ყველაზე არასაჭირო ნივთები სამზარეულოში - რას ამბობენ ექსპერტები

სამზარეულო

ექსპერტმა ჯულია უილიამსონმა დაასახელა ხუთი სახის არასაჭირო ნივთი, რომელიც თითქმის ყველას სამზარეულოშია.

ის წერს, რომ სამზარეულო შეიძლება იყოს სტრესისა და არეულობის დიდი წყარო, რადგან ადამიანები ხშირად აგროვებენ ნივთებს, რომლებსაც არ იყენებენ. მისი რჩევები დაგეხმარებათ გაათავისუფლოთ ადგილი და გქონდეთ მეტი სივრცე.

მოაწყეთ თქვენი სანელებლების კუთხე

შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ სანელებლების დიდი ნაწილი გადაიქცა არამიმზიდველ, უგემოვნო მტვრად. დაფქული სანელებლები კარგია გახსნის შემდეგ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში. ის გვირჩევს, მოიშოროთ ყველაფერი, რომელმაც დაკარგა მდიდარი, სასიამოვნო სურნელი.

ჭიქები

ექსპერტი ხუმრობს, რომ სამეფო ქორწილშიც კი ეყოფათ ის ჭიქები, რასაც თქვენ სახლში ინახავთ. მარტივი რჩევა დაგეხმარებათ დაემშვიდობოთ მათ - დაიტოვეთ მხოლოდ საჭირო ნივთები, რაც აუცილებლად გჭირდებათ. 

ნიჟარის ქვეშ კაბინეტი ყოველთვის გადატვირთულია

როგროც წესი, ნიჟარის ქვეშ არის პატარ-პატარა ნივთები, რაც ყოველდღიურად საჭიროა. ამისთვის სასურველია გამოიყენოთ ე.წ. ორგანაიზერები, კონტეინერები, რათა გადაანაწილოთ და გქონდეთ ყველაფერი ხილული.

სამზარეულოს ჭურჭელი

ექსპერტის აზრით, სამზარეულოში, როგორც წესი, შეგიძლიათ იპოვოთ ბევრად მეტი განსხვავებული ხის კოვზი, თეფში ან სხვა ნივთი, ვიდრე ეს გჭირდებათ. ექსპერტი გვირჩევს შევინახოთ მხოლოდ ის ნივთები, რისი გამოყენებაც ნამდვილად მოგწონთ.

”თუ დარწმუნებული ხართ, რომ ყველა გჭირდებათ, სცადეთ ეს: ჩადეთ მათი ნახევარი ყუთში და დამალეთ რამდენიმე თვით. თუ დაიწყებთ ნივთების ძებნას ყუთში, ე.ი. გჭირდებათ და თუ დაგავიწყდებათ მათი არსებობა, მაშინ ის თქვენს სამზარეულოში ზედმეტი ყოფილა. 

სავაჭრო ჩანთები

ჩანთები შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ ისინი მთელ სამზარეულოს დაიკავებს.

„საბედნიეროდ, თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ისინი ყველა სხვა უსარგებლო ნაგავით. შეინახეთ იმდენი, რამდენიც გგონიათ, რომ გონივრულია", - გვთავაზობს უილიამსონი.