სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა თურქეთში სასწავლო კურსი - „სიცოცხლის გადარჩენა და პირველადი სამედიცინო დახმარება“ გაიარეს

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა თურქეთში სასწავლო კურსი - „სიცოცხლის გადარჩენა და პირველადი სამედიცინო დახმარება“ გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდლობის ორგანიზებით, თურქეთის სანაპირო დაცვის საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრის მიერ დაგეგმილ სწავლებაში - „სიცოცხლის გადარჩენა და პირველადი სამედიცინო დახმარება“ მიიღეს მონაწილეობა.

სასწავლო კურსი  შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ნაწილისგან: წყლის ზედაპირზე და წყალვქვეშ სხვადასხვა დისტანციაზე ცურვა; წყლიდან დაშავებული პიროვნების უსაფრთხოდ ამოყვანის მეთოდები, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

კურსის მიზანი იყო სანაპირო დაცვის თანამშრომლების  ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეების პირველადი სამედიცინო დახმარების კუთხით არსებული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება.

სწავლების ბოლოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.