„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების რექტორებს შეხვდა.
კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. განიხილეს ინფრასტრუქტურული საკითხები.
კულტურის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მოთხოვნად და დეფიციტურ პროფესიებზე. აღინიშნა, რომ კვალიფიციური კადრების დეფიციტის ეტაპობრივად აღმოსაფხვრელად აუცილებელია ახალგაზრდების მოზიდვა.
თინათინ რუხაძემ უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების რექტორებს დაავალა სტიპენდიების გაცემის ერთიანი წესისა და შეფასების კრიტერიუმების შემუშავება, რათა ახალი სასწავლო წლიდან წარმატებულმა სტუდენტებმა გაზრდილი სტიპენდიები მიიღონ.
შეხვედრაზე, რომელსაც კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე, მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ირინე გუგუნაშვილი ესწრებოდნენ, იმყოფებოდნენ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მამუკა ალაფიშვილი.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.