სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ყავაში მოხალული ბარდის გამოყენების და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის, ყავის საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ყავაში მოხალული ბარდის გამოყენების და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის, ყავის საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

 სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ყავის საწარმოში - შპს „ტრეიდერი“ (მისამართი: ქ. თბილისი, ქვალონის №1, ს/კ 404505905) არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა ყავის წარმოებას (მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) დასახელებით „ვილა“ და „ვილა გოლდი“. აღნიშნული პროდუქციის წარმოებისას ნედლეულად, ყავის მარცვლებთან ერთად, გამოყენებული იყო მოხალული ბარდა. პროდუქცია იყიდებოდა მცირე სავაჭრო ობიექტებში.

შემოწმების პროცესში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.