საზოგადოება • 1749037385
ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
ბათუმში დაკარგული 15 წლის მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის. „უდიდესი მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ჩემი დარდის გაზიარებისთვის. იმედი მაქვს, რომ უფლის ნებით, ბედნიერებასაც მალე გაგიზიარებთ. სამწუხაროდ, სიახლე ამ ეტაპზე არაფერია. მაგრამ ვიცი, რომ უფალი არ გაწირავს ჩემს ალექსანდრეს და მერე მე“, - წერს ნათია დიაკვნიშვილი. შეგახსენებთ, ალექსანდრე მიქელაძეს უკვე 4 თვეზე მეტია ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა.