წეროვანში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღია კარის დღით დასრულდა

წეროვანი

წეროვანში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღია კარის დღით დასრულდა. მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრმა სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს უმასპინძლა.

ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა მოეწყო.

სტუმრებმა დაათვალიერეს სამხედრო ტექნიკა. დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა ერთი კვირის განმავლობაში არაერთ პარასპორტულ შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა.