ალექსანდრა პაიჭაძე

საზოგადოება 1713369662

ალექსანდრა პაიჭაძე დედობასა და შვილთან ურთიერთობაზე გულახდილად საუბრობს

ალექსანდრე პაიჭაძე შვილთან, დემეტრესთან ერთად ლელა წურწუმიას გადაცემას სტუმრობდა. მოდელი დედობასა და შვილთან ურთიერთობაზე საუბრობს:"დემე მიჩვეულია კამერას. ბავშვობიდან დამყავდა გადაღებებზე და არანაირი კომპლექსი არ ჰქონია, ამ ბოლო დროს კი ხშირად აინტერესებს, თუ რამდენს გვიხდიან. ბავშვები აფასებენ შრომას და სამუშაოსთვის ფულად ანაზღაურებას ითხოვენ - ეს ძალიან მომწონს. მე და დემეტრე მარტოც დავდივართ დასასვენებლად" - ამბობს ალექსანდრა პაიჭაძე. 

მოდელი

ტაბლოიდი 1712645398

„შეურაცხმყოფელ კომენტარებს და მესიჯებს მწერდნენ...“ - ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე შვილთან ერთად გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრობდა.პაიჭაძე ამბობს, რომ მის მიმართ სოციალურ ქსელში აგორებული ერთ-ერთი თემის გამო, თინეიჯერები პირად შეტყობინებაში შეურაცხმყოფელ კომენტარებს და მესიჯებს სწერდნენ.„თითიდან გამოწოვილი რაღაც თემა იყო, ააგორეს. შეურაცხმყოფელ კომენტარებს და მესიჯებს თინეიჯერები მწერდნენ, რომლებსაც სჯეროდათ, რომ რაც მოისმინეს ვიღაცისგან, იყო მართალი. არა ერთს ვუპასუხე, რომ,- ძალიან დიდი შეცდომის წინაშე დგახარ, ნუ დაუჯერებ...“ - ჰყვება ალექსანდრა პაიჭაძე.ვრცლად, ნახეთ ვიდეო ⇓

ალე

ტაბლოიდი 1712603286

VIDEO: ალექსანდრა პაიჭაძემ ემოციები ვერ შეიკავა - რატომ ატირდა მოდელი

მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ გადაცემაში ,,მხოლოდ ლელასთან“ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.მოდელი გადაცემას შვილთან ერთად სტუმრობდა.წამყვანის კითხვაზე: რასთან ასოცირდება მისთვის დედა? დემეტრემ ასე უპასუხა: ,,გულთბილ ადამიანთან, სიყვარულის მცოდნე ადამიანთან“ნახეთ ვიდეო ⇓

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1711460100

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2024 წელს განსაკუთრებით გაუმართლებთ

ჩინურ მითოლოგიაში დრაკონი სიძლიერის, პატიოსნების, სიბრძნისა და კეთილშობილების სიმბოლოა. ამიტომაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, მომდევნო წელს ყველა შრომისმოყვარე ადამიანი დაფასდება და წარმატების მიღწევის დიდი შანსი ექნებათ. თუმცა, ამავდროულად, ისინი 3 ნიშანს ასახელებენ, რომლებსაც 2024 წელს განსაკუთრებით გაუმართლებთ და წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობას მოიპოვებენ:ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)ასტროლოგების თქმით, დრაკონის წელი ვერძის ნიშნის წარმომადგენლებს ისეთ პერსპექტივას გაუხსნის, რომელზეც შესაძლოა, ოცნებაც კი გაუჭირდეთ. უამრავი სიახლისთვის უნდა მოემზადოთ! ძლიერი და შეუპოვარი დრაკონი ვერძს ყველაფერს მისცემს, რაც კარიერულ წინსვლასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოხატვაში დაეხმარება. თქვენ წინ ფართო ჰორიზონტი გადაიშლება, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, მთელი წელი იღბალი თქვენ მხარეს იქნება და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პერიოდს გაჩუქებთ. სერიოზული ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაშიც და შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც მიიღოთ. იყავით ღია სიახლეების მიმართ და გამოავლინეთ შრომისმოყვარეობა. ამ შემთხვევაში, 2024 წელი თქვენთვის ბევრი მიმართულებით ხელსაყრელი პერიოდი აღმოჩნდება.ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)ჩინური მითოლოგიის მიხედვით, ლომი დრაკონის "ტყუპისცალია", ამიტომაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მხარს განსაკუთრებულად უჭერს და არაერთ საინტერესო გზას უხსნის. შეგიძლიათ, ბევრი წარმატების იმედი გქონდეთ როგორც პირად, ასევე პროფესიულ საქმიანობაში. დიდი ხნის ნანატრი დაწინაურება, ოცნებების ასრულება და მიზნების გამართლება გელით. გარდა ამისა, ასტროლოგების თქმით, დრაკონს სურს, დაკარგული კავშირები აღადგინოს. ამიტომაც, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც ადრე ძვირფასები იყვნენ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, მათთან კომუნიკაცია აღარ გქონდათ.ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)ტყუპებისთვის ნამდვილად წარმატებული და ნაყოფიერი წელი იწყება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს დიდი შანსი აქვთ, რომ ყველაზე ამბიციური პროექტები და იდეები განახორციელონ, მოიპოვონ აღიარება და ფინანსური სარგებელი. დრაკონი მოგცემთ საშუალებას, არსებულ სიტუაციებსაც კი განსხვავებული თვალით შეხედოთ და მომგებიანი კუთხე იპოვოთ. ასტროლოგების თქმით, წლის მთავარი მფარველი თქვენს ყველა პრობლემასა და გამოწვევას უხეშ კიდეებს გაუსწორებს და წარმატებით გადაჭრაში დაგეხმარებათ. ბევრი დასაოჯახებელი ტყუპი სწორედ ამ პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ოჯახი შექმნას. 2024 წლის ბოლომდე ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ყველაზე ამბიციური გეგმები დასახონ. უამრავი გამართლება გელით, რაც მოგცემთ მოტივაციას, რომ წინსვლა განაგრძოთ და არსებულ შედეგს არ დაემორჩილოთ... წაიკითხეთ ვრცლად...ასევე ნახეთ:„ვაიმე, ეს რა გავიგე!“ - გურამ შეროზიას ამ ამბავმა გამომწერები აალაპარაკა„უთხარით დემეს მამიკოს...“ - ალექსანდრა პაიჭაძე, ყოფილი მეუღლის კადრებს აქვეყნებს

ჰარი და მეგანი

მსოფლიო 1711290918

პრინცი ჰარი და მეგანი: ქეითსა და მის ოჯახს ჯანმრთელობას ვუსურვებთ

პრინცი ჰარი და მეგანი ქეით მიდლტონის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაუებიან. „ჩვენ ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და გამოკეთებას ქეითსა და მის ოჯახს და ვიმედოვნებთ, რომ ამას არა საჯაროდ და სიმშვიდეში შეძლებენ", - წერია პრინცი ჰარისა და მისი ცოლის, მეგან მარკლის საერთო განცხადებაში. მანამდე, ქეით მიდლტონმა X-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის.ასევე ნახეთ:„ურთიერთობაში მთავარია გადასარევი სექსი... ქალმა უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს თავი“ - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას ფოტოს აქვეყნებსქეით მიდლტონი ხელოვნურ კომაშია?! - სად გაუჩინარდა უელესის პრინცესა - ყველაფერი, რაზეც ექსპერტები საუბრობენ„ყოფილი მეუღლეც მოვატყუე და ახლანდელიც… ჩემი დანაშაული ვაღიარე, შეუცდომელი არავინაა…“ - ნიკო ქართველი

გეგე სულხანიშვილი

შოუბიზნესი 1711287214

„ჩემს ცოლს მოსწონს წინა ცოლებს რომ ვემეგობრები...“ - გეგე სულხანიშვილი

მსახიობს გეგე სულხანიშვილს 8 მარტს დაბადების დღე ჰქონდა, მას 80 წელი შეუსრულდა. მსახიობი „დღის პოსტის“ სტუმარი იყო.წამყვანის კითხვაზე რა არის ოჯახში მთავარი, გეგე სულხანიშვილი შემდეგნაირად პასუხობს:„მე პირადად როგორ უცნაურად არ უნდა ჟღერდეს ძალიან მომწონს შეკრული ოჯახები, არ მომწონს ჩემი განვლილი ცხოვრება, მოხდა ასე და რას ვიზამთ. ბევრ რამეს შევცვლიდი ახლა ამ გადმოსახედიდან. ოჯახების დანგრევა ჩემი მიზეზით ხდებოდა. ძალიან არ მსიამოვნებს, როცა სადმე ვარ და ამბობენ ამას მე-6 ცოლი ჰყავსო. ადრე არ ვაქცევდი ამას ყურადღებას, ახლა აღარ მომწონს. ახალგაზრდებს ვურჩევდი, ცოტა მეტად დაფიქრდნენ და მეტად სერიოზულად მიუდგნენ დაქორწინების საკითხს“.მსახიობი მეუღლეებზეც საუბრობს. როგორც თავად ამბობს, პირველად 24 წლის ასაკში დაქორწინდა და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე 6-ჯერ დაქორწინდა. მსახიობი ყოფილ, 5 მეუღლეზე თბილად საუბრობს.„ახლა ყოველდღიური ურთიერთობა არ მაქვს ყოფილ ცოლებთან, მაგრამ ხშირად ტელეფონით მოვიკითხავ ხოლმე, როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდება, რაც შეგვიძლია გვერდში ვუდგავართ ერთმანეთსახლანდელი ცოლი ყოფილებზე არ ეჭვიანობს, მოსწონს კიდევ წინა ცოლებს რომ ვემეგობრები“ - ამბობს მსახიობი.ასევე ნახეთ:„ურთიერთობაში მთავარია გადასარევი სექსი... ქალმა უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს თავი“ - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას ფოტოს აქვეყნებს„საათი არავითარ შემთხვევაში აჩუქოთ...“ - კიდევ რა ნივთების ჩუქება არ შეიძლება ერთმანეთისთვისქეით მიდლტონი ხელოვნურ კომაშია?! - სად გაუჩინარდა უელესის პრინცესა - ყველაფერი, რაზეც ექსპერტები საუბრობენ

პაიჭაძე

ტაბლოიდი 1711222137

„ურთიერთობაში მთავარია გადასარევი სექსი... ქალმა უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს თავი“ - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას ფოტოს აქვეყნებს

ფოტო მოდელი და ინფლუენსერი ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერების კითხვებს პასუხობს. ამჯერად, მან თავისი შეხედულება გაგვიზიარა, რას არის ურთიერთობაში მთავარი:„რომ ქალმა ყოველთვის უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. კაცმა კი იცოდეს, რომ მისი კარგად ესმით. და მთავარია, გადასარევი სექსი,“ - წერს პაიჭაძე.

დათო ლიკლიკაძე

საზოგადოება 1709295566

„გერმანიიდან ყვითელი მაისური ჩამოვიტანე და დედაჩემის კივილი მთელ საფიჩხიას ესმოდა“ - დათო ლიკლიკაძის სახალისო ამბავი

დათო ლიკლიკაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ დედისადმი დამოკიდებულების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ დედა მასზე დიდ იმედებს ამყარებდა:„მოკლედ, ზუსტად 21 წლის რომ ვიყავი, ბოლოს მაშინ მცემა დედაჩემმა. გერმანიიდან ყვითელი მაისური ჩამოვიტანე და დედაჩემის კივილი მთელ საფიჩხიას ესმოდა. მამაჩემს ეუბნებოდა: ნოდარი, მოკალი, შენმა შვილმა ეს ყვითელი „მაიკა“ თუ უნდა ჩაიცვას, კაცობის ამას არაფერი აცხიაო. კაი, თამილა, აცადე, რაც უნდა, ის ჩაიცვასო, – ეს რომ თქვა მამაჩემმა, მაშინ ატყდა კივილი, მაგრამ რა ატყდა. მამაჩემი სახლიდან გაიქცა, მე ვერ გავასწარი და ზურგში ჩამცა მამაჩემის სქელი ქამარი. იმ დღის მერე ყვითელ ფერს რომ ვუყურებ ახლაც დედაჩემის კივილი ჩამესმის და ზურგი მეწვის (იცინის). ახალი თაობის მკითხველისთვის განვმარტავ, რომ მაშინ მთელ თაობას შავი ფერი გვეცვა, ყვითელი მკვეთრად განსხვავებულს ნიშნავდა. სხვათა შორის, დედას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებებში. მიაჩნდა, რომ გენიოსი ვიყავი, ძალიან ნიჭიერი და ეს დამაჯერა (იცინის). დიდ იმედებს ამყარებდა ჩემზე.ქუთაისში ხომ ისედაც ყველას, ჩემი ჩათვლით, გენიოსი ჰგონია თავი, დედაჩემი მთლად მაგიჟებდა. ტელევიზორში პირველად რომ გამოვჩნდი, კი გახსოვთ, რას ვგავდი და დედაჩემმა, შენნაირი ლამაზი ტელევიზორში ჯერ არავინ გამოჩენილაო“, ამბობს დათო ლიკლიკაძე.ასევე ნახეთ:PHOTO: დღეს ოზურგეთის „მედალფაში“ ექვთიმე თაყაიშვილი მოევლინა ქვეყანას - რა ფოტოს აქვეყნებს კლინიკის დირექტორი“კაი კაცს პირიქით სურს ხოლმე…” - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძევინ შეძლებს 1-წლიანი მაგისტრატურის და 3-წლიანი ბაკალავრიატის გავლას – რა წერია ბრძანებაში

ალექსანდრა პაიჭაძე

საზოგადოება 1709294242

“კაი კაცს პირიქით სურს ხოლმე…” - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელი, ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერების კითხვებს პასუხობს.გოგოების კითხვა, დაბალ თვითშეფასებას ეხება და ალექსანდრა, მათ მამაკაცებთან  ურთიერთობის რჩევებს უზიარებს: "მოვაბეზროთ, ეს სიტყვა რას გეუბნება? თუ მამაკაცის პოზიცია გაინტერესებთ სძულთ მომაბეზრებელი და უსაქმური, დაბალი თვითშეფასების მქონე გოგოები.კაი კაცს პირიქით სურს ხოლმე ჩალიჩი, რომ შენი ყურადღება და დრო დაიმსახუროს. ვიმეორებ, კაი კაცს! კაი ტიპს",-წერს ის. 

ფსიქოლოგი

საზოგადოება 1707067330

,,კიდევ დაიღუპა გოგო და კიდევ მოხვდა რეანიმაციაში რამდენიმე ახალგაზრდა ...“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

კიდევ დაიღუპა გოგო და კიდევ მოხვდა რეანიმაციაში რამდენიმე ახალგაზრდა... - წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და მოსახლეობას ე.წ. „კლუბური ნარკოტიკის“ საფრთხის შესახებ ინფორმაციას აწვდის.„ნარკოტიკების მიმართ საფრთხის შეგრძნების მოხსნას იდეალურად ემსახურება მარკეტინგულად კარგად გათვლილი სიტყვები - "კლუბური" - თითქოს რომელიმე სასიკვდილოდ საშიში ნივთიერება გართობასთან ასოცირებული და სოციალური გარემოსთვის ჩვეულებრივი დანამატი იყოს, "სააფთიაქო" - თითქოს ლეგალური წამლის ზედოზირება ვიტამინის, ან ძალიან მარტივი პრეპარატის მიღების შემთხვევაშიც კი არ იწვევდეს მოწამვლას, ან სიკვდილს; "მსუბუქი" - თითქოს თრობის მხრივ მსუბუქი ისევე არ აზიანებდეს ტვინის ემოციურ სისტემას, ან რეცეპტორებს, ან არ აზიანებდეს რუხი ნივთიერების კონცენტრაციას, როგორც "მძიმე".ცნობიერების შეცვლა ნებისმიერ ადამიანს გვინატრია ზოგჯერ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტკივილს ვერ ვუძლებთ, ან მაშინ, როცა ყველაფერი სულერთი და უღიმღამოა და ერთხელ მაინც დავმთვრალვართ ასეთ დროს ყველა, ნივთიერების იმ არჩევანით, რომელიც ხელთ მოგვხვდა, ან უბრალოდ სურვილად დაგვიტოვებია მორალური ტანჯვის გაყუჩემის მოთხოვნილება.როცა ადამიანს რეალობისგან დამცავი გარსის შემოკვრა, გაყუჩება უნდება ხშირად, მით უმეტეს ყოველდღე, ეს მიუთითებს ფსიქიკურ პრობლემაზე.რა არის ფსიქიკური პრობლემა? არაფერი განსაკუთრებული, არამედ სტრესის გადაუტანლობა, მასთან გამკლავების შეუძლებლობა.გთხოვთ, ნარკოტიკში ნუ ეძებთ გამოსავალს. ვუმკურნალოთ იმ ტკივილს, ან სიცარიელეს, რომელიც გვაიძულებს გავაყუჩოთ სიცოცხლე და ცოცხალი შეგრძნებები. ტანჯვასა და სიხარულს შორის ისეთივე თხელი ტიხარია, როგორც სიცილსა და ტირილს შორის. ხშირად თუ გააყუჩებ ტკივილს, მალევე, სრულად გაქრება სიხარულიც. ვისწავლოთ გრძნობების ატანა, ზიდვა. ეს არის შესაძლებელი. არ გეუბნებით ამას ზეპირად. გეუბნებით იმ ცოდნით, რომელიც სწორედ ტკივილის ატანა და შემდეგ მისი ტრანსფორმაცია რომ შემძლებოდა, იმიტომ მივიღე.დროულად აღმოაჩინეთ თქვენს გრძნობებში გაქცევის, გაყუჩების ან მხიარულების ხელოვნურად გამოწვევის ხშირი სურვილი, როგორც სიმპტომი და მიიღეთ დახმარება. არსებობს ადგილები დღეს, სადაც შეძლებთ თქვენი ცხოვრების მართვის სწავლას. ერთ-ერთი კამარაცაა და უკვე ლივინგ მუზეუმი თბილისი, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ტკივილის გარდაქმნის სახელოსნოდ“ - წერს ნათია ფანჯიკიძე.ასევე ნახეთ:როგორ გამოიყურებოდა 6 თვის ორსული და ჰქონდა თუ არა პოსტსამშობიარო დეპრესია - ლიზა ჩიჩუა გამომწერების კითხვებს პასუხობს„უნაკლო სილამაზე...“ - როგორ გამოიყურებოდა 21 წლის ასაკში ალექსანდრა პაიჭაძე - ფოტოები„ოცნება ამისრულა...“ - ვინ გაახარა გია სურამელაშვილი

112

საზოგადოება 1707047983

112 მოსახლეობას აფრთხილებს

112 მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.„გაცნობებთ, რომ 5-8 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონებში ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“ - წერია 112 მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ასევე ნახეთ:„ამაზე ბევრი შეტყობინება მომდის...“ - რატომ არ აჩენს ლიზა ჩიჩუა ბავშვის სახეს სოციალურ ქსელებში„წინსვლა იმდენად სწრაფი იქნება, რომ თვითონაც გაგიკვირდებათ“ - ვის ელის პროფესიული წარმატება წელს„უნაკლო სილამაზე...“ - როგორ გამოიყურებოდა 21 წლის ასაკში ალექსანდრა პაიჭაძე - ფოტოები

ალექსანდრა პაიჭაძე

ტაბლოიდი 1706995605

„უნაკლო სილამაზე...“ - როგორ გამოიყურებოდა 21 წლის ასაკში ალექსანდრა პაიჭაძე - ფოტოები

სოციალურ ქსელში „ჩელენჯს“ „გვაჩვენე ფოტო, როგორ გამოიყურებოდი 21 წლის ასაკში“ უამრავი ცნობილი სახე შეუერთდა, ერთ-ერთი მათგანი ალექსანდრა პაიჭაძეა, რომელმაც წლების წინ გადაღებული ფოტოები გაგვიზიარა. „ქერა უკეთესია“; „მაშინაც კაი შხვართი ყოფილხარ“; „უნაკლო სილამაზე“; „ყოველთვის ლამაზი“ - წერენ ფოტო მოდელის გამომწერები.ასევე ნახეთ:რას ამოჰყავს სული ჯოჯოხეთიდან - ნახეთ, რა წერია მამა გაბრიელის ქადაგებაშირას ამოჰყავს სული ჯოჯოხეთიდან - ნახეთ, რა წერია მამა გაბრიელის ქადაგებაშიVIDEO: „19 წლის გოგოს ავუგე წესი...მთელი ღამე არ მეძინა... ეგონათ გასართობად გაუშვეს და მიცვალებული მიუსვენეს“ - შალვა კეკელია