"სადაც ჩავდივარ, ყველა ქვეყანაში ჩემი დროშა ფრიალებს" - ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე

მომღერალ, ნუცა ბუზალაძის ახალი ვიდეო ვრცელდება: 

„ჩემს პოზიციას, რაც გამიკეთებია, ვამტკიცებ ბავშვობიდან, სადაც ჩავდივარ, ყველა ქვეყანაში ჩემი დროშა ფრიალებს. არასდროს, არც ერთ კონკურსზე სხვა ქვეყნის სახელით მონაწილეობა არ მიმიღია. შემოთავაზება ბევრი იყო, მაგრამ ჩემი ქვეყანა იმდენად მიყვარს, ისეთი ოჯახიდან ვარ, მამაჩემი ყველა ომში პირველ ხაზზე იბრძოდა. ეს მებრძოლი ხასიათი მე გამოყოლილი მაქვს.

ჩემი სიმღერაც მინდოდა ყოფილიყო ქართველი ხალხის და ქართველი ქალის ხასიათის წარმოსაჩენი.  მე ყვალაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 9 მაისს ჩემმა ხალხმა ძალიან იამაყოს. მე ყველაფერს გავაკეთებ მისთვის, რომ 9 მაისს გავაერთიანო საქართველო როგორც ეს ამერიკან აიდოლის დროს ხდებოდა. ჩემს მესიჯს სცენიდან ვიტყვი”- ამბობს ნუცა ბუზალაძე.