შაქრო კალაშოვი ციხიდან გაათავისუფლეს

შაქრო კალაშოვი ციხიდან გაათავისუფლეს

თბილისელი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური “ავტორიტეტი“ ზახარია კალაშოვი (შაქრო მოლოდოი) კრასნოდარის ციხიდან გაათავისუფლეს.

ე.წ. კანონიერმა ქურდმა სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. “ინფორმაცია სამართალდამცავმა უწყებებმა დაადასტურეს“, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სასამართლომ 71 წლის კალაშოვის ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლით მიიღო.