ევროკავშირი

მსოფლიო 1715086929

ევროკავშირში განმარტეს, რომ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე დასწრების გადაწყვეტილება ცალკეულმა სახელმწიფოებმა დამოუკიდებლად მიიღეს

ევროკავშირში განმარტეს, რომ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე დასწრების გადაწყვეტილება ცალკეულმა სახელმწიფოებმა დამოუკიდებლად მიიღეს.ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ გააკეთეს განცხადება.„ეს გადაწყვეტილება მიიღება ამ ქვეყნების კომპეტენციისა და ეროვნული სუვერენიტეტის საფუძველზე. ბოლოს და ბოლოს, საუბარი არის ორმხრივ ურთიერთობებზე“, – აცხადებს სტანო.სტანოს თქმით, ევროკავშირი, როგორც ინსტიტუტი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე არ ყოფილა წარმოდგენილი. პიტერ სტანოს განმარტებით, ევროკავშირის დიპლომატმა შესაბამისი რეკომენდაცია ბრიუსელისგან მიიღო.რაც შეეხება ევროკავშირის წევრ იმ სახელმწიფოებს, რომელთა წარმომადგენლებიც ცერემონიალზე მივიდნენ, სტანოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ამ ქვეყნების მთავრობამ უნდა განმარტოს.მედიის ინფორმაციით, პუტინის ინაუგურაციას საფრანგეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, მალტის, უნგრეთისა და სლოვაკეთის დიპლომატები დაესწრნენ.

 ჟოზეფ ბორელი

მსოფლიო 1715081880

ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა, არ გაეგზავნათ წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაზე

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის განცხადებით, მან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა, არ გაეგზავნათ წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინის რუსეთის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონიაზე.„სწორი იქნება, არ ეწვიოთ ამ ინაუგურაციას. ჩემი რჩევაა, არ გააკეთოთ ეს. ვფიქრობ, რომ წევრი ქვეყნების უმეტესობა მონაწილეობას არ მიიღებს“, – განაცხადა ბორელმა.უმაღლესი ევროკომისრის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაცემული აქვს პუტინის დასაკავებლად საერთაშორისო ორდერი და ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთში ჩატარებული არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი.

ზელენსკი

მსოფლიო 1714841723

„რუსული სახელმწიფო მანქანისა და პროპაგანდის სასოწარკვეთის მტკიცებულება“ - უკრაინის პასუხი ზელენსკის ძებნილად გამოცხადებაზე

რუსეთის შსს-ს მიერ, უკრაინის პრეზიდენტის ძებნილთა სიაში შეყვანას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება და მას „რუსული სახელმწიფო მანქანისა და პროპაგანდის სასოწარკვეთის მტკიცებულებას" უწოდებს, "რომლებმაც არ იციან რა მოიგონონ ყურადღების მისაქცევად"."ვისარგებლებთ შემთხვევით და შეგახსენებთ, რომ რუსეთის უსარგებლო განცხადებებისგან განსხვავებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი ომის დანაშაულების ჩადენისთვის, სავსებით რეალურია და ექვემდებარება აღსრულებას მსოფლიოს 123 ქვეყანაში." ნათქვამია უკრაინის საგარეოს განცხადებაში.შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი წინამორბედი - პეტრო პოროშენკო რუსეთის შსს-მ დღეს ძებნილთა სიაში შეიყვანა. 

პუტინი და სი ძინპინი

მსოფლიო 1714742276

პუტინი ჩინეთში, სავარაუდოდ, 15-16 მაისს ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში 15-16 მაისს ჩავა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.როგორც გამოცემა კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, ვიზიტის თარიღი, შესაძლოა, შეიცვალოს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ჩინეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ეწვევა მას შემდეგ, რაც ის რუსეთის პრეზიდენტი მორიგი ვადით გახდა.„ბლუმბერგის“ ცნობით, ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან მოლაპარაკებებისას ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრებს.

ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა

მსოფლიო 1713786158

ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.როგორც რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით წერს, ილჰამ ალიევი და ვლადიმერ პუტინი განიხილავენ ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და რეგიონულ პრობლემებს.რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აზერბაიჯანს რუსეთის დიდი მეგობარი, მეზობელი, პარტნიორი და მოკავშირე უწოდა.„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საერთო ინტერესი, თანამშრომლობის დიდი პოტენციალი და, რაც მთავარია, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მდიდარი ტრადიციები. ორივე მხრიდან არის პოლიტიკური ნება, ყველანაირად გავაგრძელოთ და განვავითაროთ ეს ურთიერთობები“, – განაცხადა პესკოვმა.რუსული მედიის ცნობით, პუტინი და ალიევი ასევე შეხვდებიან ბაიკალ-ამურის მაგისტრალის ვეტერან მშენებლებს და რკინიგზელებს. შეხვედრა დაკავშირებულია აღნიშნული მაგისტრალის მშენებლობის დაწყების 50 წლისთავთან. აღნიშნულ მშენებლობას საბჭოთა კავშირის დროს ჰეიდარ ალიევი კურირებდა.

დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი

ომი უკრაინაში 1712647315

დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აფრთხილებენ აშშ-ს, რომ „მსოფლიო თვალს ადევნებს“ უკრაინის დახმარების საკითხს

„პოლიტიკო“ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დევიდ ქემერონისა და სტეფან სეჟურნეს ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს.როგორც „პოლიტიკო“ წერს, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აფრთხილებენ აშშ-ს, რომ „მსოფლიო თვალს ადევნებს“ უკრაინის დახმარების საკითხს.დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა მოუწოდა აშშ-ს, მეტი სამხედრო დახმარება გამოუყოს უკრაინას.ქემერონის თქმით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში თუ გაიმარჯვებს, „ჩვენ, ყველა დავმარცხდებით“.„უკრაინას მხარს თუ არ დავუჭერთ, ხარჯები გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე პუტინის მოგერიების ხარჯები. მსოფლიო გვიყურებს და დაგვსჯის, თუ ამას ვერ შევძლებთ“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

ლავროვი

მსოფლიო 1712508240

სერგეი ლავროვი ხვალ ჩინეთში ჩავა - მედია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხვალ ჩინეთში ჩავა. როგორც „როიტერი“ წერს, შეხვედრების მთავარი თემა მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობების გაღრმავება და უკრაინაში ომი იქნება.„როიტერი“ აღნიშნავს, რომ ჩინეთ-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობამ 2023 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, 240 მილიარდი დოლარი, რაც 26 პროცენტით მეტია წინა წლების მაჩვენებელთან.მედიის ცნობით, სერგეი ლავროვი ჩინელ კოლეგას, ვანგ ის შეხვდება.მანამდე, „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმცია, რომ მაისის თვეში ჩინეთში ვიზიტით ჩასვლას გეგმავს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რაც ახალი ვადით პრეზიდენტობის შემდეგ, პუტინის პირველი საგარეო ვიზიტი იქნება.

რუსეთის პრეზიდენტი

მსოფლიო 1711885145

პუტინმა ახალი განკარგულება გამოსცა

რუსეთის მთავრობამ გამოაქვეყნა კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განკარგულება საგაზაფხულო გაწვევის შესახებ, სადაც საუბარია 150 ათასი ადამიანის სამხედრო სამსახურში გაწვევაზე.ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, 1-ელი აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციაში სამხედრო სამსახურში 150 ათასი ადამიანი იქნება გაწვეული.მათი ასაკი 18-დან 30 წლამდე იქნება.შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციაში სამხედრო გაწვევა ტრადიციულად ტარდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხულსა და შემოდგომაზე. 

ემანუელ მაკრონი

მსოფლიო 1711702495

პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტზე მხოლოდ სამიტის მონაწილეთა საერთო თანხმობის შემთხვევაში მოიწვევენ - მაკრონი

ბრაზილიაში ნოემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიწვევენ, თუ მასში მონაწილე ქვეყანა ამაზე თანხმობას განაცხადებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრაზილიაში ვიზიტისას განაცხადა.მისი თქმით, „დიდი ოცეულის“ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების გაერთიანების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ „აუცილებლად იქნას მიღწეული კონსენსუსი დანარჩენ 19 ქვეყანასთან, ეს იქნება ბრაზილიური დიპლომატიის ამოცანა“.„დიდი ოცეული“ ვალდებულია, იმოქმედოს, „ემსახუროს მსოფლიოსა და საერთო ინტერესებს“, – აღნიშნა მაკრონმა.მაკრონის თქმით, 2019 წელს საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინი სწორედ კონსენსუსის არარსებობის გამო არ მიიწვია. სანაცვლოდ, მან რუსეთის პრეზიდენტთან ცალკე შეხვედრა მოაწყო.აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვლადიმერ პუტინი არ ესწრებოდა 2022 წელს ინდონეზიაში, 2023 წელს კი ინდოეთში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტებს. მის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაკავების ორდერიც გამოსცა.

უკრაინის პრეზიდენტი

მსოფლიო 1711259296

პუტინი და სხვა ნაძირლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ მოსკოვის მახლობლად მომხდარი ტერორისტული აქტი - ზელენსკი

,,ვლადიმერ პუტინი და სხვა ნაძირლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ მოსკოვის მახლობლად მომხდარი ტერორისტული აქტი",- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„ცხადია, პუტინი და სხვა ნაძირლები უბრალოდ ცდილობენ, ეს სხვას დააბრალონ. მათ ყოველთვის აქვთ ერთი და იგივე მეთოდები. ისინი ყოველთვის ადანაშაულებენ სხვებს. ისინი შემოვიდნენ უკრაინაში, დაწვეს ჩვენი ქალაქები და ცდილობდნენ უკრაინის დადანაშაულებას. ისინი აწამებენ და აუპატიურებენ ჩვენს ხალხს და მათ ადანაშაულებენ. მათ ასიათასობით ტერორისტი მოიყვანეს აქ, უკრაინის მიწაზე, იბრძვიან ჩვენ წინააღმდეგ და არ აინტერესებთ, რა ხდება მათ ქვეყანაში. გუშინ ეს ყველაფერი მოხდა და ეს აბსოლუტური არარაობა პუტინი, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მიეხედა, მათთვის მიემართა, ერთი დღის განმავლობაში გაჩუმდა – ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან. ყველაფერი სრულიად პროგნოზირებადია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის ასიათასობით რუსი, რომელიც ახლა უკრაინის მიწაზე კვდება, საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი ტერორისტის შესაჩერებლად.„რუსები თუ მზად არიან, „კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ, პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდამსხმელები, რომლებიც ამჟამად დაკავებული არიან, ცდილობდნენ მიმალვას და ისინი უკრაინის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. პუტინმა განაცხადა, რომ, წინასწარი მონაცემებით, მათთვის უკრაინულ მხარესთან ერთად მომზადებული იყო „ფანჯარა“ სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად.

პუტინი

მსოფლიო 1711200482

თავდასხმის შემდეგ ტერორისტებმა მიმალვა სცადეს და უკრაინის მიმართულებით გაემართნენ, სადაც, წინასწარი მონაცემებით, მათთვის „ფანჯარა“ იყო მომზადებული - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შემდეგ ტერაქტის შემსრულებლებმა მიმალვა სცადეს და უკრაინის მიმართულებით გაემართნენ, სადაც, წინასწარი მონაცემებით, მათთვის „ფანჯარა“ იყო მომზადებული.მისივე თქმით, საგამოძიებო და სამართალდამცავი უწყებები გააკეთებენ ყველაფერს, რათა ტერაქტის ყველა დეტალი დაადგინონ.„ტერაქტის შემდეგ თავდამსხმელებმა მიმალვა სცადეს და უკრაინის მიმართულებით გაემართნენ, სადაც, წინასწარი მონაცემებით, მათთვის სახელმწიფო საზღვარზე გადასასვლელად „ფანჯარა“ იყო მომზადებული. ყველა, ვინც ამ ტერაქტის უკან იდგა, აუცილებლად დაისჯება. შემსრულებლები, ორგანიზატორები და დამკვეთები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, აუცილებლად აგებენ ამაზე პასუხს“, - აღნიშნა პუტინმა.მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ შედგება თანამშრომლობა ყველა ქვეყანასთან, რომელსაც საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა სურს.მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა.არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 115-ს შეადგენს.

ლოიდ ოსტინი

მსოფლიო 1710852487

პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე, უკრაინას შეუძლია მისი შეჩერება, თუ ჩვენ მივაწოდებთ იარაღს - ლოიდ ოსტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე. უკრაინას შეუძლია მისი შეჩერება, თუ ჩვენ მივაწოდებთ იარაღს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.„უკრაინას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით და მივაწოდებთ იარაღს, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად. უკრაინის გადარჩენა ბეწვის ხიდზეა და ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებაც. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ერთად დგომას, რათა შევაჩეროთ პუტინის ბრძოლის კამპანია და უკრაინელი ხალხის რწმენის შენარჩუნება“, – განაცხადა ოსტინმა.თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ არ მისცემს უკრაინას დამარცხების საშუალებას.„ჩვენ მტკიცე ვრჩებით უკრაინისთვის რესურსების მიწოდების კუთხით, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ შეეწინააღმდეგოს კრემლის აგრესიას“, – აღნიშნა ოსტინმა.