უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ ჩვენს სულიერ წინამძღვარს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს - გივი მიქანაძე

მიქანაძე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ ჩვენს სულიერ წინამძღვარს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს!

მრავალი წელია ილია მეორე ერთგულად ემსახურება ქართველი ერის სულიერ განმტკიცებას, სამშობლოს ერთიანობასა და ქვეყნის გაძლიერებას. განსაკუთრებულია მისი ღვაწლი ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისა და იდენტობის შენარჩუნებაში.

მადლობა მინდა, ვუთხრა ჩვენს პატრიარქს იმ მზრუნველობისთვის, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე ვგრძნობთ. მთელი გულით ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ, მისი ლოცვა-კურთხევა არ მოჰკლებოდეს ჩვენს სამშობლოს!“, - ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.