„ცუდი სიზმარი გადაივლის და ჯანმრთელები, ბედნიერები დაბრუნდებით სახლში“ – სანდრო ელოშვილმა 6 თვის ნინასთვის 143 ათას ლარზე მეტის მოგროვება შეძლო

სანდრო ელოშვილი

რეჟისორი სანდრო ელოშვილი ხშირად ავრცელებს ინფორმაციას იმ ადამიანებზე, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო, საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროებათ და არაერთი ოჯახი გაახარა.

გამონაკლისი არც მისი ბოლო პოსტია, სადაც წერდა, რომ მისი მეგობრების შვილს, 6 თვის ნინა ჩაჩუას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ფინანსური დახმარება, 110 000 დოლარის ოდენობით ესაჭიროება.

კეთილი ადამიანების დახმარებით სანდრო ელოშვილმა აღნიშნული თანხის ნაწილის მოგროვება შეძლო და ნინას მშობლებს დღეს 143 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა.  „დილა მშვიდობისა! პირველ რიგში ბოდიში, რომ გუშინ მთელი დღე გაწვალე და არ გითხარი რამდენი შეგროვდა, მხოლოდ შენს გამო, რადგანაც დაახლოებით ვხვდები რა რთული შეიძლება იყოს უცხო ქვეყანაში, შენს ექვსი თვის პატარასთან ერთად იყო კლინიკაში გამოკეტილი და შენი ყოველდღიურობა იყოს შენი პატარა პრინცესის ანალიზები, პასუხები, ფურცლები, საბუთები, წამლები, პალატები, ექიმები… იმის მაგივრად, რომ შენს თბილისში, ყოველ საღამოს ბავშვთან ერთად სეირნობდე… ამიტომაც მინდოდა ამ ყველაფრისთვის ისეთი ფორმა მიმეცა, თუნდაც რამოდენიმე წუთით, დილით, რაც ყოველთვის რაღაც ახლის და იმედის ნიშანია, ბედნიერებისგან გაგეღიმოს! შენი მეგობრების და ოჯახის წევრების მაგივრადაც მე გიხდი ბოდიშს, ისინი ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ, მაგრამ ავიყოლიე და ჩემი თხოვნით დაგიმალეს, თუმცა დამიჯერე, განურჩევლად სქესისა, ცრემლებს ვერ იკავებდნენ, როცა იგებდნენ თუ ხედავდნენ, თუ როგორ მიიტანა შენი ამბავი გულთან ათასობით ადამიანმა… მართალია ეს სრული თანხა არ არის და მესმის 110 000 $-მდე კიდევ ბევრია, მაგრამ ზუსტად ვიცი სიმშვიდეს მოგგვრის და იმ მოტივაციით და ენერგიით აგავსებს, რომელიც ასე გჭირდება ახლა! დამიჯერე, ცალკე სიამოვნებაა იმის წაკითხვა, რაც წერია ჩარიცხვების დანიშნულებაში, რამდენი კეთილი სურვილი და ლოცვაა შენთვის სრულიად უცხო ადამიანებისგან… ეს ცუდი სიზმარი რომ გადაივლის და ჯანმრთელები და ბედნიერები დაბრუნდებით სახლში, მერე მთელი ერთი დღე გამოვყოთ და წავიკითხოთ, რადგანაც ამას ერთი და ორი საათი არ ეყოფა!  სიამოვნებით შევხედავდი ახლა შენს სახეს, როცა შეტყობინებები მოგივა თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით, მაგრამ მხოლოდ წარმოდგენით უნდა

დავკმაყოფილდე… რა თქმა უნდა ვაგრძელებთ საჭირო თანხის შეგროვებას, რაც სიმართლე გითხრა შეუძლებელი მეგონა, მაგრამ გუშინ დავრწმუნდი, რომ დედამიწაზე ბევრი კარგი და კეთილშობილი ადამიანი ცხოვრობს, განსაკუთრებით კი საქართველოს ტერიტორიაზე

რომელსაც შეუძლია გულთან ისე მიიტანოს სხვისი ტკივილი, თავისად გაითავისოს და მარტო არ დატოვოს… მოკლედ, ამ დილა უთენია იმის თქმა მინდა რომ გირიცხავ 143538.5 ლარს და ზუსტად იცოდე, ყველაფერი კარგად იქნება! პ.ს. აბა ვნახოთ დილამდე კიდევ როგორ გაწვალებ “, – წერს სანდრო ელოშვილი.  

თი ბი სი – #GE32TB7609945061600014

საქართველოს ბანკი – #GE54BG0000000161381454

PayPal – paypal.me/AlexanderEloshvili

პირადი ნომერი: 01017019229 ალექსანდრე ელოშვილი