თათია თექთურმანიძე შვილის ფოტოებს აქვეყნებს

თათია თექთურმანიძე

მოდელი თათია თექთურმანიძე, რომელიც ფართო აუდიტორიამ „მასტერშეფსა“ და კიდევ რამდენიმე შოუში მონაწილეობით გაიცნო, ორი თვის წინ პირველი შვილის დედა გახდა.

აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით, თათია საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებდა ორსულობის პერიოდში გადაღებულ ფოტოებს, რომლებშიც ის შესანიშნავად გამოიყურებოდა.

პატარა ელაიას დაბადების შემდეგ, თათია ქალიშვილის ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს. ამჯერად, მოდელი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე შვილისა და მეუღლის ფოტოებს ავრცელებს და წერს:

„ამომწურავი პასუხი კითხვაზე, თუ ვის ჰგავს ბავშვი.. არადა ორსულად მე ვიყავი, ხომ გახსოვთ“.