„არასოდეს არ გასცეთ ფული ამ დღეს ... “ - გოგა მანიას საჭირო რჩევები
1762287470
"პრაიმ ტაიმს" ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ესაუბრა და აქამდე გაუმხელელი ისტორიები გაანდო.
- ბავშვობაში ძალიან ღარიბები ვიყავით. გვყავდა ერთი მდიდარი ნათესავი და იმის ფანჯარასთან როცა გავივლიდით შოკში ვიყავი. ერთხელაც სტუმრად წავედით, 5 წლის ვიყავი და ლოჯში ისეთი ვარდებიანი ფარდა ეკიდათ, სხვას ვერაფერს ვეღარ ვხედავდი იმ სახლში. როცა იქედან წამოვედით, დედას ვუთხარი: არასოდეს არაფერს არ გთხოვ, ის ფარდა გამოვართვათ-მეთქი. მითხრა: დედა ფარდის თხოვნა როგორ შეიძლებაო. დედისთვის არც კანფეტი მითხოვია, არც საღეჭი რეზინი, მხოლოდ ამ ფარდას ვთხოვდი. სამი წლის მერე იმ სახლში რემონტი დაიწყეს და ყური მოვკარი ფარდასაც ცვლიდნენ, დედას ვუთხარი ასეთი შანსი არასდროს გვექნება-მეთქი და მოგვცეს ის ფარდა. ამ ფარდისგან შევიკერე ზედა და შარვალი, რომელიც დღემდე შენახული მაქვს.
- ყოველთვის ხაზს უსვამ იმას, რომ ხარ ბედნიერი, როგორ ახერხებ ამას?
- სხვათა შორის, არ სჯერათ რომ ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ იმით რომ მყავს იდეალური შვილები. ვერ ვურეკავ, ვერ ვნახულობ, მაგრამ თვითონ არ მაკლებენ ყურადღებას და იციან რომ ყველაფერს გავუკეთებ. ერთი რამ ზუსტად იციან, რომ მათი სამსახურის გამო არავისთან არ მივალ. ვერცერთი ადამიანი ვერ იტყვის რომ შვილზე და შვილიშვილზე რამე ვთხოვე.
- გია, თქვენს პირად ვიდეობში ჩანს, რომ ხშირად დადიხართ სხვადასხვა ტაძრებში, როდის დაუახლოვდით ღმერთს...
- მე არ შემიძლია ქადაგება და ჩემს გაკეთებულ სიკეთეზე საუბარი. ბევრ ტაძარში ვარ ნამყოფი, მაგრამ არასდროს არაფერს ვთხოვ უფალს კონკრეტულს. ყველგან ასე ვლოცულობ, ღმერთო შენზე კარგად არავინ იცის რაც მე მინდა და რასაც შენ თვლი რომ მჭირდება, ის მომეცი-მეთქი. გავიხსენებ ერთ ისტორიას... სკოლაში სანამ წავიდოდი, რამდენიმე დღე ვტიროდი დედა მინდა-მეთქი. იმ დროს კალთაში ვეჯექი დედას და მაინც ასე ვტიროდი. ვიღაც ქალმა ურჩია ბებიაჩემს მონასტერში წაიყვანეთ ეს ბავშვიო და წამიყვანეს მღვიმევის მონასტერში. მაშინ ღმერთზე არაფერი ვიცოდი, ბებომ წამიყვანა მონასტერში, მახსოვს ტაძარში დავდიოდით, როცა გამოვიდა შავებში ჩაცმული მონაზონი. პირველად დავინახე მაშინ მოკრძალებული ბებიაჩემი, რომელიც ძლიერი იმერელი ქალი იყო. მონაზონს უთხრა, ბავშვი სულ ტირის: დედა მინდაო. მონაზონს ეგონა დედა გაიქცა ან არ მყავდა და როცა ბებიამ აუხსნა, დედის კალთაში ტირისო, თქვა გასაგებია: დედა ღვთისმშობელი უნდა და ასე ამიტომ ტირისო. გამომიტანა და მაჩუქა დედაღვთისმშობლის ხატი, რომელიც დღემდე მაქვს სახლში. წარსულში რომ ვმკითხაობდი, ეს ყველაფერი იქ დავტოვე... აღსარება ვთქვი, ვეზიარე, მოვინანიე, მაგრამ ხალხმა მკითხაობა არ მაპატია და მაინც მაძახებენ, მაგრამ ახლა ეს მე აღარ მადარდებს.