შალვა პაპუაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

სააღდგომო ლიტურგია  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ  და პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულეს.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს.

სააღდგომო  ღვთისმსახურებას ასევე ესწრებოდნენ  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.