საპოლიციო დანაყოფებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

აქცია

პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე ვითარება დაძაბულია - პოლიციამ მომიტინგეების დაშლა დაიწყო. საპოლიციო დანაყოფებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ასევე, აკავებენ აქციის მონაწილეებს.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.