დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნგრეთის მშენებლობისა და ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
სააგენტოს ცნობით, საქართველოსა და უნგრეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ორმხრივი შერეული კომისიის სხდომა პირველად შედგა.
„შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვების კვოტების განსაზღვრა და მათი ეფექტურად გამოყენების საკითხები განიხილეს.
სხდომის შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის საფუძველზე, საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების არსებული სანებართვო კვოტა 50%-ით გაიზარდა.
ორმხრივი შერეული კომისიის მომდევნო სხდომა 2026 წელს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.