საბავშვო ევროვიზიაზე საერთაშორისო ჟიურის ქულები ცნობილია

ევროვიზია

საბავშვო ევროვიზიის საერთაშორისო ჟიურის ქულები ცნობილია. 

 საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა.

საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა.

საქართველო კონკურსზე მესამე ადგილზე გავიდა. ანიტა აბგარიანმა ჟიურისგან 121 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 55.

საბავშვო ევროვიზია 2025 საქართველომ მეორედ უმასპინძლა. კონკურსში 18 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.

საბავშვო ევროვიზია 2025-ის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს კულტურის სამინისტრო, „სთარინგ ჯორჯია“ და საქართველოს პირველი არხი.