ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა, არ გაეგზავნათ წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაზე

 ჟოზეფ ბორელი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის განცხადებით, მან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა, არ გაეგზავნათ წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინის რუსეთის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონიაზე.

„სწორი იქნება, არ ეწვიოთ ამ ინაუგურაციას. ჩემი რჩევაა, არ გააკეთოთ ეს. ვფიქრობ, რომ წევრი ქვეყნების უმეტესობა მონაწილეობას არ მიიღებს“, – განაცხადა ბორელმა.

უმაღლესი ევროკომისრის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაცემული აქვს პუტინის დასაკავებლად საერთაშორისო ორდერი და ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთში ჩატარებული არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი.