ავარია ბათუმი-გონიოს გზაზე - ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა
1752596461
საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს ყალბი შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს.
„დღეს დილიდან იგზავნება ყალბი შეტყობინებები ლეგიტიმური კომპანიის სახელით, სადაც კიბერთაღლითები ტრანსპორტირების ხარჯების გადახდისკენ მავნე ბმულზე გადასვლით მოგიწოდებენ:
როგორ უნდა მოიქცეთ ამ და მსგავსი შეტყობინების მიღებისას?
არავითარ შემთხვევაში არ დააჭიროთ შეტყობინებაში მოთავსებულ ბმულებს, განსაკუთრებით კი თუ გამომგზავნი ითხოვს დაუყოვნებლივ მასზე გადასვლას;თუ თქვენ ელოდებით ამანათს ან გზავნილს, მისი მოწოდების სტატუსი შეამოწმეთ მომწდებელი ტრანსპორტირების კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან მის აპლიკაციაში, რომლითაც თქვენ არაერთხელ გისარგებლიათ;თუ თქვენ დააჭირეთ მავნე ბმულს და შეიყვანეთ რომელიმე ანგარიშის დასახელება და პაროლი, უმალვე გამოცვალეთ ამ და სხვა ანგარიშზე ეს პაროლი და დააყენეთ ძლიერი პაროლი;თუ თქვენ დააჭირეთ მავნე ბმულს და შეიყვანეთ ბარათის მონაცემები, დაბლოკეთ ეს ბარათი ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან ან მომსახურე ბანკში დარეკვით ეს ბარათი გააუქმეთ და ახალი აიღეთ;შეამოწმეთ თქვენი ტელეფონი ვირუსების/მავნე ფაილების არსებობაზე;დარწმუნდით, რომ ტელეფონზე ოპერაციული სისტემის განახლებული ვერსია გაქვთ დაყენებული. თუ არა, ბოლო განახლება დააყენეთ“, - აღნიშნულია საქართველოს საბანკო ასოციაციის გაფრთხილებაში.