„წარმატებას ვუსურვებ გიორგის, ბრძოლა, რომელიც სხვადასხვა დამოკიდებულებას გამოუცხადა, წარმატებით დასრულდება და ისეთივე ჯანღონით სავსე დაუბრუნდება ოჯახს და თეატრს, როგორც კარიერის დასაწყისში იყო“ – ნიკოლოზ წულუკიძე

გიორგი ყიფშიძე

თეატრისა და კინოს მსახიობი გიორგი ყიფშიძე „იმედის დღის“ რუბრიკის, „პერსონას“ გასული ეპიზოდის მთავარი გმირი იყო.

ნიკოლოზ წულუკიძის საავტორო რუბრიკაში გიორგი ყიფშიძემ ვრცლად ისაუბრა განვლილ ცხოვრებაზე, ოჯახზე, პირადსა და კარიერაზე.

რუბრიკის დასასრულს, ტელემაყურებელს ნიკოლოზ წულუკიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ამჟამად, გიორგი ყიფშიძე სამკურნალოდ ბიშკეკში იმყოფება:

„გიორგის შემართება უნდა ვუსურვოთ. დღეს ჩამოვედი, გიორგისთან ერთად ვიყავი ბიშკეკში, ნაზარ ალიევის ცნობილ კლინიკაში, სადაც ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დამოკიდებულებით აგრძელებენ ცხოვრებას, ცდილობენ, შეცვალონ საკუთარი ცხვორების წესი და ახალი სიცოცხლით და ახალი ენერგიით გააგრძელონ [ცხოვრება].

ერთთვიანი რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივით ცხოვრებას იწყებს გიორგი, მინდა ამ გზაზე წარმატება ვუსურვო, ის ბრძოლა, რომელიც მან დაიწყო და სხვადასხვა დამოკიდებულებას გამოუცხადა, წარმატებით დასრულდება და ისეთივე ჯანღონით სავსე დაუბრუნდება ოჯახს, თეატრს, კინოს და საზოგადოებას, როგორც კარიერის დასაწყისში იყო“, – თქვა ნიკოლოზ წულუკიძემ.