ვალდებულებები, რომლებიც შინაური ცხოველების მეპატრონეებს 1-ელი იანვრიდან ეკისრებათ

შინაური ცხოველები

2026 წლის 1-ელი იანვრიდან კანონი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ ეტაპობრივად ძალაში შედის.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ ეტაპზე, ცხოველის მეპატრონე ვალდებული იქნება:

ცხოველის ავადობის შემთხვევაში, ის გადაიყვანოს ვეტერინარულ დაწესებულებაში;

დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევაში, უზრუნველყოს სააგენტოს ინფორმირება და მოახდინოს ცხოველის ვეტერინარული მეთვალყურეობა იზოლირებულად.

საზოგადოებრივი სავრცის დაბინძურების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი მყისიერი დასუფთავება;
აანაზღაუროს ცხოველის მიერ სხვა პირისათვის მიყენებული ზიანი;

ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში, დაცემული ცხოველის გადაყვანა მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევისთვის განსაზღვრული რეგულაციები ძალაში რამდენიმე ეტაპად შევა.

საკანონმდებლო პაკეტის სრულად ამოქმედების ვადა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 2028 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდს მოიცავს.