

თავის ტკივილის დროს ბევრი ადამიანი თვითნებურად ტკივილგამაყუჩებელს იღებს, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ყველა შემთხვევაში მედიკამენტის მიღება უსაფრთხო არ არის.ექიმი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას ციტრამონის გამოყენებასთან დაკავშირებით აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ პრეპარატის მიღებამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო.ციტრამონის შემადგენლობაში რამდენიმე მოქმედი ნივთიერებაა, მათ შორის ასპირინი და კოფეინი. სწორედ ამიტომ, მისი მიღება ყველა ტიპის თავის ტკივილის დროს ერთნაირად მიზანშეწონილი არ არის.1. ციტრამონი ყველა თავის ტკივილისთვის არ არის გამოსავალითავის ტკივილს სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ხშირი ან განმეორებადი ტკივილის დროს მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლის მიღებამ შესაძლოა რეალური მიზეზის დადგენა დააგვიანოს.2. ყურადღება უნდა მიექცეს კოფეინსციტრამონში შემავალი კოფეინი ზოგიერთ ადამიანს შეიძლება დაეხმაროს, თუმცა მისი ხშირი გამოყენება არასასურველია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენ კოფეინს იღებს ადამიანი დღის განმავლობაში ყავის, ენერგეტიკული სასმელებისა და სხვა პროდუქტების სახით.3. სიფრთხილეა საჭირო კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროსასპირინის შემცველი პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს კუჭის გაღიზიანებისა და სისხლდენის რისკი. ამიტომ გარკვეული დაავადებებისა და მედიკამენტების ფონზე ციტრამონის მიღება ექიმთან შეთანხმებას საჭიროებს.4. ხშირი თავის ტკივილი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთთუ ადამიანს თავის ტკივილი ხშირად უმეორდება ან ტკივილი ჩვეულებრივისგან განსხვავებულია, მნიშვნელოვანია მიზეზის გარკვევა და არა მხოლოდ სიმპტომის დროებით მოხსნა.ექიმების რეკომენდაციაა, რომ ტკივილგამაყუჩებლების ხშირი და თვითნებური გამოყენება თავიდან ავიცილოთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავის ტკივილი განმეორებადი ხდება ან მას სხვა სიმპტომებიც ახლავს.

 გიორგი ღოღობერიძე

საზოგადოება • 1789039740

„ამის არ გათვალისწინება, შესაძლოა, თავის ტვინის გარსების ანთებით დასრულდეს“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს.„არ გაშინებთ და გაპანიკებთ, მაგრამ ამის არ გათვალისწინება შესაძლოა თავის ტვინის გარსების ანთებით, ჩირქების ფორმირებით დასრულდეს. ამ ვიდეოს ძალიან ყურადღებით მოუსმინეთ და ეცადეთ ბევრ ადამიანს გაუზიაროთ. ადამიანს სახეზე აქვს სიკვდილის სამკუთხედი. პირველი ადგილი ეს არის, სადაც შუბლის ძვალი უერთდება ცხვირს და მთავრდება ტუჩის კუთხეებთან.თუ ამ ადგილებში გექნებათ ჩირქგროვა, არასდროს მას ხელით არ შეეხოთ. ადამიანებს აქვთ სახის ვენები, რომლებსაც ძირითადად სარქველები არ აქვს. თუ ასეთ ადგილზე ადამიანი ჯირკვალს ხელით შეეხება, შესაძლოა ბაქტერია რეტროგრადულად თავის ქალას ღრუში“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე. 

გიორგი ღოღობერიძე

საზოგადოება • 1788774240

„ამ პრეპარატების მშიერზე გამოყენებამ, შესაძლოა შაქრის ვარდნა გამოიწვიოს...“ - ექიმის საგანგებო გაფრთხილება

გიორგი ღოღობერიძე 6 პრეპარატს ასახელებს, რომელთა მიღებაც მშიერზე არ შეიძლება. მედიკოსი გვაფრთხილებს, რომ აღნიშნული წამლების მშიერზე მიღებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს ჩვენი ჯანმრთელობა: კარდიომაგნილი - რომელიც არ უნდა დალიო მშიერზე, მით უმეტეს თუ გაწუხებს გულძმარვა, გასტრიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. არ მიიღო მშიერზე  ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ან ნებისმიერი სიცხის დამწევი საშუალება, მით უმეტეს თუ ხარ ასაკში და სვამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ან მაღალ დოზებში – ამ შემთხვევაში ხშირია კუჭიდან სისხლდენების რისკი. სტეროიდები - მაგალითად დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი და სხვა – ეს მედიკამენტები აუცილებლად მხოლოდ საკვების შემდეგ მიიღე. რაც შეეხება დამწევ საშუალებებს, მაგალითად მედფორმენი, სიოფორი და ასე შემდეგ ამ პრეპარატების მშიერზე გამოყენებამ, შესაძლოა შაქრის ვარდნა გამოიწვიოს. C ვიტამინი, რომელიც კუჭს აღიზიანებს, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ უჭმელზე და ბოლოს დოქსიციკლონი რომლის მშიერზე მიღება იწვევს ღებინებას“ – ამბობს ღოღობერიძე. 

მწვადი

საზოგადოება • 1788463711

„მწვადის ეს ნაწილი არასდროს მიირთვათ“ - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე მწვადის დამწვარი ნაწილის მავნებლობაზე საუბრობს და საზოგადოებას აფრთხილებს.„თუ მწვადი ძალიან გიყვართ, იცოდეთ, რომ ეს ნაწილი არასდროს მიირთვათ და თუ ხედავთ, რომ სხვა მიირთმევს, აუცილებლად აუკრძალეთ. მწვადის დამწვარი ნაწილი არ მიირთვათ და აუცილებლად მოაცილეთ. მასში ძალიან ბევრია ჰეტეროციკლური ამინები. ყოველთვის მოაცილეთ ეს შავი ნაწილები, რადგან ისინი თქვენს ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ მსხვილი ნაწლავის სიმსივნეს. მწვადი უნდა იყოს ბალანსირებულად შემწვარი“, – ამბობს ონკოლოგი.

✕