საქართველოში სამუშაო ვიზიტით ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლები იმყოფებიან

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლები

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლები იმყოფებიან. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, ევროპელ და აზიელ კოლეგებთან ერთად, გარეული ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის მეთოდებს განიხილავენ.

ველური ბუნების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა მიზნად ისახავს გარეული ცხოველების დაავადებათა პრევენციას, გამოვლენასა და კონტროლს, ერთიანი ჯანდაცვის პრინციპით.