გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაცია სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
,,საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამეგრელო-ზემო სვანეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის ხვიჩა სექანიას გარდაცვალების გამო.
ფედერაცია გულწრფელად თანაუგრძნობს მის ოჯახს, ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ბატონ ხვიჩას არაერთი სასიკეთო საქმე უკეთებია ქვეყნისა და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ.
ის იყო უაღრესად გულისხმიერი და საიმედო ადამიანი, ჩვენი ფედერაციის ერთგული კოლეგა და მეგობარი", - ნათქვამია გავრცელებულ წერილში.