თბილისის 139-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

თბილისის 139-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

“სსიპ ქალაქ თბილისის 139-ე საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ყველასთვის ძვირფასი და საყვარელი ქალბატონი ლალი დეკანოზიშვილი, რომელიც ამ სკოლის დაარსების დღიდან 57 წელი ერთგულად ემსახურებოდა საყვარელ საქმეს.
მთელი კოლექტივის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს…ქედს ვიხრით და მადლობას ვუხდით ქალბატონ ლალის იმ უდიდესი წვლილისთვის, რომელიც მიუძღვის ჩვენი სკოლის წინაშე.
მშვიდობით, ნათელი თქვენს სულს”